დაკავებები "ჯემ ფესტზე" გრძელდება - ნარკოდანაშაულისთვის 22 წლის ბიჭი დააკავეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 13:53

სოფელ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 22 წლის ბიჭი დააკავეს.

“შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ბ.კ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი 2 ფირფიტა 28 დანაყოფით, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ბ.კ.-ს მარიხუანის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და „მდმა“-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)”- აღნისნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში უკრაინის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 06 მარტი 2017 09:59
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული პ.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 152 შეკვრად დაფასოებული კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და 0,05314 გრამი ამფეტამინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, პ.ა.-ს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით).

აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 10:03

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ი.პ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული რ.ბ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ი.პ.-ს პირადი ჩხრეკისას, 20 აბი ,,სუბოქსინი“, 17 აბი „მეტადონი“ და ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. რ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და აბი ,,სუბოქსინი“ ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მღვდელს საპატრიარქომ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 ნოემბერი 2016 23:53

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ მამა გიორგი მეგრელიშვილს მღვდელმოქმედება შეუჩერდა. პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ მართველი მღვდელმთავრის ბრძანება საგამოძიებო მოქმედებების დამთავრებამდეა ძალაში.

მამა გიორგი მეგრელიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დააკავა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წაუყენეს.

წყარო: newpost.ge

ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 10:14

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.ს. და 1995 წელს დაბადებული ა.კ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 24,8018 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 10 აბი ,,ენ-დე-მა“ ამოიღეს. ასევე, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 2,3903 გრამი ახალი ფსიქოტროპული ნივთიერება.

გამოძიება ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით).

აშშ პოზიტიურად აფასებს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 04 მარტი 2016 15:11

ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს ნარკოდანაშაულთან ეფექტიანად ბრძოლის მიმართულებით. ანგარიშში ხაზგასმულია ის ღონისძიებები, რომლებიც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში განხორციელდა. კერძოდ, 2015 წლის 4 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც დასახელებულ საბჭოს ხელმძღვანელობს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრთან (EMCDDA). აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოზიტიურად და მნიშვნელოვნად აფასებს აღნიშნული მემორანდუმის გაფორმებას. მემორანდუმი ემსახურება ნარკოვითარების მონიტორინგის გაძლიერებას, რის საფუძველზეც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედდება ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. ანგარიში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საქართველოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების საკითხს. განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული არასრულწლოვნებზე პოზიტიური საჯარო მესიჯების მეშვეობით ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშეწყობაზე.

აშშ მხარს უჭერს საქართველოს, გააგრძელოს სამართალდამცავთა მხრიდან ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაზე ეფექტური რეაგირება და მოახდინოს ორიენტირება ქვეყანაში ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების ლიდერების წინააღმდეგ გამოძიებებსა და სისხლისსამართლებრივ დევნაზე. აშშ, ასევე,  მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერა ნარკოდანაშაულთან ეფექტიანად ბრძოლაში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2014 წელს ამოღებულ იქნა რეკორდული რაოდენობის 2,8 ტონა თხევადი ჰეროინი, ხოლო 2015 წლის პირველ ათ თვეში უკანონო ნარკოტიკების ამოღების მნიშვნელოვანი ოპერაციის შედეგად − 37 კილოგრამი კოკაინი და 60 კილოგრამი ამფეტამინი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მიღწეული შედეგები სამართალდამცავი ორგანოების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების, კინოლოგიური სამსახურის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების დამსახურებაა.
 

ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 10:05

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ალირეზა მ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 158,79 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, კანაფის ფისს შეიცავს, ასევე ამოღებულია 204 აბი ე.წ. „ბიო“, რომელიც მდმა-ს შეიცავს და 50,03 გრ ფსიქოტროპული საშუალება, რომელიც კეტამინს შეიცავს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ნარკოტიკები ბრალდებულმა თურქეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ნარკოლოგიური შემოწმებით ალირეზა მ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლით).

 

 

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში სომხეთის მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 09:58

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული ბენიამინ ა. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც ბრალდებული დროებით ცხოვრობდა, 1,3492 გრ ჰეროინი და 0,0507 გრ ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

შსს-მ და ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინეს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 13:10

2014 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული, ერთობლივი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, კუსტარული ნარკოტიკების - ე.წ. „კრაკადილის“, „ვინტის“ და „ჯეფის“ მოხმარება დაახლოებით 99%-ით შემცირდა. 2014 წელს შს სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონის ძალაში შესვლის შედეგად კი ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება დაახლოებით 90%-ით არის შემცირებული.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2013 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ერთ-ერთ ავტორიზებულ აფთიაქში საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს. ჩატარებული ღონისძიებისას პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის შეძენა ფორმა N2 რეცეპტის გარეშე მოხდა. გამოვლენილი ფაქტის საფუძველზე, აღნიშნულ დაწესებულებაში ფარმაცევტული საქმიანობის შემოწმება დაიწყო.

2015 წლის 29 სექტემბრის მონაცემებით, ფარმაცევტული დაწესებულებების შემოწმების შედეგად, სამართალდარღვევის 281 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან - 82 მათგანი პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას უკავშირდება, 76 სამართალდარღვევის ფაქტი კი თბილისში მდებარე დაწესებულებებში გამოვლინდა; ავტორიზებული აფთიაქის მიერ ნებართვის გარეშე უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 3 ფაქტზე საქმისწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანისთანავე დაიწყება.

კახი მამულაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 12:40

ნარკოდანაშაულში ბრალდებულის, კახი მამულაშვილის („მამულიჩას“) სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული.

კახი მამულაშვილის ადვოკატის გიორგი ბეგიაშვილის განცხადებით, ბრალდებული თბილისში არ იმყოფება და პროცესზე ვერ გამოცხადდება, რის გამოც, ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ, პროცესი გადაიდება.

მამულაშვილი 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გაათავისუფლეს.

ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა სასამართლოში 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი ახლობლები და მეგობრები მე-12 დარბაზთან პროცესის დაწყებას თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ.

ცოტა ხანში, პროკურორი მოსამართლის თანაშემწესთან მივიდა, რის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან თანაშემწე გავიდა და განმარტება არ გაუკეთებია, როდის დაიწყებოდა პროცესი.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კახი მამულაშვილი მეორე სართულზე, მე-18 დარბაზიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მედიის არც ერთ წარმომადგენელს მის პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა.

მამულაშვილის გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც „მამულიჩამ“ სასამართლოს შენობა დატოვა.

კახი მამულაშვილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 18 ივლისს დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტიც დაუდგინდა.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური