აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 11:38

შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. როგორც უწყებიდან "ნიუპოსტს" აცნობეს, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 81 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. 
"შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ვ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ვ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას, 81 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,634542 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)"- აცხადებენ შს სამნისტროში.

სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ფაქტი გამოავლინეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 10:01

33 წლის მამაკაცი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დაკავებული წარსულში ნასამართლევია.  

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 201 აბი ე.წ. ექსტაზი ამოიღეს, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინის 1 აბი და აბის ნატეხები.  

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

შსს-მ 131 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 11:05

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული აკაკი ც. განსაკუთრებით  დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ბინის  ჩხრეკისას, 131 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით  დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

სარფის საბაჟოზე აზერბაიჯანის მოქალაქეს 112 აბი ლირიკა აღმოუჩინეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 17:15

„სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთიდან აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ნ. შემოვიდა, რომლის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად მებაჟე-ოფიცრებმა არადეკლარირებული მედიკამენტი -112 აბი ლირიკა (LYRICA 25მგ) აღმოაჩინეს.

 საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შსს საპატრულო პოლიციისხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოსგადაეცა.

რა შემთხვევაში შეეძლება პატრულს პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანა - შსს-მ რეგულაციები შეცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 13:49

პატრულს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება პირის გადაყვანა ნარკოტესტირებაზე, თუკი მას უფიქსირდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ან რაიმე სხვა ტიპის დანაშაული.

ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ავრცელებს.

სწორედ იგი მოითხოვდა ნარკოტესტირების წესის შეცვლას. დეპუტატი შსს-ს მისი მოთხოვნის გათვალისწინების გამო მადლობას უხდის.

"ქუჩის ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით ნამდვილად მქონდა შენიშვნა, რადგან სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტესტირებაზე გადაყვანილი პირების 70%-ს არ უფიქსირდებოდათ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი. ეს, ერთი მხრივ, მოქალაქის უფლებების შელახვა და შეურაცხმყოფელი იყო, ხოლო მეორე მხრივ, ბიუჯეტიდან მეტი ფინანსები გადიოდა. ამიტომ, ვთხოვე შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეემუშავებინათ კონკრეტული კრიტერიუმები და რეგულაციები, თუ რა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი პირის გადაყვანა ნარკოტესტირებაზე. 2015 წლის 30 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ეს წესები შეიცვალა.

მსურს მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის გამო, რომ მათ გაითვალისწინეს შენიშვნა და დადგინდა, პოლიციას, პატრულს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება პირის გადაყვანა ნარკოტესტირებაზე, თუკი მას უფიქსირდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ან რაიმე სხვა ტიპის დანაშაული", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-მ და ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინეს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 13:10

2014 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული, ერთობლივი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, კუსტარული ნარკოტიკების - ე.წ. „კრაკადილის“, „ვინტის“ და „ჯეფის“ მოხმარება დაახლოებით 99%-ით შემცირდა. 2014 წელს შს სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონის ძალაში შესვლის შედეგად კი ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება დაახლოებით 90%-ით არის შემცირებული.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2013 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ერთ-ერთ ავტორიზებულ აფთიაქში საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს. ჩატარებული ღონისძიებისას პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის შეძენა ფორმა N2 რეცეპტის გარეშე მოხდა. გამოვლენილი ფაქტის საფუძველზე, აღნიშნულ დაწესებულებაში ფარმაცევტული საქმიანობის შემოწმება დაიწყო.

2015 წლის 29 სექტემბრის მონაცემებით, ფარმაცევტული დაწესებულებების შემოწმების შედეგად, სამართალდარღვევის 281 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან - 82 მათგანი პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას უკავშირდება, 76 სამართალდარღვევის ფაქტი კი თბილისში მდებარე დაწესებულებებში გამოვლინდა; ავტორიზებული აფთიაქის მიერ ნებართვის გარეშე უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 3 ფაქტზე საქმისწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანისთანავე დაიწყება.

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 29 აგვისტო 2015 11:29

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სომხეთის მოქალაქეები, 1976 წელს დაბადებული გარნიკ კ. და 1966 წელს დაბადებული ჰაიკ ჰ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა გარნიკ კ-ს პირადი ჩხრეკისას 0,007788 გრ ბუპრენორფინი, ხოლო ჰაიკ ჰ-ს პირადი ჩხრეკისას 0,05 გრ მეთადონი ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმებით ორივე დაკავებულს მეთადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური