ქუჩის ნარკოტესტირების წესის შეცვლასთან დაკავშირებით-დიმიტრი ხუნდაძის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 13:20

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ქუჩის ნარკოტესტირების წესის შეცვლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას უხდის.
ხუნდაძე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუჩის ნარკოტესტირების საკითხის გადახედვის თხოვნით ცოტა ხნის წინ თავად მიმართა.
"ქუჩის ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით ნამდვილად მქონდა შენიშვნა, რადგან სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტესტირებაზე გადაყვანილი პირების 70%-ს არ უფიქსირდებოდათ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი. ეს, ერთი მხრივ, მოქალაქის უფლებების შელახვა და შეურაცხმყოფელი იყო, ხოლო მეორე მხრივ, ბიუჯეტიდან მეტი ფინანსები გადიოდა. ამიტომ, ვთხოვე შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეემუშავებინათ კონკრეტული კრიტერიუმები და რეგულაციები, თუ რა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი პირის გადაყვანა ნარკოტესტირებაზე. 2015 წლის 30 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ეს წესები შეიცვალა.
მსურს მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის გამო, რომ მათ გაითვალისწინეს შენიშვნა და დადგინდა, პოლიციას, პატრულს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება პირის გადაყვანა ნარკოტესტირებაზე, თუკი მას უფიქსირდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ან რაიმე სხვა ტიპის დანაშაული", - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძემ.

 

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და 4 კილოზე მეტი მარიხუანა ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 12 სექტემბერი 2015 19:55

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული დავით ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის გადაზიდვა ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისი-ლესელიძე-სენაკის საავტომობილო მაგისტრალის 24-ე კილომეტრზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს სკუტერი, რომელსაც დავით ზ. მართავდა. მისი პირადი ჩხრეკისას, სპორტული ზურგჩანთიდან პოლიეთილენის სამ პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ნედლი მარიხუანაა. სკუტერის საბარგულის ჩხრეკისას კი ამოიღეს გერმანული წარმოების, „ვალტერის“ სისტემის „P 22“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი, 18 საბრძოლო ვაზნა, „ეკოლ სპეციალ 99“-ის მოდელის აირის პისტოლეტი, რომელიც არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და პოლიეთილენის ორ პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. სულ ამოღებულია 4 კილო და 425,95 გრამი ნედლი მარიხუანა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამოღებული „ვალტერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 2013 წლის დასაწყისში წყნეთში, ერთ-ერთი მოქალაქის ბინაში მომხდარი ქურდობის დროს არის წაღებული და შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეოთხე განყოფილების მიერ 2013 წლიდან იძებნებოდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გადაზიდვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

დაკავებულია თუ არა "მამულიჩა"?

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 18 ივლისი 2015 18:29

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული კახი მ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ.
კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).
გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დაკავებული პირი მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილია (მამულიჩა), . თუმცა ლელა წურწუმიას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მისი მეუღლე კახა მამულაშვილი გერმანიაში იმყოფება.

 

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური