მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 03 ივლისი 2019 14:40

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით აგრძელებს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას.

პირველად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს - POLICE.GE დაემატა ინოვაციური სერვისი - ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია. ამიერიდან, მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას უკვე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ, ერთი პლატფორმის პრინციპით.
კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - police.ge, ე.წ. ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით - 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა.

ლიბერთის ახალი და შეღავათიანი პროდუქტი ტაქსის მძღოლებისთვის

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 02 ივლისი 2019 11:24

ლიბერთი ბანკი ტაქსის მძღოლებს სთავაზობს სპეციალურად მათთვის შექმნილ, შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამას. სპეციალური პირობებითისარგებლებენ ის მძღოლები, რომლებსაც A კატეგორიის ლიცენზიის მიღება სურთ, მაგრამ მათი ავტომობილის მდგომარეობა არ აკმაყოფილებსლიცენზიის მოთხოვნებს. ლიბერთის შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ იმ ტაქსის მძღოლებსაც, რომლებსაც ახალიავტომობილის შეძენა ან არსებულის განახლება სურთ.

მძღოლები, მობილური აპლიკაციით მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017 11:25

მობილური აპლიკაცია „SAGENSY”-ისა და მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით, მოქალაქეები მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.


შსს-ს მომსახურების სააგენტომ, მართვის მოწმობის ქულათა სისტემის შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, ახალი ტექნოლოგიური და სოციალური პროექტები დანერგა.

პრეზენტაცია ინოვაციური სერვისებისა და ახალი პროექტების შესახებ დამსწრე საზოგადოებას შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა წარუდგინა.

ახალი მობილური აპლიკაცია „SAGENSY”-ის მეშვეობით, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ. ამავე აპლიკაციის დახმარებით, მათ საშუალება ექნებათ, სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროში ისარგებლონ სააგენტოს სერვისებით, სხვადასხვა ცნობის ასაღებად შეავსონ განაცხადი, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდისთვის მოემზადონ, ასევე, მოიძიონ და დაჯავშნონ ავტომობილის მათთვის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი.

ინფორმაცია მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ მძღოლებს ასევე შეუძლიათ მიიღონ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის „SA.GOV.GE”-ს მეშვეობით. განახლებული ვებ-გვერდით უახლოეს მომავალში ყრუ და სმენადაქვეითებული პირებიც ისარგებლებენ. ინოვაციური სერვისი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე. დაგეგმილი სიახლის მიხედვით, ყრუ და სმენადაქვეითებული პირები, სახლიდან გაუსვლელად, ვიდეოზარის საშუალებით შეძლებენ, დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს ჟესტური ენის მცოდნე თანამშრომელს, რომელიც მათ სააგენტოს სერვისების შესახებ კონსულტაციას გაუწევს.

პრეზენტაციას შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, „სოლიდარობის ფონდის“ ბენეფიციარები, საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლებმა მომსახურების სააგენტოს ჟესტური ენის მცოდნე თანამშრომლებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს.

ღონისძიებაზე შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა „სოლიდარობის ფონდთან“ თანამშრომლობის ორი წლის ანგარიშიც წარადგინა. მომსახურების სააგენტოს პროექტის - „გავერთიანდეთ, სიკეთე გადამდებია“ - მეშვეობით, ფონდში 100000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გადაირიცხა. ნიკა გელაშვილს „სოლიდარობის ფონდმა“ მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

სამარშუტო ტაქსის მძღოლებმა გაფიცვა დაასრულეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 ივლისი 2016 17:05

სამარშუტო ტაქსის მძღოლებმა გაფიცვა დაასრულეს.

40 სამარშუტო ხაზის 600-მდე მძღოლი დილიდან სამუშაოდ არ გავიდა. მიზეზი ავტოპარკში ერთ-ერთ მძღოლსა და დაცვის თანამშრომელს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკურ დაპირისპირებას გახდა.

 მძღოლებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაც მოითხოვეს. სამშაბათს ისინი ამ მოთხოვნებს ხელმძღვანელებს გააცნობენ. 

მძღოლებმა აქცია შეწყვიტეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 11:14

ფოთში სატვირთო ავტომანქანების მძღოლების ერთკვირიანი გაფიცვა დასრულდა. საპროტესტო აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მათ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მძღოლების მოთხოვნები მოისმინეს და მათ პრობლემების ორი კვირის განმავლობაში განხილვას დაჰპირდნენ. მძღოლები ერთი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. ისინი უცხოელ მძღოლებთან არათანაბარ პირობებზე საუბრდნენ და აცხადებდნენ, რომ ხშირად ტვირთის გარეშეც რჩებოდნენ.

ფოთში გაფიცული ტრაილერების მძღოლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 17:45

ფოთში ტრაილერების მძღოლების აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.აქციის რამდენიმე მონაწილე  სამართალდამცავებმა დააკავეს.

უთანხმოების მიზეზი, ფოთის ვიცემერის შეთავაზებაზე აზრთა სხვადასხვაობა გახდა. მერიამ, აქციის მონაწილეებს, სამშაბათამდე აქციის დაშლა შესთავაზა და დახმარებას დაჰპირდა, თუმცა მძღოლების ნაწილს დაპირების არ სჯერა და აქციების შეწყვეტას არ აპირებს.

მათ უკვე მეოთხე დღეა გადაკეტილი აქვთ გადამზიდავ კომპანიებთან მისასვლელი გზა. ისინი განმარტავენ, რომ საერთაშორისო გადაზიდვებს აზერბაიჯანელი მძღოლები ახორციელებენ, ისინი კი სამუშაოს გარეშე რჩებიან.

აქციის მონაწილეები აზერბაიჯანელ მძღოლებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ.

ზუგდიდში მძღოლების აქცია გრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 12:58

ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა და საპროტესტო აქციები გრძლდება. 

დღეს ადგილობრივ მძღოლებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან შიდა გადაზიდვების მძღოლებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციაში პროფკავშირების წარმომომადგენლებიც ჩაერთვებიან და საგანგებო განცხადებას გაავრცელებენ. 

მძღოლები აცხადებენ, რომ სატრანსპორტო კომპანია "მეტრო პლუსის" შემოსვლი, უმუშევარი რჩება ათასობით ადამიანი. იმ შემთხვევაში, თუ თურქული ავტოსატრანსპორტო კომპანია მუშააობას განაგრძობს, მძღოლები  მასშტაბურ აქციას უკვე თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ. 

საპროტესტო გამოსვლებთან ერთად, ზუგდიდელი მძღოლები სამართლებრივადაც იბრძვიან. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური