„როგორც ჩანს მეგობრების ნაწილი გავანაწყენე, როცა დავწერე რომ მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის მჯერა“-ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
კვირა, 17 ივლისი 2016 00:22

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ფეისბუკის იმ მეგობრებს უკავშირდება, რომლელთაც წყენად მიიღეს ტელეწამყვანის დაფიქსირებული აზრი მაგდა პაპიძესთან დაკავშირებით.„როგორც ჩანს მეგობრების ნაწილი გავანაწყენე, როცა დავწერე რომ მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის მჯერა და უნდა ავხსნა რაღაც.

იმიტომ არ მჯერა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს ჭეშმარიტებას. სულაც არა მეგობრებო. პროკურატურის მტკიცებულებებია სამკარისი და მაგდას აბსურდული ჩვენებები საეჭვო.

გოგო წინა დღეს ყიდულობს უროს. ამ უროზე კი მისი ანაბეჭდების არსებობას შემდეგნაირად ხსნის. ჩვენებაში წერს, რომ მისი ოჯახის წევრები რომ ნახა, აღსანიშნავია რომ მისივე თქმით ამ ოჯახის წევრებს მთელი საღამო ელოდა, გარეთ გაიყვანა, შუქზე რომ ენახა რა ჭირდათ და თან ნაგავაში გააყოლა ურო, რომელიც კედელზე იყო მიყუდებული. ანუ, ნახულობ შვილი მკვდარია თუ ცოცხალი და თან ადამიანს გაქვს იმის თავი ურო გადააგდო?

ამ ზღაპრის რატომ გჯერათ? და რა აკვიატებაა ეს?! ამოვიჩემეთ რომ მაგდა ვერ ჩაიდენდა ამ დანაშაულს. ვინ არის მკვლელი მაშინ?! ველოდები თქვენს ვერსიას. ვინ მოკლა მისი ქმარ-შვილი და ქმრის სისხლი როგორ აღმოჩნდა ოთახში სადაც მაგდას ეძინა!

„უდანაშაულო გოგოს როგორ იმეტებთ“, აი ამას რომ მომწერთ, გაიხსენეთ უდანაშაულო ბავშვი, რომელსაც არსებობის უფლება ღმერთმა მისცა და ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ასევე ჰქონდა უფლება ეცოცხლა. შორს წამიყვანს ეს პოსტი და ამიტომ კითხვას დავუბრუნდები, მიპასუხეთ, ვინ მოკლა ბავშვი და მამა. ველი პასუხს“-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნანუკა ჟორჟოლიანი - „პირველად მივხვდი რომ შვილს სიმწრისგან ვერ ვიცავ''

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ხუთშაბათი, 14 ივლისი 2016 15:08

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომლიც მისი ქალიშვილის, მარიამ გეგუჩაძის მეგობრებს ეძღვნება, განსაკუთრებით კი, ერთ-ერთ მათგანს, სანდროს. მიზეზი კი ის საზარელი ამბავია, რაც მის თავს დატრიალდა.

„მარიამი მისი მეგობრებით არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან! ვიცნობ თუ არა, მნიშვნელობა არ ააქვს. როგორც კი მესმის რომ მისი მეგობარია, მაშინვე ვხდები სუბიექტური და ალბათ ამის მიზეზი , ჩემი შვილის სიყვარულია მათ მიმართ.

თითქმის ყველას ვიცნობ და ვემეგობრები. მიყვარს ყველა. მათი ისტორიებით, პრობლემებით, წარმატებებით. არავის უკვირს უკვე ჩვენი ურთიერთობები.

ასე მოვიდა ერთხელ და მომიყვა სანდროს შესახებ. მარწმუნებდა, რომ სანდროსნაირი ბიჭი ცოტაა ამ ქალაქში და მეც გაღიმებული ვუსმენდი. იმიტომ რომ მარიამი ასე ყვება ყველა მის მეგობარზე. მოახერხა და იმდენი ქნა შემაყვარა სანდრო, ბიჭი, რომლის გაცნობაც ვერ მოვასწარი. შემაყვარა იმიტომ, რომ მარიამს უყვარდა ძალიან.კარგი ბიჭი სანდრო.

გუშინ მის ისტერიკანარევ ტირილში მხოლოდ ის გავიგე რომ სანდრო გარდაიცვალა. კარგი ბიჭი სანდრო და პირველად მივხვდი რომ შვილს სიმწრისგან ვერ ვიცავ. მეგობარი რომ მოუკვდა ამ სიმწრისგან. და დედა! რომელსაც კარგი ბიჭი სანდრო აღარ ჰყავს! აქ უკვე სიტყვებს ვერ ვპოულობ რა უნდა დავწერო!

საშინელი ამბავი მოხდა! საშინელი. კარგი ბიჭი სანდრო გარდაიცვალა! დედას ძალიან კარგი შვილი მოუკვდა! უსამართლობაა ეს!“-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ხატია სიჭინავა ნანუკა ჟორჟოლიანს პაპიძის თემაზე პასუხობს – „კარგი რა ნანუკა…“

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 13 ივლისი 2016 16:59

„კარგი რა ნანუკა … ავად რომ ხდებიან ჩემი შვილები პირის დაბანა არ მახსენდება და ქალი პროცესზე თმაგაშლილი, ლაინერით, გვირილებით თმებში …

კბილებით იბრძვის გარეთ გამოსასვლელად … რისთვის? ვისთვის? მამაოს ყოველდღე ვნახულობო და ცხვირზე ააკრა გამომდიებელმა არც ერთხელ არ უნახავს !!! ამდენი ტკუილი.. ამდენი სპექტაკლი თავისუფლებისთვის, რომელსაც უკვე წესით ჩალის ფასი აქვს … “

ეს კომენტარი ხატია სიჭინავამ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსის ქვეშ დატოვა. ნანუკას პოსტი მაგდა პაპიძის თემას ეხებოდა. გთავაზობთ პოსტს.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

„როგორც ჩანს მეგობრების ნაწილი გავანაწყენე, როცა დავწერე რომ მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის მჯერა და უნდა ავხსნა რაღაც. იმიტომ არ მჯერა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს ჭეშმარიტებას. სულაც არა მეგობრებო. პროკურატურის მტკიცებულებებია სამკარისი და მაგდას აბსურდული ჩვენებები საეჭვო. გოგო წინა დღეს ყიდულობს უროს. ამ უროზე კი მისი ანაბეჭდების არსებობას შემდეგნაირად ხსნის. ჩვენებაში წერს, მისი ოჯახის წევრები რომ ნახა, მისივე თქმით ამ ოჯახის წევრებს მთელი საღამო ელოდა, გარეთ გაიყვანა, შუქზე რომ ენახა რა ჭირდათ და თან ნაგავაში გააყოლა ურო, რომელიც კედელზე იყო მიყუდებული. ანუ, ნახულობ შვილი მკვდარია თუ ცოცხალი და თან ადამიანს გაქვს იმის თავი ურო გადააგდო? ამ ზღაპრის რატომ გჯერათ? და რა აკვიატებაა ეს?! ამოვიჩემეთ რომ მაგდა ვერ ჩაიდენდა ამ დანაშაულს. ვინ არის მკვლელი მაშინ?! ველოდები თქვენს ვერსიას. ვინ მოკლა მისი ქმარ-შვილი და ქმრის სისხლი როგორ აღმოჩნდა ოთახში სადაც მაგდას ეძინა! “უდანაშაულო გოგოს როგორ იმეტებთ”, აი ამას რომ მომწერთ, გაიხსენეთ უდანაშაულო ბავშვი, რომელსაც არსებობის უფლება ღმერთმა მისცა და ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ასევე ჰქონდა უფლება ეცოცხლა. შორს წამიყვანს ეს პოსტი და ამიტომ კითხვას დავუბრუნდები, მიპასუხეთ, ვინ მოკლა ბავშვი და მამა. ველი პასუხს. “

რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი Maroon 5-ის კონცერტზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 12:20

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში Maroon 5 -ის კონცერტს ეხმაურება და მასთან დაკავშირებით პოსტს წერს:

“რობის ტრაკი ბევრად ჯობდა” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნანუკა ჟორჟოლიანი მიშო სულუხიას – ეს ქვეყანა ცოტაა შენთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 01:38

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ,,facebook” ზე სტატუს აქვეყნებს: მიშო სულუხია,  არ ვიყავი თბილისში და ლაივს ვერ ვუყურე, მაგრამ დედაჩემი ( შენი გულშემატკივარი) დამხვდა ისეთი გაბრაზებული. მისი ფავორიტი იყავი და შემოგითვალა, რომ ეს ქვეყანა ცოტაა შენთვისო. ასე ფიქრობს ბევრი. წარმატებები მიშო.

"ბატონო დავით, ფრთხილად იყავით სხვის შვილებთან!...არ გირჩევთ ჩვენს გაბრაზებას!"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 მარტი 2016 13:27

უმრავლესობის დეპუტატის განცხადებას, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქით" ეხმაურება და დავით ლორთქიფანიძეს მიმართავს. "ბატონო დავით, ფრთხილად იყავით სხვის შვილებთან! დამიჯერეთ ძალიან ბევრი დედა ეყოლება "ინგას შვილს" თქვენს წინააღმდეგ. მათ შორის ერთ-ერთი მე ვიქნები და მერე ნახეთ თქვენ როგორ "არ დავტოვებთ ასე"! თქვენს ნებისმიერ ნაბიჯს რაც მას დააზარალებს! არ გირჩევთ ჩვენს გაბრაზებას! ჩემსას განსაკუთრებით!",- წერს ჟორჟოლიანი

 

უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო ნანუკა ჟორჟოლიანზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 16:52
უკრაინელი მსახიობი, ქართველი ქალების გულთამპყრობელი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოშია. ქართველმა მაყურებელმა მსახიობი რუსული სერიალიდან „დამიბრუნე ჩემი სიყვარული“ გაიცნო. სტანისლავი მის ინსტაგრამზე ნანუკა ჟორჟოლიანთან გადაღებულ ფოტოს კომეტარით აქვეყნებს .

„საოცარი, წარმოუდგენელი და უბრალოდ სუპერ ქალი. ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში“ - წერს სტანისლავი ინსტაგრამზე.



 

 

"ენერგეტიკის მინისტრის კეტები"-ნანუკა ჟორჟოლიანი კახა კალაძის ფოტოს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 მარტი 2016 11:28

ნანუკა ჟორჟოლიანი კახი კალაძის ფოტოს აქვეყნებს და იქვე მის ჩაცმულობაზე კომენტარს აკეთებს: "ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კეტები", - წერს ფოტოზე, ტელე წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. 

ნანუკა ჟორჟოლიანი „იმედელების“ კოლეგიალურობასა და და ნოდარ მელაძეზე წერს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 17:31

ნანუკა ჟორჟოლიანი „იმედელების“ კოლეგიალურობასა და და ნოდარ მელაძეზე წერს .

"იმედმა ხმა აღარ ამოიღოს. აი იმ იმედმა, რომელიც გადაეყვეტილების მიმღებია და არ მითხრათ, თქვენ ეს გიკვირთო?!

დიახ მეგობრებო! გვიკვირს! ვის არ მიუღია დავალება? ვის, ვინ არ უპრავებია! ვის არ უმუშავია სახელისუფლებო არხზე, მაგრამ მეგობრობა, კოლეგიალურობა, ფეხქვეშ არ გაგვითელია! იმედში დარბეულ ჟურნალსტებთან გვირეკია! ( მაშინ ვაიბერი არ იყო და ღიაზე) და გვიკითხია რა შეგვეძლო მათთვის გაგვეკეთებინა! ეს იმიტომ შეგახსენეთ, რომ ხშირად გვეკითხებიან მაგ დღეზე და დანარჩენს არ მოვყვები.

ჩაჯმული ნოდარიკო კი არა, ისაა ვინც ამ ჩანაწერის გავრცელებაზე უარი ვერ თქვა.

ჩემი ერთი მეგობარი მეუბნებოდა. იცი რა ტიპის ანომალიაა ბიძინაო?! პირად ჩანაწერების მოსმენაზე გიჟდებაო. ენების მიტანაზეც მერე. მაგალითად ცოლს მიახვედრებს, რომ ქმარმა უღალატაო. მეგონა აზვიადებდა ჩემი მეგობარი და სულ უნამუსო ვეძახე.. ეჭვი მაქვს სწორს ამბობდა...

P.s. Nodar Meladze შენ ხარ პელე! ეს ისედაც იცი და აქაც დავწერ"  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის აუდიოჩანაწერი  დღეს უკრაინულმა საიტმაი გაავრცელა

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური