ნარმანიამ გლდანში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 11:34

დავით ნარმანიამ გლდანის რაიონში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. მერმა გლდანის რაიონში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები რაიონის გამგებელ დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად დაათვალიერა.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ავჭალაში, წყალსადენის ქუჩაზე, 2 800 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო და 1200 მეტრი სიგრძის ბორდიურები მოეწყო. სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობამ 165 000 ლარი გამოყო. აღნიშნულ ობიექტზე, ყოფილი სასტუმრო ,,ბახტრიონის’’ შენობაში, შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაც იგეგმება. კორპუსში ამჟამად დევნილები ცხოვრობენ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობა, დაახლოებით, 47 000 ლარს გამოყოფს.
თბილისის მერიის განცხადებით, დავით ნარმანია ასევე მუხიანშიც იმყოფებოდა, სადაც დუმბაძისა და ნონეშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ობიექტზე 2 850 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და 1 050 მეტრ სიგრძეზე ბორდიურები მოეწყო. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის კი 144 395 ლარი დაიხარჯა.
როგორც მერიაში აცხადებენ, 2 920 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო, ასევე, მუხიანის მე-4 მ/რ-ის 26-ე, 27-ე, 28-ე, 38-ე და მე-40 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მთელს პერიმეტრზე 977 მეტრი სიგრძის ბორდიურებიც მოეწყო. პოექტის ღირებულებამ 193 672 ლარი შეადგინა.

საკრებულოსთან მიმდინარე აქციის წევრებმა დავით ნარმანიას შენობის მთავარ შესასვლელთან ნაჯახი დაუტოვეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 აგვისტო 2016 16:34

საკრებულოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. აქცია ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ნაციონალური მოძრაობისახალგაზრდული ფრთის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა  საკრებულოს მთავარ შესასვლელთან დავით ნარმანიას სიმბოლურად ნაჯახი დაუტოვეს, რასაც საპატრულო პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს პროტესტის დასრულების შემდეგ ტერიტორიიდან ნაჯახის აღება მოსთხოვა, თუმცა პატრიოტთა ლიგის და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს.ამ დროისთვის ტერიტორიაზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი რჩება. 

დავით ნარმანიას მსგავსი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2016 15:22
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გუშინ მერიაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, არსებობს თმენის ვალდებულება და შესაბამისად დავით ნარმანიას მსგავსი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ჟურნალისტი თუ უბრალოდ აქტივისტი, საჯარო მოხელეებმა მსგავსი სიტყვებისგან თავი უნდა შეიკავონ. მერიაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ასევე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მისი თქმით, მერის მხრიდან ასეთი განცხადება არასწორია და რაც შეეხება მისი გადადგომის მოთხოვნას, ეს ემოციური გადაწყვეტილებაა.

დავით ნარმანიას ბოდიში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2016 15:19
თბილისის მერი დავით ნარმანია გუშინ მერიაში მომხდარ ფაქტზე საუბრობს და საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით ბოდიშს უხდის. მისი თქმით, მას უდნა შეენარჩუნებინა სიმშვიდე და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. “მინდა გამოვეხმაურო მერიაში არასამთავრობოებთან გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს.ბოლო ერთი კვირაა მერიის თანამშრომლების და ჩემს მიმართ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ. გუშინ იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა, კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა, ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა. მე, როგორც თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო” - ნათქვამია განცხადებაში.

"თბილისი თავისი რელიეფიდან გამომდინარე, ხასიათდება ინტენსიური წვიმებით და მასთან დაკავშირებული ნიაღვრით,"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2016 14:47

დედაქალაქის მერი ოპოზიცის ბრალდებებს პასუხობს. დავით ნარმანია იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლიც საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და თბილისში სანიაღვრე სიტემის მოუწესრიგებლობას ეხება. მერი სტიქიის დროს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობაზე საუბრობს.„თბილისი თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან და რელიეფიდან გამომდინარე, ყოველთვის ხასიათდება ინტენსიური წვიმებით და მასთან დაკავშირებული ნიაღვრით, თუმცა ეს საშიში არ არის. შესაძლოა, ზოგიერთი სანიაღვრე სისტემა გაიჭედოს, ამისთვის არსებობს შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, რომლებმაც ძალიან ოპერატიულად იმოქმედეს ბოლო წვიმის შემთხვევაშიც. გაწმინდეს ის სანიაღვრე სისტემები, რომლებიც ფოთლების და სხვა ჩანატანის გამო იყო გაბიდნული, ასე რომ პრობლემა არსებითად არ არის, რაც შეეხება ოპოზიციას, მე მათ ვეტყოდი, რომ მათი მმართველობის დროს ძალიან ბევრი თანხაა გაფლანგული, ზუსტადაც, რომ სანიაღვრე სისტემებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საპროტესტო აქცია საკრებულოსთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 17 მაისი 2016 14:38

დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა დავით ნარმანის სიტყვით გამოსვლა და შეწყვეტილია სხდომა, პარალელურად კი საკრებულოს შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები არიან პარტიზანი მებაღეები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი დავით ნარმანიას საკრებულოს სხდომაზე შესვლისას ხმაურით და შეძახილებით შეხვდნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

ნარმანია საკრებულოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 10 მაისი 2016 14:18

17 მაისს დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლის საკითხს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ეხმაურება.როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერი თავიდან აცხადებდა, რომ ის გამონაკლისს არ დაუშვებდა და საკრებულოში ტრადიციულ დროს - დეკემბერში მივიდოდა, თუმცა გუშინ გამართული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ის 17 მაისს დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.„ვფიქრობ, ბატონი დავითის ნათქვამი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, რადგან ის ძალიან ხშირად მოდის საკრებულოში და ჩვენ ყოველთვის გვაქვს ძალიან აქტიური კონსულტაციები ქალაქისთვის საჭირბოროტო პრობლემებზე," - აცხადებს გიორგი ალიბეგაშვილი.ოპოზიციის მოთხოვნის შემდეგ, გადაწყვეტილება - დაებარებინათ საკრებულოში ქალაქის მერი, ქართული ოცნების წევრებმაც მიიღეს.ოპოზიციის ძირითადი კითხვები თბილისის ბოტანიკურ ბაღს უკავშირდება. სხდომას შესაძლოა დაესწრონ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებსაც სწორედ ანალოგიურ თემაზე აქვთ შეკითხვები. 

ნარმანია საკრებულოში 17 მასს მივა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 მაისი 2016 10:14

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, თბილისის მერი დავით ნარმანია  საკრებულოში  17 მაისს უმრავლესობის მოწვევით მივა და არა ოპოზიციის მოთხოვნით.

"უმრავლესობამ ძალიან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად გადაწყვიტა, რომ 17 მაისს შეხვდება მერს,“ - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ნარმანია საკრებულოში მისვლას დეკემბრამდე არ აპირებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 მაისი 2016 17:42

დავით ნარმანია საკრებულოში მისვლას დეკემბრამდე არ აპირებს. მერის განცხადებით, ის მხოლოდ კანონით დადგენილ დროს გეგმავს ბიუჯეტის წარსადგენად მისვლას. მერთან შეხვედრას საკრებულოს უმცირესობა ბოტანიკური ბაღის გასხვისებული მიწის ნაკვეთის საკითხთან დაკავშირებით ითხოვს. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ის საკრებულოში მერის მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა თვლის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნარმანია ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.

"როგორც ეკონომისტი, პრობლემას ვერ ვხედავ"- ნარმანია ბოტანიკურ ბაღსა და 29 ჰექტარზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 05 მაისი 2016 15:24

"როგორც ეკონომისტი, რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ" აცხადებს მერი ნარმანია ბოტანიკურ ბაღთან და 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით. ნარმანია ამბობს, რომ გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს ეკონომიკური და ტურისტული თვალსაზრისით აღნიშნული ტერიტორიების კიდევ უფრო განვითარებას.

"აღნიშნული ქმედებების შედეგად თბილისის ბოტანიკურმა ბაღმა ნახა დამატებითი სარგებელი, რადგან გაცილებით უკეთესი ტერიტორია მიიღო, ვიდრე მის საკუთრებაში იყო. ეს ძალიან მარტივად გაკეთდა წითელი ხაზების კორექტირების ინსტრუმენტის გამოყენებით, კანონმდებლობის სრული დაცვით. ასევე ინვესტორს მიეცა შესაძლებლობა განახორციელოს პროექტი, რომლითაც პირველ რიგში სარგებელს დედაქალაქი ნახავს. გაჩნდება დამატებითი ახალი ობიექტი, დამატებითი ადგილი ტურისტებისთვის და ეს ტერიტორია რეკრეაციული თვალსაზრისითაც განვითარდება, რადგან გამწვანების კომპონენტსაც ითვალისწინებს", - განაცხადა ნარმანიამ. რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიებზე განხორციელებულ არამიზნობრივ ხარჯებს, რომელსაც ოპოზიცია მერიას ედავება, ნარმანიას თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით, საერთო ჯამში, სარგებელი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე გახარჯული თანხები. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური