"მერი თვითონ გადაწყვეტს,როდის მივა საკრებულოში"- ირაკლი ლექვინაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 17:51

"საკადრო ცვლილებები მუდმივი პროცესია,"-ეს განცხადება თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ, გააკეთა. 

გავრცელებულ ინფორმაციაზე მერის მოადგილისა და ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებაზე ირაკლი ლექვინაძე ღიად არ საუბრობს. ლექვინაძემ აღნიშნა, რომ 2-ვე მივლინებაში იმყოფება. 

"საკადრო ცვლილებები მუდმივი პროცესია, რომელიც შეიძლება ამოცანებისა და გამოწვევების შესაბამისად შეიძლება იყოს,"-განაცხადა ლექვინაძემ. 

ირაკლი ლექვინაძემ დავით ნარმანიას საკრებულოში დაბარებასთან დაკავშირებით დეპუტატების მოთხოვნაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, თბილისის მერი თვითონ გადაწყვეტს როდის საკრებულოში უნდა მივიდეს.

,,მერიიდან გაფლანგული ათეულობით მილიონი ლარი“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 16:40

სუდაძე შეეწირა საკუთარ არაკვალიფიციურობას, უპასუხისმგებლობას და დიდ კორუფციულ მადას - ამის შესახებ, განცხადებას თბილისის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი აბესაძე აკეთებს.

„ნიუსდეისთან “ სატელეფონო საუბრისას , თბილისის მერიაში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. აბესაძე ამბობს, რომ თბილისის მერიიდან 10 მილიონ ლარზე მეტია გაფლანგული, რისთვისაც მერიის მაღალჩინოსნებს პასუხისგება მოუწევთ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერის გვერდის ავლით მერიის მაღალჩინოსნებს თანამდებობებიდან სპეცსამსახურები ათავისუფლებენ. როგორც ირაკლი აბესაძე აცხადებს, მაშინ როდესაც დედაქალაქის მერი მივლინებაშია, მერიაში ცვლილებები ხორციელდება, რაც მიუთითებს, რომ დედაქალაქის თვითმმართველი ორგანო "გარედან" იმართება.

"სუდაძის გათავისუფლება უკავშრდება იმ კორუფციულ სქემებს და გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ის იღებდა. რა თქმა უნდა სუდაძე მარტო არ არის ამ საქმეში, რომელზეც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით და უახლოეს დღეებში კიდევ ბევრ კონკრეტულ ფაქტს გამოვაქვეყნებთ. მერიიდან გაფლანგულია ათეულობით მილიონი ლარი, ხშირ შემთხვევაში მითვისებულიც, ეს დეტალები პროკურატურამ უნდა თქვას. ეს ფაქტია მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით აუდიტის ოფიციალური დასკვნა არ არსებობს. კარგად ხედავთ, რომ ქალაქის ქუჩებს გაკეთებულის არაფერი არ ემჩნევა. სუდაძე შეეწირა საკუთარ არაკვალიფიციურობას , უპასუხისმგებლობას და დიდ კორუფციულ მადას. რაც შეეხება ცვლილებებს , რომელიც მიმდინარეობს დედაქალაქის მერიაში, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ამ ყველაფრის უკან არ დგას თბილისის მერი დავით ნარმანია. მას ისე დაენგრა თავზე თბილისის მთავრობა, რომ მივლინებაშია და წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქალაქში.ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ადასტურებს იმას ,რომ თბილისის მერია იმართება სპეცსამსახურების მიერ, ხოლო სპეცსამსახურები იმართება თავის მხრივ ივანიშილის მიერ. როგორც სჩანს მითითებაა მიღებული ნარმანიასთვის ყურის აწევის შესახებ და შესაბამისად სპეცსამსახურები მოქმედებენ ნარმანიას გარეშე. ამიტომ გამიჭირდება იმის თქმა ვის შორის არის დაპირისპირება, თუმცა ფაქტი ერთია , რომ ნარმანიას არავინ არაფრად აგდებს, რაც თბილისში არსებულ მძიმე მდგომარეობას განაპირობებს. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც თავს მოახვია თბილისელებს ასეთი უუნარო ადამიანი,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

 

საკრებულოს ოპოზიცია მერიის კეთილმოწყობის სამსახურს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 13:24

თემურ გრიგალაშვილი საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი  დედაქალქის მუნიციპალიტეტის მერიაში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. 
მისი თქმით, რაიონულ გამგეობებსა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილი აქვს სამსახურეობრივ გულგრილობას. 
დეპუტატმა მაგალითისთვის საბურთალოს რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები მოიყვანა და ის დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, კეთილმოწყობის სამსახური, ხშირ შემთხვევაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ხელშეკრულებას იმ კომპანიებს უფორმებს, რომლებთანაც გარკვეული ინტერესი არსებობს. 

„მე წარმოგიდგეთ საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ კომპანია „ენკოსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას საგზაო სამუშაოებზე. ეს ეხება საფეხმავლო ბილიკის მოწყობას ერთერთ მისამართზე. ჩვენთვის ყოვლად გაუგებარია რატომ მოითხოვა რაიონულმა გამგეობამ ტექნიკურ დავალებაში საფეხმავლო ნაწილზე 5 სანტიმეტრიანი ფენის დაგება, როდესაც ყველამ ვიცით, რომ საფეხმავლო ნაწილში იგება 3 სანტიმეტრიანი ფენა. თანხა არის მითითებული 19 ლარი, როცა ნორმალური გათვლების შეთხვევაში ეს თანხა იქნებოდა 10-12 ლარი. კვადრატულობაზე თუ გადავიყვანთ 10 ათასობით ლარი გამოვა" - განაცხადა გრიგალაშვილმა.
თემურ გრიგალაშვილმა დედაქალაქის მერს რეაგირებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, საკითხით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

ირაკლი აბესაძემ ნარმანიას მთლიანი სამთავრობო გუნდის შეცვლისკენ მოუწოდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 12:40

ირაკლი აბესაძემ ნარმანიას მთლიანი სამთავრობო გუნდის შეცვლისკენ მოუწოდა.

„ნარმანიას მოვუწოდებთ, სანამ მას სხვა ბევრი სუდაძე აღმოაჩნდება, მთლიანი სამთავრობო გუნდი იქნეს შეცვლილი, თორემ ამ არაკვალიფიციური ადამინების გამო დედაქალაქში მოსახლეობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.  

შეგახსენებთ, რომ  თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა რამდენიმე საათის წინ დატოვა.

კრწანისობასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დედაქალაქის მერი დაესწრო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2015 17:49

24 სექტემბერს 300 არაგველის ხსენების დღე - “კრწანისობა“ აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, კრწანისის რაიონში, 300 არაგველის მემორიალთან, დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში 300 არაგველის სკვერში პარაკლისი გადაიხადეს, აკურთხეს პური და ღვინო და 300 არაგველის ხსოვნის უკვდავსაყოფად წლების განმავლობაში ჩამქრალი მარადიული ცეცხლი აანთეს.

გარდა ამისა, აღნიშნულ ადგილზე კრწანისის რაიონის გამგეობის ინიციატივით, დამუშავდა პროექტი და დაიწყო ისტორიული გალავნის რეაბილიტაცია და რესტავრაცია. მომდევნო წელს კი პარკის მთლიანად კეთილმოწყობა იგეგმება. შეგახსენებთ ,რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ 2008 წელს არაგველები წმინდანებად შეირაცხნენ, ხოლო 2010 წელს სრულიად საგვარეულო კავშირმა ამ დღეს "კრწანისობის" დღესასწაული დააწესა.

 

"ნარმანია თბილისელებს ძალიან მძიმე ზამთარს უმზადებს“, - თამაზ შოშიაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2015 12:41

თბილისში ელექტროენერგიის სუბსიდირებაზე გადაწყვეტილებას მერია მიიღებს და მას შემდეგ რაც სქემა საბოლოოდ შემუშავდება შესაბამისი დოკუმენტი საკრებულოს მხოლოდ გასაცნობად გადაეგზავნება. მასში ცვლილებებს საკრებულო აღარ შეიტანს.

საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მონაწილეობას ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის შემუშავებაში ვერ მიიღებენ, როგორიცაა ელექტროენერგიის სუბსიდირება.

„მხოლოდ ნარმანიას და მის გუნდს აქვს უფლება, შეამციროს დედაქალაქის 90 პროცენტისთვის დაფინანსება. ნარმანია თბილისელებს ძალიან მძიმე ზამთარს უმზადებს,“ - განაცხადა საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თამაზ შოშიაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა სამუშია, კი ოპონენტებს სიცრუეში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, საკრებულო დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში მონაწილეობას იღებს. ამავდროულად დეპუატატი აცხადებს, რომ სპეციალური ჯგუფის შემადგენლობაში საკრებულოს მმართველი გუნდის წარმომადგენელია.

დავით ნარმანიას დავალებით, სასწავლო წლის დაწყებამდე საბავშვო ბაღების მონიტორინგი განხორციელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2015 12:15

თბილისის მერის, დავით ნარმანიას დავალებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საბავშვო ბაღის მონიტორინგი განხორციელდება.
 შესაბამისი დავალება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას მისცა. 
"ვინაიდან საბავშვო ბაღები 14 სექტემბრიდან იწყებენ სასწავლო წელს, მინდა დავავალო ბაღების სააგენტოს, რომ ამ კვირის განმავლობაში ყველა ბაღში ჩაატარონ მონიტორინგი. ნახონ არსებული მდგომარეობა და კვირის ბოლოს წარმოადგინონ ინფორმაცია იმის თაობაზე, რამდენად მზად არის ყველა ბაღი ახალი სასწავლო წლის დასაწყებად", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 
თბილისის მერის თქმით, ბაღებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. დავით ნარმანიამ ხაზი გაუსვა ბაღებში საკვები პროდუქტების შესყიდვის საკითხს და აღნიშნა, რომ თუ ადრე ბაღებში საკვები პროდუქტების შეძენა პირდაპირი შესყიდვის გზით ხდებოდა, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ეს პროცესი ტენდერით განხორციელდება. 
"ტენდერის შედეგად დაიწია ფასებმა და გამოირიცხა ის მანკიერი პრაქტიკა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ შესყიდვასთან არის დაკავშირებული. არის რამდენიმე სახეობა საკვები პროდუქტების, სადაც განმეორებით გამოცხადდა ტენდერები და მე ვფიქრობ, კარგი შედეგებით დასრულდება პროცესი. ის სახეობები, სადაც ჯერ არ არის გამოვლენილი გამარჯვებული, მოხდება საკმარისი პროდუქტების პირდაპირი წესით შეძენა. აქცენტი ავიღეთ ხარისხის კონტროლზე. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან და ყველა პროდუქტი, რომელიც შემოვა, იქნება შემოწმებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 
თბილისის მერის თქმით, რამდენიმე ახალი საბავშვო ბაღი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება. დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი მთავრობის პირობებში 7 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო და მომდევნო წელს დამატებით 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. 

ოლიმპიური ცეცხლი უკვე თბილისშია

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 19 ივლისი 2015 11:30

ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ათენში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აანთეს, თბილისში 17 ივლისის საღამოს, ზუსტად 21 საათზე შევიდა. დედაქალაქამდე მან ქვეყნის 67 მუნიციპალიტეტი მოიარა.

ევროპის მოედანზე, საგანგებოდ აღმართულ სცენაზე, ოლიმპიური ცეცხლი „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა მიიტანა და ქალაქის მერს, დავით ნარმანიას გადასცა. მოხალისეების, მას-მედიისა და თბილისელების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ დავით ნარმანია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ალექსი ახვლედიანი. მათ ხაზი გაუსვეს ფესტივალისა და საქართველოს დედაქალაქისთვის მისი მასპინძლობის მნიშვნელობას. შემდეგ, საგანგებოდ შერჩეულმა მეჩირაღდნეებმა, რომელთა შორის იყვნენ სპორტსმენები, ჟურნალისტები და კულტურის მოღვაწეები, ცეცხლი თავისუფლების მოედნისკენ წაიღეს, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

პრემიერ მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დიდი ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო, რომელიც 26 ივლისამდე თავისუფლების მოედანზე იგიზგიზებს, შემდეგ კი "თბილისი 2015"-ის გახსნის ცერემონიალზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გადაინაცვლებს.

დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 07 ივნისი 2015 20:02

თბილისის მერი დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. დედაქალაქის მერი მონაწილეობას მიიღებს ნიუ-იორკში დაგეგმილ მერების კონფერენციაზე, რომელშიც ასამდე ქალაქის მერი მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციაზე განხილული იქნება ქალაქების მართვისა და განვითარების სისტემები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშია დანერგილი.

დავით ნარმანია ასევე მონაწილეობას მიიღებს ქალაქების ურბანული განვითარების ფორუმში, სადაც საუბარი იქნება ქალაქების თანამედროვე განვითარების ძირითად მიმართულებებზე. ფორუმის მონაწილეები ერთმანეთს საკუთარი ქალაქის გამოცდილებას გაუზიარებენ, ასევე, გამართავენ დისკუსიას ქალაქების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. 

ფორუმზე დაგეგმილია დედაქალაქის მერის სიტყვით გამოსვლაც, რომელზეც დავით ნარმანია ფორუმის მონაწილეებს თბილისის სამომავლო განვითარების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

გვერდი 11/ 11-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური