პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019 13:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ა.ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს

კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა ნარკოტიკით - ნაჯა ორაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 ივნისი 2018 20:22

კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი მფლობელის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, ნარკოტ ფენტანილს ახალგაზრდა შეეწირა.

"ამასობაში კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას. გუშინ ახალგაზრდა ადამიანი იგივე სიმპტომებით ძილში შეეწირა მომწამლავ ნივთიერებას, სავარაუდოდ ფენტანილს. ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?“ - წერს ორაშვილი სოციალურ ქსელში.

აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 08 დეკემბერი 2017 17:38

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული რ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 40 აბი და ჰეროინის შემცველი, 9 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"პოლიციის დადებულია ეგ ნარკოტიკი" - რას ჰყვება ფონიჭალაში დაკავებულების ძმა სპეცოპერაციის დეტალებზე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 23:50

ქვემო ფონიჭალაში, ცურტაველის ქუჩაზე დაკავებული ძმების ოჯახის წევრები ნარკოდანაშაულს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ სახლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ ინახებოდა.

როგორც დაკავებულების ძმამ სამრატ ჯაფაროვმა განაცხადა, მათ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალება თავად სამართალდამცველებმა ჩადეს. მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმმა ოჯახის წევრები სახლიდან გაყარა, მოგვიანებით კი უთხრეს, რომ სახლში ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს.

ჯაფაროვის თქმით, თავდაპირველად მისი ძმები პოლიციის განყოფილებაში გამოიძახეს და როდესაც მათ სახლში სპეცრაზმი მივიდა, ძმები ისევ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. დაკავებულების ოჯახის წევრები შს სამინისტროსგან დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, ოჯახი ითხოვს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას.

ოჯახი ასევე არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ფაქტი მეზობელთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს. როგორც დაკავებულის ძმამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, გვერდით მცხოვრები მეზობელი მათ სახლის დანგრევას სთხოვდა. დაკავებულების ძმა არ გამორიცხავს, რომ მეზობელი, რომელთანაც კონფლიქტი აქვთ, სამართალდამცველებთან იყოს კავშირში.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 აგვისტო 2017 12:12

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტრამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მ.მ. ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 360 აბი და 79 ნატეხი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 11:26

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ა., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, კასპის რაიონის სოფელ საქადაგიანოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 0,1442 გრამ ჰეროინს შეიცავს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკისას კი ამოღებულია 0,0107 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მ.ა.-მ 0,1568 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი 500 ლარად გაყიდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).

ნარკოდანაშაულისთვის საგურამოში ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 19 მაისი 2017 10:36

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ჯ.მ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ჯ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, ჰეროინის შემცველი, კუსტარულად დამზადებული 0,2588 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 12 მაისი 2017 13:53

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1966 წელს დაბადებული ნ.ჰ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 12,595 გრ ჰეროინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით, ნ.ჰ.-ს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 12:32

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 1 კილო და 100 გრამი ჰეროინი, 821 აბი „სუბუტექსი“, 2562 აბი კოდეინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 17 კილო და 636 გრამი კანაფი, 25 კილო და 600 გრამი მარიხუანა, 14 გრამი მეტადონი, 92 აბი და 22 ამპულა „მორფინი“, 3014 კაფსულა პრეგაბალინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 108 აბი „მდმა“, 1 კილო და 500 გრამი კოკაინი, ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.

სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.

ნარკოტიკების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 09:36
შსს-ს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. კონკრეტულად, 0,47122 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 57 აბი, 0,276942 გრამი მეტადონის შემცველი 7 აბი და 56,3 გრამი ფხვიერი მასა, რომელიც 6,619844 გრამ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
გვერდი 1/ 6-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური