ლიბერთი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის (EYP) მხარდამჭერია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 20 მაისი 2019 15:38
24-27 მაისს ლიბერთის მხარდაჭერით ზუგდიდში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული შესარჩევი კონფერენცია გაიმართება. 100-ზე მეტი მონაწილე ახალგაზრდა, საგანგებოდ შერჩეულ აქტუალურ თემას დაამუშავებენ და საქართველოდან გენერალურ ასამბლეაზე  ერთობლივ რეზოლუციას წარადგენენ.
 
,,მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობა და ზოგადად საზოგადოებრივ პროცესებში მათი ინტეგრირება, ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ,  აღნიშნული კონფერენცია მონაწილეებს  საშუალებას მისცემს განავითარონ კარიერისთვის აუცილებელი უნარჩვევები, გაიღრმავონ ცოდნა და აქტიურად ჩაერთონ მოხალისეობრივ აქტივობებში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. ლიბერთი მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტში ჩაერთვება. ამ პროექტში ჩართულობით კი ჩვენ მხარს ვუჭერთ  თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში ევროპული ფასეულობების გაღრმავებას. ‘’ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.
 
„ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - ე.ა.პ “(European Youth Parliament - EYP) არის საერთაშორისო ორგანიზაციათა ქსელი, რომლის  მიზანს ახალგაზრდებში დამოუკიდებელი სოციალურ–პოლიტიკური აზროვნების დახვეწა, ევროპული ღირებულებების გავრცელება, კრიტიკული აზროვნებისა და დებატების უნარჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ორგანიზაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პატრონაჟით მოქმედებს და მის პროექტებში 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან ჩართულები. ორგანიზაციის წარმომადგენლობა  ევროკავშირსა და მის პარტნიორ 40 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საქმიანობს. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო (ე.ა.პ - საქართველო, EYP Georgia) ამ ქსელს ოფიციალურად 2008 წლიდან შეუერთდა.

მიკროავტობუსს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი მხარდამჭერები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 12:50

მიკროავტობუსს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი მხარდამჭერები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. სააკაშვილის მხარდამჭერებს ბლოკირებული აქვთ ქუჩა და ისინი აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

ადგილზე მობილიზებულია უკრაინის პოლიცია და სპეცრაზმის წარმომადგენლები. სამართალდამცველებსა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დღეს საკუთარ სახლში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმმა შენობიდან გამოიყვანა, თუმცა მისი მისი გადაყვანა შესაბამის უწყებაში ვერ ხერხდება. 

მის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა. 

"რუსთავი 2”-ის ეზოში პოლიტიკოსები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 01:39

”რუსთავი2”-ის ეზოში ტელეკომპანიის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. 
მათი თქმით ისინი არა მარტო ”რუსთავი2”-ის არამედ საქართველოს ევროპული მომავალის დასაცავადაც შეიკრიბნენ.

 როგორც ცნობილი გახდა, 5 ნოემბერს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას მოაწერა ხელი და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს დროებითი მმართველი დაუნიშნა.

სომხეთში რამდენიმე გამოკითხულმა,სომხეთის საქართველოსთან გაერთიანებას დაუჭირა მხარი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 11:50

GALLUP International Аssociation-მა სომხეთში გამოკითხვა ჩაატარა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 54,4% სომხეთისა და რუსეთის გაერთიანებას უჭერს მხარს. როგორც სომხური მედია იტყობინება, გამოკითხვა 10-21 სექტემბერს ჩატარდა და მასში სომხეთის 1 105-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 29,9% მიიჩნევს, რომ სომხეთი არც ერთ ქვეყანას არ უნდა შეუერთდეს, 11,1%-მა კი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.
როგორც სომხური გამოცემა "პანორამა" იტყობინება, ზოგიერთმა რესპონდენტმა სომხეთის საქართველოსთან, აშშ-სთან, ბელორუსთან, უკრაინასთან და თურქეთთან გაერთიანებას დაუჭირა მხარი.
ამასთანავე, რესპოდენტების 1,8%-მა სომხეთში არსებული ეკონომიკური სიტუაცია დადებითად შეაფასა, 39,1%-მა კი - უარყოფითად.

ანა ნაცვლიშვილი რუსთავი 2-ს სოლიდარობას უცხადებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 11:56

საქალაქო სასამართლოსთან, სადაც რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი იმყოფება. 

ანა ნაცვლიშვილი რუსთავი 2-ს სოლიდარობას უცხდებს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში კრიტიკული მედიასაშუალება არსებობდეს.

"ჩვენი მონიტორი არის დარბაზში, ჩვენ ყველა სხდომას დავაკვირდებით, იმიტომ, რომ წმინდა სამართლებრივადაც შევაფასოთ ეს დავა, თუმცა ეს ის შემთხვევაა როდესაც შეფასებას განსაზღვრავს, არამხოლოდ ის, რა ხდება სასამართლო დარბაზის შიგნით, არამედ  ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რა ხდება სასამართლო დარბაზის გარეთ," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილმა კომენტარი ნიკა გვარამიას განცხადებაზეც გააკეთა. მან ეკა მიშველაძის განცხადებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პროკურატურამ ეს საქმეები უსწრაფესად უნდა გამოიძიოს. 

"მე სრულიად შეშფოთებული ვარ იმ განცხადების შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ გააკეთა მისი პირადი ცხოვრების კონტროლის თაობაზე," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.  

საქალაქო სასამართლოში ქიბარ ხალვაშის მხარდამჭერებიც იმყოფებიან

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 10:57

საქალაქო სასამართლოში ქიბარ ხალვაშის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. მათ შორის არის ყოფილი პოლიტპატიმარი, მომღერალ სოფო ბედიას ქმარი მიშა მესხი. მისი თქმით, ის ქიბარ ხალვაშის მეგობარია და პროცესზე მის მხარდასაჭერად მივიდა.

„სააკაშვილის ხელისუფლებამ „რუსთავი 2“ წაართვა ქიბარ ხალვაშს. მას წინა რეჟიმის დროს არა მხოლოდ ეს ტელეკომპანია, არამედ ბევრი ბიზნესი წაართვეს. ეს ყველაფერი განხორციელდა იმიტომ, რომ ხალვაშმა სააკაშვილის რეჟიმთან არ ითანამშრომლა“, - განაცხადა მიშა მესხმა.

მიშა მესხი დარწმუნებულია, რომ „რუსთავი 2“-ის გაჩერება ხელისუფლების ინტერესში არ შედის.

„ხელისუფლება ამ პროცესებთან არაფერ შუაშია. სამი წელი ჰქონდა ამ ხელისუფლებას, რომ გაეჩერებინა ტელეკომპანია, მაგრამ ეს არ გააკეთა. აღსდგა სასამართლო, მის მიმართ ნდობა გაჩნდა. ამ ადამიანმა შეიტანა განცხადება ქონების დასაბრუნებლად. ის თავისას ითხოვს. აქ არაფერს შუაშია არც ივანიშვილი და არც ღარიბაშვილი“, - განაცხადა მესხმა.

"რუსთავი 2-ის" მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 04 ოქტომბერი 2015 15:16

რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ ბრალი ცოტა ხნის წინ წაუყენეს. ინფორმაცია ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ დაკავებულთა ადვოკატმა გაავრცელა.

ელისო დათუსანის განცხადებით, დაკავებული 3 პირიდან ორის მიმართ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კიდევ ერთ დაკავებულს მირიან დეისაძეს კი ხულიგნობასთან ერთად საგამოძიებო ორგანო ადამიანის ცემაშიც სდებს ბრალს. მასაც მისი თანამოაზრეების მსგავსად 7 წლამდე პატიმრობა და ცემისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ადვოკატ ელისო დათუსანის განცხადებით დაკავებულები არ აღიარებენ დანაშაულს და პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას აცხადებენ.

ქუთაისში წინასწარი დაკავების იზოლატორთან კი დაკავებულთა მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

თავისუფალი ზონის ხელმძღვანელი კობა ხაბაზი ამბობს, რომ სამივე აქციის მონაწილის დაკავების მოტივი პოლიტიკურია. 

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ გუშინ გამართულ რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. 

ლევან კობიაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 03 ოქტომბერი 2015 12:11

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ლევან კობიაშვილის მხარდამჭერი არიან შეკრებილები. ისინი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის რეზი არველაძის წინააღმდეგ მართავენ აქციას. აქციაზე საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც იმყოფებიან.

„ჩვენ კობიაშვილის მხარდამჭერები ვართ და აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ „კობის“ მხარი დავუჭიროთ. დელეგატებმა უნდა გაიგონ, რომ ხალხის არჩევანი კობიაშვილია,“ - განუცხადა აქციის ერთ-ერთა მონაწილემ „ნიუსდეის“ კორესპონდენტს.

აქციის მონაწილეებს პლაკატებიც აქვთ სხვადასხვა წარწერით: „კობი პრეზიდენტად“, „ეს ჩვენი ბრძოლაა“,  "კობი, დავიბრუნოთ ფეხბურთი", "არა არველაძეს".

აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია. ამ დროისთვის აქციაზე რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ქონია. 

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური