შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 28 ივლისი 2020 15:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ვ.პ., 1994 წელს დაბადებული ა.მ., 2001 წელს დაბადებული ა.ი., 1998 წელს დაბადებული ლ.ა., 1973 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებული ე.მ., 1982 წელს დაბადებული ე.ფ., 1989 წელს დაბადებული დ.მ. და 1993 წელს დაბადებული რ.ა.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები სისტემატურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 94 შეკვრა „ჰეროინი“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი", 16 000 ლარამდე თანხა და მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს.

გიორგი გახარია - შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 14 მაისი 2018 14:07

ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემა, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 
„იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლმა და მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს. ესაა ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ბევრ ერთობლივი ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებას მივაღწიოთ, მაგრამ ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ესაა პირველი შეთანხმება და ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, - განაცხადა გახარიამ. 

შსს-ს ინფორმაციით, "ბასიანსა" და "გალერიში" 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 12 მაისი 2018 03:51

შსს-ს ინფორმაციით, "ბასიანსა" და "გალერიში" 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. "შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 10:10

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ა.მ. და 1985 წელს დაბადებული ი.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 8 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შედეგად აღებული თანხის ნაწილი. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ნარკოტიკს სისტემატურად ყიდდნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილით).

შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 21 ნოემბერი 2016 11:12

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.მ. რუსთავში დააკავეს.

გამოძიებამ დადგინდა, რომ ი.მ. სისტემატურად ყიდდა ნარკოტიკულ საშუალებას. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური