"დამხვდნენ ნუცა კომაში და მარიამი - როგორც ჭირისუფალი" - მაია ასათიანი პარიზში ჩასვლის მომენტს იხსენებს (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
პარასკევი, 26 მაისი 2017 11:29

"დამხვდნენ ნუცა კომაში და მარიამი - როგორც ჭირისუფალი" - მაია ასათიანი პარიზში ჩასვლის მომენტს იხსენებს.

ნანუკა ჟორჟოლიანის სკანდალური პოსტი დიეტაზე

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 13:15

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი უარყოფს ინფორმაციას, რომ მან წონაში გასახდომი მედიკამენტების დახმარებით დაიკლო. ჟორჟოლიანის განცხადების მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ბმული გახდა, რომელშიც ნანუკა ჟორჟოლიანის ე.წ „ინტერვიუ“ იყო გამოქვეყნებული, სადაც ის ჰყვებოდა, რომ გახდომა რუსული წარმოების მედიკამენტით შეძლო:

„წავშალე ლინკი. მირჩიეს და სწორია. მე უფრო ვაპიარებ მათ.

მოკლედ, მეგობრებო, მე არანაირი გასახდომი წამალი არ დამილევია. არასოდეს. მარკეტინგული ხრიკია ის რაც საიტებზე გავრცელდა. არ დაუჯეროთ არავის. და არ იყიდოთ გაურკვეველი "გასახდომი" წამლები.

ჯანსაღი და სწორი კვება, ძილი, ვარჯიში. თუ კონსულტანტი დაგჭირდებათ Eka Sokhadze-ს მიმართეთ.

არანაირი მედიკამენტი! იცოდეთ გატყუებენ“-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"ან გაგვთიშავენ ან შემოვლენ და გაგვიყვანენ, შესაძლოა ბოლოჯერ გვიყურებთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 21:08
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი განჩინების მიხედვით, 60 %-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში, ხოლო 40 %შპს პანორამას მიაკუთვნეს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი: „მე მინდა, რომ ჩვენს მაყურებელს გაუჩნდეს იმის განცდა რა მოხდება ხვალ ან ზეგ, შეიძლება ბოლოჯერ გვიყურებთ, ან ორი დღე კიდევ ვიყოთ, არ მგონია ეს კვირები გაგრძელდეს, შემდეგ ან გამოგვთიშავენ ან შემოვლენ და გაგვიყვანენ, ან გვთხოვენ, რომ გავიდეთ, ასე გაგრძელდება მოვლენები. ეს ტელევიზია წაგვართვეს, ჩვენი ეს ტელევიზია აღარ არის,ე ს ტელევიზია არის ქიბარ ხალვაშის, უთქვამს, რომ შევხვდები კოლექტივსო, ბატონო ქიბარ ჩვენ კოლექტივი არ ვართ, მაქსიმუმ შეგიძლიათ გვიწოდოთ ერთი გუნდის წევრები, რომლებიც წლებია ვაკეთებთ ამ არხზე რეიტინგს, ვქმნით ამ არხს და ამ არხს აღარ აქვს ისეთი დაბალი რეიტინგი, როგორიც თქვენი ხელმძღვანელობის სროს ჰქონდა, თქვენ როგორიც დაგვტოვეთ ისეთებიც აღარ ვართ, დღეს დიდია ეს ტელევიზია, სხვა ტელევიზია დატოვეთ და გაცილებთ უკეთესი წაიღეთ. მაყურებელს ვთხოვ, თუ გინდათ ვიყოთ, დაგვიცავით, ჩვენ არ დავნებდებით, მაგრამ თქვენი ჯერია, ძალიან სამართლიანად მაყურებლის ნაწილი ჩვენზე გაბრაზებულია, მაშინ ჩვენი ხელმძღვანელი ქიბარ ხალვაში იყო, ყველაზე მეტად როცა რაღაც არ მოგწონდათ, მაშინ ჩვენი უფროსი იყო ქიბარ ხალვაში, დამერწმუნდეთ, ხვალ ისევ მოგინდებათ, რომ ტელევიზია თქვენს გვერდით იყოს, რაღაცებზე ხელი არ მოგვიწერია, უავტორო სიუჟეტები მაინც არ მოგვიწერია ხელი“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანი.

,,წარმოიდგინეთ როგორი გოგო იყო ნუცა" - ნუცას სახელობის დაფინანსება პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 26 თებერვალი 2017 20:48

„კიდევ ერთი ამბავი“ - წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და მაია ასათიანის შვილის, ნუცას შესახებ შემდეგ პოსტს აქვეყნებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ისეთი სტუდენტები, როგორიც ნუცა იყო, (მაღალი ქულებით) უნივერსიტეტიდან მიიღებენ მისი სახელობის დაფინანსებას. ქართველი სტუდენტების გადაწყვეტილებით კი, ( რომლებიც იმ უნივერსიტეტში სწავლობენ) ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე.
ალბათ ყველამ წარმოიდგინეთ როგორი გოგო იყო ნუცა, როცა თაობები მისი სახელობის დაფინანსებით, განათლებას მიიღებენ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში.“

რჩევები ნანუკა ჟორჟოლიანისგან - ''თუ გინდათ, მამლის წელიწადში გამდიდრდეთ...''

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ხუთშაბათი, 29 დეკემბერი 2016 23:45

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე რჩევებს აქვეყნებს. მისი თქმით, თუ ამ რჩევებს შეასრულებთ, მომავალ 2017 წელს აუცილებლად გამდიდრდებით:

''თუ გინდათ, მამლის წელიწადში გამდიდრდეთ, ყოველ დღე, 10 წუთი აბაზანაში უნდა გაატაროთ. 

წყალი ცხელი უნდა იყოს და თავზე შამპუნი ორჯერ წაისვათ. 

თუ ამ ინსტრუქციას შეასრულებთ, წლის ბოლომდე ბარაქას ოჯახში აუცილებლად იგრძნობთ. 

ასევე, აუცილებელია ეს ამბავი გააგებინოთ ნაცნობებს, მეზობლებს, ახლობლებს. რაც უფრო ბევრს ეტყვით, მით უფრო მეტი იქნება შემოსავალი''.

ნანუკა ჟორჟოლიანი - ,,ხომ ვამბობდი ქართული ოცნება ყველა უბანს მოიგებსთქო"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 23:39

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს: ხომ ვამბობდი ქართული ოცნება ყველა უბანს მოიგებსთქო?:) პოპკრონი რომ ნაყიდი მქონდა ალბათ გახსოვთ:) ვულოცავ მმართველ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობას და ოპოზიციას ბოლომდე გაბანძებას , რისი საშუალებაც თავად მისცეს ოპონენტებს.

ნანუკა ჟორჟოლიანის ახალი სტილი

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2016 23:51

სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ ატვირთულ ფოტოს სათაურით - New style რამდენიმე წუთში უამრავი კომენტარი და მოწონება მოჰყვა. როგორც ფოტოზე ჩანს ცნობილ ტელეწამყვანს, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა, ახალი ვარცხნილობა აქვს. 

Irma Betlemishvili გენაცვალე... ნანუკას ყველაფერი უხდება, მაგრამ მე მაინც ყველაზე მეტად მის ადამიანობასა და სუფთა გულს ვაფასებ, რომელიც სითბოთია სავსე.Ia Beridzishvili თბილი, გემოვნებიანი, ულამაზესი, მოსიარულე პოზიტივი.
Tatia Xarebava ლამაზი და ძალიან საყვარელი.
ანა ლაშხელი ონიანი ყველა სტილს უხდები.
Natia Buzguna როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი ხარ.
Zaliko Berger ძალიან ლამაზი ნანუკა! ძალიან მომწონს.

ნანუკა ჟორჟოლიანის მარტივი ბედნიერების საიდუმლო

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 23:52

ნანუკა ჟორჟოლიანი ახალი სეზონის დაწყების მოლოდინში, ფეისბუკ მეგობრებს მარტივი ბედნიერების საიდუმლოსაც უმხელს. როგორც აღმოჩნდა ამისთვის ბევრი რამ სულაც არ არის საჭირო.„ჯანსაღი კვება + ფიზიკური აქტივობა = დილით ადრე გაღვიძებას, ბედნიერების შეგრძნებას, კარგ ძილს, ენერგიას, ბევრ დროს (8-ზე რომ იღვიძებ ყველაფერს ასწრებ), წონის კლებას.

 

ამიტომ ამყევით. ამოიღეთ ტკბილი, პური, სასმელი შეამცირეთ, წყალი პირიქით, 2,5 ლ-მდე აიყვანეთ. იარეთ იოგაზე, ან ირბინეთ და ეგაა მარტივი ბედნიერება“- წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.

ნანუკა ჟორჟოლიანის დასვენების ფოტომ მეგობრები გადარია - ''ვაუ, რა მაგარი ფეხები გაქვს''

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2016 11:16

ნანუკა ჟორჟოლიანი შვილებთან ერთად კახეთში ისვენებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის ფოტოს, ბევრი მოწონება აქვს. აშკარაა, ტელეწამყვანი გახდა და ეს მის სხეულზეც აისახა. 

''ვაუ, რა მაგარი ფეხები გაქვს და რა მაგარი გოგო ხარ''. წერენ ნანუკას მეგობრები. 

Rating

ნანუკა ჟორჟოლიანი - ,,ნეტავ სად მიდიან ადამიანები სიკვდილის შემდეგ''

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 14:07

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს - ,, ნეტავ სად მიდიან ადამიანები სიკვდილის შემდეგ. საკმარისია ვიღაცის გარდაცვალების ამბავი გავიგო და ისევ ეს კითხვა.... მერე ეს აკვიატებული კითხვა მაშინებს ვეშვები და ისევ თავიდან....

ბოლო პერიოდში იმდენი წავიდა იქ, სადღაც რომ თითქმის ყოველ დღე მაწუხებს აკვიატებული კითხვა. სანდრომ გამიმძაფრა, მერე ის ულამაზესი წყვილი, შემდეგ გოგო! ისევ ცუდი ამბავი.

იქნებ სულაც არაა ცუდი ეს ამბები და იქ ჯობია, სადაც ისინი მიდიან! არ შეიძლება ამდენი უსამართლო ამბავი ხდებოდეს!! რაღაც, სადღაც გრძელდება! სხვანაირად წარმოუდგენელია!

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური