ალეკო ელისაშვილი ნარმანიას ძმას ბრალდებებს უყენებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 19 აპრილი 2016 16:29

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დამოუკიდებელმა წევრმაალექსანდრე ელისაშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა.
დეპუტატის განცხადებით, თბილისში მიმდინარე მშენებლობებზენებართვები განსაკუთრებული ინტენსივობით გაიცემა, რაც მოქალაქეთა უფლებების დარღვევასა და ქალაქის იერ-სახის დაზიანებს იწვევს.
ალეკო ელისაშვილმა ყურადღება გლდანში ანგია ბოჭორიშვილის N 15-ში ორსართულიანისახლის გვერდით მიმდინარე მშენებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ათსართულიანიკორპუსის მშენებლობა გეოლოგიური კვლევისა და მომიჯნავე საცხოვრებელი სახლებისექსპერტიზის გარეშე დაიწყო.
მისივე თქმით, ამავე მისამართზე ათსართულიანი კორპუსის მშენებლობაც იგეგმება, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი სახლების ნგრევას გამოიწვევს.
ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე მშენებლობებში თბილისის მერის დავით ნარმანიას ძმის ინტერესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ირაკლი ნარმანია სამშენებლო კომპანიას „ბალავარი“ არაოფიციალურად უწევს მფარველობას.
,,მიუხედავად სასამართლოში მიმდინარე პროცესისა, მშენებლობა დღესაც არ შეჩერებულა“-განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
ბრიფინგს საკრებულოს დეპუტატთან ერთად ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებლებიცესწრებოდნენ.

თბილისში გზებზე შეზღუდვებია- დედაქალაქის მერიის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 აპრილი 2016 17:00

აღმაშენებლის გამზირზე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დ. აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთი დროებით დაიკეტება, შესაბამის განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს "პროექტ „ახალი ტფილისის“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დ. აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციოქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება.

დ. აღმაშენებლის გამზირზე - დ. აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე - მთლიანად განახლდება სასმელი წყლის მიწოდების ცენტრალური სისტემა, სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები, ელექტრობის და გაზმომარაგების სისტემები, ასევე განახლდება სუსტიდენების ცენტრალური გაყვანილობაც.

გამომდინარე იქიდან, რომ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლება საჭიროებს გამზირზე დიდი მოცულობის მიწის სამუშაოების წარმოებას (კერძოდ 4-5 მეტრი სიღრმის და დიდი სიგანის მქონე თხრილის ამოღება-შევსებას), 2 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება დავით აღმაშენებლის გამზირზე - N72-დან (დ.აბაშიძის ქუჩის კუთხიდან) ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე. ამ ეტაპამდე საავტომობილო მოძრაობა, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით შეზღუდული იყო მხოლოდ ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთზე.

დ. აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, ალტერნატიული სატრანსპორტო სქემა იქნება შემდეგი:

დ. აღმაშენებლის გამზირზე კ. მარჯანიშვილის მოედნიდან - ჭოროხის ქუჩის გავლით სანაპიროსკენ მიმავალი ნაკადების ალტერნატიული მარშრუტით მოძრაობა სანაპიროსკენ შესაძლებელი იქნება დ. აბაშიძის ქუჩაზე დ. უზნაძის ქუჩისკენ და მარცხენა სანაპიროსკენ, ჭოროხის ქუჩის და სანაპიროს კვეთის გავლით.

დ. აღმაშენებლის გამზირზე კ. მარჯანიშვილის მოედნიდან - ჭოროხის ქუჩის გავლით მშრალი ხიდისკენ და ზაარბრიუკენის მოედნისკენ მოძრავი ნაკადების მოძრაობა შესაძლებელი იქნება დ. აბაშიძის ქუჩაზე დ. უზნაძის ქუჩის გავლით რომის ქუჩის კუთხემდე და მშრალი ხიდის პანდუსის გავლით.

საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლების სამუშაოების წარმოების დროს, დროებით შეიზღუდება მოძრაობა დ. აღმაშენებლის გამზირის გადამკვეთ - კიევის და რომის ქუჩებზეც (გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქუჩა უერთდება სრულად გადაკეტილ დ. აღმაშენებლის გამზირს და გარდა ამისა, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლების სამუშაოები მოიცავს ასევე რომის ქუჩასაც).

ქალაქ თბილისის მერია ბოდიშს გიხდით მოძრაობის შეფერხებისთვის",-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

"გუშინ პოლიტიკური შოუ იდგმებოდა პარლამენტში, რომლის მონაწილეც არ გვინდოდა ვყოფილიყავით"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 აპრილი 2016 15:02

იმ ბაგა ბაღების აღსაზრდელების მშობლებმა, სადაც ბოლო პერიოდის განმავლობაში დირექტორები მოხსნეს, საკრებულოში განცხადება შეიტანეს. მშობლები ყოფილი დირექტორების დაბრუნებას ითხოვენ.ბაღებში მიმდინარე პროცესებსა და პარლამენტში გუშინ გამართულ განხილვაზე კომენტარი დღეს თბილისის მერმაც გააკეთა."პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოა, პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანოა და თუ ბაღებთან მიმართებაში რაიმე არის შესაცვლელი პოლიტიკის კუთხით, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ პარლამენტთან ერთად. თუმცა, გუშინ პოლიტიკური შოუ იდგმებოდა პარლამენტში, რომლის მონაწილეც, ჩვენ არ გვინდოდა ვყოფილიყავით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიაში ტაქსების რეგულირების სამუშაო დოკუმენტი განიხილეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 17:08

თბილისის მერიაში ტაქსების რეგულირების სამუშაო დოკუმენტი განიხილეს. თბილისის მერის განცხადებით, ის დისკომფორტი, რაც მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, ეტაპობრივად უნდა აღმოიფხვრას, ტაქსით მგზავრობა გახდეს უსაფრთხო და კომფორტული, თუმცა საკითხის რეგულირება უნდა მოხდეს ისე, რომ უარყოფითად არ აისახოს აღნიშნულ სფეროში დასაქმებულებზე.შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს სპეციალისტები ესწრებოდნენ.

„სხვადასხვა უწყებებთან, ექსპერტებთან ვმჯელობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოწესრიგდეს ტაქსებთან დაკავშირებული საკითხი ქალაქში. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ სოციალურად შეჭირვებულ კონტინგენტზე ეს არ აისახოს უარყოფითად. თუმცა მეორეს მხრივ, ის დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, უნდა აღმოიფხვრას ეტაპობრივად. ტაქსით მგზავრობა უნდა გახდეს უფრო უსაფრთხო და კომფორტული. პირველად მოსაზრებებს, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს, გაეცნობიან ექსპერტები, რათა იმსჯელონ და მათზე დაყრდნობით სრულვყოთ ჩვენი მიდგომები, რაც შემდგომ ტაქსების რეგულირების დოკუმენტს დაედება საფუძვლად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა დოკუმენტი, რომელიც მსჯელობის და განხილვის შემდეგ ეტაპობრივად საბოლოო სახეს მიიღებს.

„სპეციალისტებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა განიხილა სამუშაო დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს თბილისში ტაქსის სექტორის რეგულირებას. დოკუმენტი აგებულია რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე. მთავარი ამოსავალი წერტილია უსაფრთხოება, რომელიც იყოფა ორ ნაწილად. ავტომობილის უსაფრთხოება, რომელიც ეფუძნება რამდენიმე პრინციპულ მომენტს. მეორე ნაწილია მძღოლის უსაფრთხოების ნაწილი. ჩამოთვლილი იყო კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მძღოლი. დოკუმენტში აღწერილია სტიმულირების მექანიზმები, როგორ შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს სფეროს განვითარება. თუ რეგულაციებზე იქნება საუბარი, ეს უნდა იყოს ისე, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ იქონიოს ამ სფეროში დასაქმებული ადამიანის შემოსავლებზე“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

დავით ნარმანია ბაღებში დირექტორების გათავისუფლებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მარტი 2016 12:09

ბაღებში დირექტორების გათავისუფლების ფაქტს თბილისის მერი  ეხმაურება.

 დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ბაღების მართვის სააგენტომ აუდიტის დასკვნის წესდების საფუძველზე სამართლებრივად მოახდინა დირექტორების პოსტებიდან მოხსნა. 

ნარმანია გათავისუფლებულ თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ თუ ისინი თავს უკანონოდ გათავისუფლებულად თვლიან, მიმართონ სასამართლოს. 

სტრასბურგში მიმდინარე 30-ე პლენარულ სესიაზე დავით ნარმანია სიტყვით გამოვიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 11:37

სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიას თბილისის მერიც ესრებოდა. დავით ნარმანია სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა. დედაქალაქის მერმა საქართველოში, როგორც პოსტ-მონიტორინგის ფაზაში მყოფ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, ასევე, კონგრესის რეკომენდაციების მნიშვნელობასა და მათ დროულ შესრულებაზე გაამახვილა.

"ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა რეფორმებს ატარებს ჩვენი ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად, მათ შორის, ხაზი გაესვა იმას, რომ გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რამაც მეტი ჩართულობა უნდა უზრუნველყოს, არის მნიშვნელოვანი, ისევე როგორც, ფინანსურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები არის მნიშვნელოვანი და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ ნამდვილი ევროპული დემოკრატია გვქონდეს. მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ხალხი იყოს უფრო მეტად კმაყოფილი და გაკეთდეს მეტი საქმე, რაც თითოეული ჩვენგანის მიზანია და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, ამისთვის ვსწავლობთ ევროპულ გამოცდილებას, ამისთვის გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა კონგრესთან და კონგრესი გვეხმარება რეკომენდაციებით, მონიტორინგითა და კარგი პრაქტიკების გაზიარების თვალსაზრისით",- განაცხადა თბილისის მერმა.

"პოსტ მონიტორინგის პროცესში კონგრესი ეხმარება სახელმწიფოებს მონიტორინგის დასკვნების შედეგად გაკეთებული რეკომენდაციების შესრულებაში. ყველაფერი ის, რისი შესრულებაც საჭიროა, პრაქტიკულად უნდა იქნეს განხორციელებული. რადგანაც საქართველომ გამოხატა სურვილი ამ დახმარების მიღების, კონგრესი მოხარულია, იმუშაოს საქართველოსთან ერთად და დაეხმაროს რეკომენდაციების შესრულებაში", - განაცხადა ჟან კლოდ ფრეკონმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტმა.

დავით ნარმანიას მოხსენებამდე, კონგრესის პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, უფრო ვრცლად, კონგრესის წევრებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა გააცნო და ყურადღება დეცენტრალიზაციის მნიშვნელობასა და თანამედროვე, გამჭვირვალე, მოსახლეობის ინტერესების გამომხატველ ადგილობრივ ხელისუფლებაზე გაამახვილა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ურყევი ნებაა, დეცენტრალიზაციისა და ადილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესები გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს, პოსტ-მონიტორინგის პროცესი კი, მნიშვნელოვანია.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიას დავით ნარმანიასთან ერთად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებიან. სესიაზე, ასევე, იმყოფება რუსთავის მერი დავით ჯიქია და ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია.

კონგრესის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, დავით ნარმანია სტრასბურგის მერიის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.

თბილისის მერის ოფიციალური ვიზიტი სტრასბურგში დღეს დასრულდება.

თბილისის მერია მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ანაზღაურებას ვერ გაუზრდის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 13:01

დავით ნარმანიას განცხადებით , დედაქალაქის მერია მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას არ გეგმავს. 

„მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, ვინაიდან წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსების ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს“, - განაცხადა ნარმანიამ. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა დღეს პირობების გაუმჯობესების მიზნით აქცია მოაწყო. 

მეტროპოლიტენ "დიდუბის" სადგურთან თანამშრომელთა ნაწილი შეიკრიბა. აქციის მონაწილეების თქმით, ინფლაციის შედეგად მათი ხელფასი წინა წლებთან შედარებით დაბალი მსყიდველუნარიანობისააა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კანონის შესაბამისად ისინი 21 დღეს დაელოდებიან, რის შემდეგაც თუ ხელისუფლება მათ წერილებზე რეაგირებას არ მოახდენს, უვადო გაფიცვებს დაიწყებენ. 

დედაქალაქის მერი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 11:03

მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით დედაქალაქის ხელმძღვანელობის გეგმები,  წამოწყებულ პროექტებში ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან თბილისის დახმარების შესაძლებლობა ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია რომელიც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, იანოშ ჰერმანთან საუბრიოსას განიხილა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა. 

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი მიმდინარე პროექტები და პროგრამები იყო.

„ვისაუბრეთ ევროკავშირის წარმომადგენლობასა და თბილისის მერიას შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით იყო გარკვეული საკითხები, რაც აინტერესებს წარმომადგენლობას, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ საგრანტო კომპონენტის გამოყოფაზე. ასევე ვისაუბრეთ ისეთ პროექტებზე, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქის მდგრად განვითარებასთან, მათ შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებზე და სამომავლო პროექტებზე, ასევე, დედაქალაქის მერიის ჩართულობაზე ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, რაშიც ჩვენ ტრადიციულად ვმონაწილეობთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების მიღწევას ემსახურება.

„თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე, თბილისს შორის, ძალიან მჭიდრო და მრავალმხრივია. განვიხილეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა დედაქალაქში, წამოწყებულ პროექტებში ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან თბილისის დახმარების შესაძლებლობა. გარდა ამისა, განვიხილეთ ჰაერის დაბინძურების შემცირების საკითხები. აღნიშნული საკითხები საბოლოოდ ემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების მიღწევას. რა თქმა უნდა, პრობლემების მოგვარება, იქნება ეს საცობები თუ სხვა, ვერ მოხდება ერთ დღეში, მაგრამ საჭიროა ხანგრძლივი, ინტენსიური და კომპლექსური მუშაობა, რომელიც დროდადრო დადებით შედეგებს გამოიღებს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ნარმანია გამწვანებით ღონისძიებებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2016 11:45

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წელს მასშტაბური გამწვანებითი ღონისძიებები იგეგმება. როგორც დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცახადა, უკვე შერჩეულია ტერიტორიები სადაც დაირგვება გარკვეული რაოდენობის ნარგავები. 
 თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს დავალება მისცა, რომ საგაზაფხულო რგვების ფარგლებში დაგეგმილი გამწვანებითი ღონისძიებების შესახებ უახლოეს დღეებში დეტალური ინფორმაცია მოამზადოს და საზოგადოებას წარუდგინოს. 

ნარმანია 2015 წლის ბიუჯეტზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2016 10:51

 დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ  მთავრობის სხდომაზე განმარტა,რომ 2015 წელს დედაქალაქის მერიამ წინა წელთან შედარებით რაოდენობრივად 26%-ით მეტი ტენდერი გამოაცხადა. "2015 წელს ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ 20 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, როდესაც 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 13 მილიონ ლარამდე იყო. 2015 წელს ტენდერით დადებული ხელშეკრულებების რაოდენობა თანხობრივად, ჯამური მოცულობით წინა წელთან შედარებით 42%-ით არის გაზრდილი", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 
მისივე განმარტებით, შემცირდა არშემდგარი ტენდერების რაოდენობა და ის არის 10%, მაშინ, როცა 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 19%-ზე მეტი იყო. "გაიზარდა შესრულებული სამუშაოების ხარისხი. ასევე კომპანიები გრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას და ეს კონტროლი და მონიტრონგის ინსტრუმენტი, რომელიც შემოვიღეთ, უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. გარდა ამისა, გაუმჯობესებულია მდგომარეობა ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენის ნაწილში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური