საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა განახლდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 03 მაისი 2019 10:19

“ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა და გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ ნაწილებზე განხორციელდება შეუფერხებლად, არსებული პრაქტიკის გთვალისწინებით” - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას განაცხადა.
დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრს ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან.
მინისტრის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ უახლოეს დღეებში დასრულდება სადელიმიტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობის დაკომპლექტება და განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა.
“მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერის დავალებით ვიყავი და ვარ მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჩვენ, რა თქმა უნდა ვხელმძღვანელობთ ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველო და აზერბაიჯანი გახლავთ სტრატეგიული პარტნიორები, ბუნებრივია საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით ამ თემას, ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა, კომისიის შემადგენლობაში იყო განახლება საჭირო, რის შემდეგეგაც და უახლოეს პერიოდში კომისია განაახლებს საქმიანობას იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით.“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ რომ გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ ნაწილებზე განხორციელდება შეუფერხებლად და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად.
„გადაადგილება დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება არსებული პრაქტიკის შესაბამისად და მინდა ყველას ვთხოვო, რომ გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და დელიკატურობა, განსაკუთრებული გულისყურით მოვეკიდოთ ამ თემას. დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი პოზიტიურად გადაწყდება, ბუნებრივია ჩვენ ვთანმხდებით აზრებაიჯანულ მხარესთან, რომ ჩვენი ურთიერთობიდან, სტრატეგიული პარტნიორობიდან და მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ყველა ამ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული.“-აღნიშნა ზალკალიანმა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის აღნიშნულ თემაზე კომუნიკაციამიმდინარეობდა კონსტრუქციულ, პარტნიორულ რეჟიმში და როგორც ამ საკითხზე, ასევე სხვა თემებზე მიიღება ისეთი გადაწყვტილებები, რომელიც შეეფერება ორი ერის მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.

ნახევარ განაკვეთზე და ღამის საათებში მუშაობის წესები დამტკიცდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 17:19

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად,  დამტკიცდა ნახევარ განაკვეთზე და ღამის საათებში მუშაობის წესები. 

 "მოხელე ნახევარ განაკვეთზე მუშაობს: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რაც შესაბამისად დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნით; ბ) ბავშვის 1 წლის ასაკის მიღწევამდე; გ) მოხელე ქალის შემთხვევაში – მშობიარობამდე; დ) მოხელის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებამდე", - აღნიშნულია დადგენილებაში. 

ამასთან, დადგენილების თანახმად, ნახევარ განაკვეთზე მყოფ მოხელეს უნარჩუნდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები.

„მოხელე ღამის საათებში მომუშავედ ითვლება, თუ იგი ღამის საათებში მუშაობს 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. ღამის საათებში მოხელის სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 საათს. ღამის საათებში მომუშავე მოხელეს ეძლევა ერთსაათიანი შესვენება, რომელიც ითვლება სამუშაო დროში. მოხელე, რომელის მუშაობს ღამის საათებში, თავისუფლდება მორიგეობის მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ მორიგეობის მომდევნო დღე დასვენების ან უქმე დღეა, მოხელე სამსახურში გამოდის მომდევნო სამუშაო დღეს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაში ღამის საათებში მუშაობის დაწესების შესახებ უნდა იქნას განსაზღვრული ღამის საათებში მუშაობის განრიგი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესით დადგენილ ვადებს“, - ნათქვამია დადგენილებაში.

გარდა ამისა, მთავრობის დადგენილების თანახმად, ღამის საათებში სამუშაოდ მოხელე შესაძლებელია გადაყვანილ იქნას დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ან/და მოხელის განცხადების საფუძველზე. ამასთან, ღამის საათებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით. 

მოხელეს ღამის საათებში მუშაობისთვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატი, რომლის საერთო ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მუშაობის შედეგები შეაჯამა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 24 ივნისი 2016 14:39

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ხუთწლიანი მუშაობა შეაჯამა. მედიასთან შეხვედრისას სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ სააგენტოს მთავარ მიღწევად ქართული დროშის შავი სიიდან ამოღება დაასახელა, რასაც საზღვაო საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების დახვეწა და აუდიტორული შემოწმების წარმატებით გავლა მოჰყვა.

მედიასთან შეხვედრაზე ახალაძემ აღნიშნა, რომ მეზღვაურთა დიპლომების საერთაშორისო დონეზე აღიარებამ ქართველ მეზღვაურებს დასაქმების ახალი შანსი მისცა. გემებისთვის შემცირებული სარეგისტრაციო ტარიფები, წარმატებული საერთაშორისო აუდიტები (EMSA, IMSAS), მეზღვაურთა ელექტრონული სახელმწიფო რეესტრი, ზღვაზე ძებნა/გადარჩენის რეაგირების მზადყოფნა და საზღვაო სახელწიფოსთან გაფორმებული მემორანდუმები საზღვაო სააგენტოს წარმატებულ პროექტებში აღინუსხა.

აქვე აღინიშნა რომ საზღვაო სააგენტოსთვის  პრიორიტეტად რჩება  მეზღვაურთა განათლების ხარისხის და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.

სააგენტოს სამომავლო გეგმებში ქართული დროშით მცურავი გემების რაოდენობის გაზრდა და საერთაშორისო ნაოსნობაში მყოფი იახტების საქართველოში მოზიდვა დასახელდა.

შეხვედრის დასასრულს სააგენტოს დირექტორმა ჟურნალისტები საერთაშორისო საზღვაო გამოფენზე დაპატიჟა, რომელიც სექტემბერში, პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ბათუმში გაიმართება.

 

 

 

 

პარტიულ სიებთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება-მანანა კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 17:18

„კოალიციის შემადგენლობაში ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა გამორიცული არაფერია“, - ეს განცხადება მანანა კობახიძემ გააკეთა. 

რაც შეეხება პარტიულ სიებს, კობახიძის განცხადებით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. 

როგორც დეპუტატმა განაცხადა, სიებში შესაყვან კანდიდატურებთან მოლაპარაკებები დაწყებულია და სიების საბოლოო ვარიანტი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

ყვარელში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 16:55

საპროტესტო აქცია გაიმართა ყვარელში. მუშები, რომლებმაც სტიქიის დროს დაზიანებული სახურავები გადახურეს, რაიონის გამგეობასთან შეიკრიბნენ. ისინი კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. 

მათი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 თვის წინ დასრულდა, თუმცა, კომპანია "დაგი" ფინანსურ ვალდებულებას არ ასრულებს და ათასობით ლარი გასასტუმრებელი აქვს. 

ყვარლის გამგეობაში აცხადებენ, რომ შესრულებული სამუშაოების შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან და მუშებს თანხა ეტაპობრივად ჩაერიცხებათ. თავად კომპანიაში კი ირწმუნებიან, რომ დავალიანების გადახდას უახლოეს დროში შეძლებენ. 

კომპანია ენერგო-პრო საკუთარი აქტივების ნაწილის გასხვისებაზე მუშაობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 12:49

კომპანია ენერგო-პრო საკუთარი აქტივების ნაწილის გასხვისებაზე მუშაობს. განცხადება ამის შესახებ დღეს, ენერგეტიკის მინისტრისა და ენერგოკომპანიაების წარმომადგენლების შეხვედრაზე გაკეთდა. ენერგო-პროსწარმოამდგენლის განცხადებით სათაო ოფისში მოლაპარაკებები ამ საკითხზე გრძელდება.

შეხვედრაზე, სადაც ამ თემაზე განცხადებები გაკეთდა კახა კალაძემ კომპანიაების წარმომადგენლებისგან მოისმინა ანგარიში მიმდინარე სამუშაოებზე.

კალაძე ნარმანიას მუშაობას აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 15:01
ნარმანიამ მეტი უნდა გააკეთოს - ამის შესახებ განცხადებას ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, დედაქალაქის მერის მუშაობის შეფასებისას აკეთებს და ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, გზების მშენებლობა უფრო დროულად მოხდარიყო "დათოს ძალიან ბევრს მუშაობს, ბევრ საქმეს აკეთებს, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული საქმიანობით იყვნენ უკმაყოფილოები. ჩვენ ყველას გვინდა უკეთესობა, უკეთესი საქმიანობა. არიან ადამიანები, რომლებსაც კალაძის საქმიანობა არ მოსწონთ, ან ვიღაცას უფრო მეტი უნდოდა. ეს ნორმალური პროცესია. მეც მეტს ვითხოვ ნარმანიას მიმართ და მეტი უნდა გააკეთოს. ვიცი, რომ თავდაუზოგადავად მუშაობს ბატონი დავითი და მისი გუნდი. ალბათ კარგი იქნებოდა, თუ გზების მშენებლობა უფრო დროულად მოხდებოდა, და არ იქნებოდა ის, რომ ჯერ საფარის აღება ხდება და შემდეგ გარკვეული დროის შემდეგ დაგვიანებით სამუშაოების ჩატარება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური