ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების ახალი კონცეფცია შეიქმნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019 15:52

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ტურისტული განვითარების ხელშეწყობის ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში,პოლონეთის ქალაქ კოსტრჟინის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. „თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრების საფინალო ეტაპზე, ბაღდათის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ახალი კონცეფცია წარადგინეს. შეხვედრებში, საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, ბაღდათის და მეზობელი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

„თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამა“ ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში შეიქმნა და ის ევროკავშირის ქვეყნების მუნიციპალიტეტებიდან პროგრამის მოქმედი წევრი ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. „თანამშრომელთა გაცვლით პროგრამაში“ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი 6 ქვეყნიდან 50 მუნიციპალიტეტმა შეავსო განაცხადი, მათგან შეირჩა 9 მუნიციპალიტეტი, სადაც ჩატარდება თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამის პირველი ნაწილი 2019 წელს. მათ შორის, საქართველოდან ორი მუნიციპალიტეტი იქნა შერჩეული : ბაღდათი და ქუთაისი.

აღნიშნულ პროგრამაში ბაღდათი ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისთვის ჩაერთო. მუნიციპალიტეტი მიზნად ისახავდა, ევროპულ სტანდარტებს გასცნობოდა და  პრაქტიკული რჩევები მიეღო ყოველწლიური ფესტივალებისა და ადგილობრივი პროდუქტების ბაზრობის მოწყობაში - საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად.

მას შემდეგ, რაც ბაღდათი პროგრამის მონაწილეებს შორის დასახელდა,ქალაქ კოსტრჟინის მერიის წარმომადგენლბმა მოხალისეობრივად გამოთქვეს ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების სურვილი. აღნიშნული მისიის ფინანსურ მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტმა მიიღო. პროგრამის ფარგლებში ბაღდათს ეწვივნენ კოსტრჟინის მუნიციპალიტეტის მერი ანდრეი ლუდვიკ კუნტიდა კოსტრჟინისევროპული ინტეგრაციისა და სერთაშორისო კოოპერაციის ოფისის მენეჯერი, აგნიეჟკა ზურავსკა ტატალამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნიის, ადგილობივი მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები რეგიონიდან და ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები. მისასალმებელი  სიტყვების  შემდეგ, პოლონელმა სტუმრებმა კოლეგებს კოსტრჟინის საერთაშორისო ტურისტული განვითარების მაგალითი წარუდგინეს, საერთაშორისო სტანდარტები და გლობალურ ტურისტულ ბაზარზე მოხვედრის გამოწვევები გააცნეს. აქტიური განხილვა და რეკომენდაციები მოჰყვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ პრეზენტაციას, სადაც ახალი კონცეფცია წარმოადგინეს: „ჩამოდი ბაღდათში: ქალაქის ხელშეწყობის ახლებური გზები“.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ გოგსაძე “პროდუქტიული შეხვედრები გვქონდა და სტუმრებთან ერთად სხვადასხვა მიმართულება განვიხილეთ. პოლონელმა  ექსპერტებმა  რჩევები ფესტივალების  ორგანიზებასთან  დაკავშირებით  მოგვცეს  და იმედი  გვაქვს, რომ ევროპულ სტანდარტებსა და ფასეულობებს ნელ-ნელა ჩვენს რეგიონშიც დავნერგავთ. ღვინის არტ-ფესტივალი ჩვენს ქალაქში იგეგმება ოქტომბრის პირველი კვირის ბოლო სამი დღე  და იმედი გვაქვს, ახალი მიდგომებით  უამრავი  ვიზიტორი ჩამოვა“. 

„მოხარულნი ვართ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის შესაძლებლობა გვაქვს. კოსტრჟინში ჩვენ ყოველწლიურად სხვადასხვა ფესტივალს ვმასპინძლობთ, რომელთაც ნახევარ მილიონამდე ადამიანი სტუმრობს. 16-წლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ბაღდათის მუნიციპალიტეტს საუკეთესო ფესტივალის ორგანიზებაში კონსულტაცია გავუწიოთ. მოხიბლულები ვართ ბაღდათის ტურისტული პოტენციალით, რადგან მას აქვს ულამაზესი ბუნება, ჰყავს შრომისმოყვარე და სტუმართმოყვარე მოსახლეობა, რომლებიც მზად არიან აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის განვითარებაში“, - განაცხადა კოსტრჟინის მუნიციპალიტეტის მერმა ანდრეი კუნტმა.

“თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამით“, რომელიც „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს, ევროკავშირი პროგრამის წევრებს საშუალებას აძლევს საუკეთესო ევროპულ მაგალითებს გაეცნონ და მათთვის საინტერესო მიმართულებებზე რჩევები მოისმინონ. წელს პროექტში  საქართველოდან 9 მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა, 2-მა გაიმარჯვა და მათ შორისაა ბაღდათი. „თანამშრომელთა გაცვლითი პროგრამა“ ამ ინიციატივის ფარგლებშიწელს პირველად განხორციელდა. ვაპირებთ, კვლავ გამოვაცხადოთ კონკურსი, რათა სხვა მუნიციპალიტეტესაც მიეცეს მონაწილეობის და ევროპული გამოცდილების გაზიარების საშუალება“, - აღნიშნა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“  კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში, ზვიად არჩუაძემ.

თანამშრომელთა გაცვლით მისიას წელს საქართველო კიდევ ერთხელ, აგვისტოში, უკვე ქუთაისში უმასპინძლებს.

ინიციატივა  „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG)  ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც 2017 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ჩამოყალიბდა. ინიციატივის მისია ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში ხელის შეწყობაა. 2019 წლის ზაფხულის მონაცემებით, ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან  უკვე 300-ზე მეტი ადგილობრივი თვითმმართველობაა მობილიზებული. მათი ნახევარზე მეტი „უმცროსიდან“ „მოქმედ“ წევრად დაწინაურდა. მათ უკვეშეიმუშავესადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ინდივიდუალური გეგმებიდა მათი დანერგვაც დაიწყეს.პროექტის მოქმედი წევრების დასახმარებლად, პროექტმა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“„თანამშრმელთა გაცვლითი პროგრამა“ წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, ევროკავშირის ქვეყნებიდან მუნიციპალიტეტების თანამშრომლები მისიის ფარგლებში არჩეულ მოქმედ წევრებს სტუმრობენ და მათ საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

 

ბოლნისში პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019 13:30

13-14 ივნისს, ბოლნისში „ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად” პირველი საერთაშორისო ფორუმი იმართება.

როგორც ,,ნიუს დეის” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი ორგანიზებულია ერთობლივად ბოლნისის მუნიციპალიტეტის   ევროკავშირის   ინიციატივის   „მერები   ეკონომიკური   ზრდისთვის“,გაეროს განვითარების პროგრამისა და ღვინის ეროვნული სააგენოს მიერ. ღონისძიება ხორციელდება   „მერები   ეკონომიკური   ზრდისთვის“   საპილოტე   პროექტის   „ბოლნისში ბიზნეს   საქამიანობის   ეფექტური   პლატფორმის   ჩამოყალიბება“   ფარგლებში. ღონისძიების   მთავარი   მიზანია:  ადგილობრივი   ხელისუფლების   პოტენციალისა   დაროლის   განსაზღვრა,   აგრობიზნესისა   და   სოფლის   განვითარებაში,   აგრობიზნესის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ქსელების განვითარებაში საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენა,   აღმოსავლეთ   პარტნიორობის   რეგიონის   ქვეყნების   გამოცდილებისა   დაწარმატებების შესახებ გამოცდილების გაზიარება.

ფორუმის მეორე დღეს გაიმართება ვაზის დარგვის ცერემონიალი, ღვინის დეგუსტაცია, ადგილობრივი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი საოჯახო მარნებისადა მეწარმეების დაჯილდოება.

ღონისძიებას  დაესწრებიან  ცენტრალური  მთავრობის,  ადგილობრივი  ხელისუფლების ,ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი საქართველოდან, უკრაინიდან,  ბელარუსიდან,  მოლდოვადან,  სომხეთიდან  და  აზერბაიჯანიდან.  ასევე, საერთაშორისო  ორგანიზაციების,  ევროკავშირისა  და  „მერები  ეკონომიკურიზრდისთვის“ სამდივნოს წარმომადგენლები.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან  მაღალი დონის სტუმრები: ლევან დავითაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი; გოგი მეშველიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი; შოთა რეხვიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში; ილია ბეგიაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; პიტერ  კორსბი, „მერები  ეკონომიკური  ზრდისთვის“  პროექტის  ჯგუფის ხელმძღვანელი.

ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი ორგანიზებულია ერთობლივად ბოლნისის მუნიციპალიტეტის ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, გაეროს განვითარების პროგრამისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ. დაესწრებიან ასევე UNDP-ის წარმომადგენლებიც.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ოქტომბერი 2017 10:55

დღეს, 21 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა.

კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. დღეს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია.

„ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანში მათ  გადაეცემათ სამი სახის ბიულეტენი: ერთი - ცისფერი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად, მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად, მესამე - ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.     

აღსანიშნავია, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ, ქართულ-სომხურ და ასევე, სამენოვანი ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე ბიულეტენები ეთნიკური უმცირესობის ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია შესაბამის უბნებზე.

საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი ამომრჩევლები ისარგებლებენ გამადიდებელი ლინზით, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის განკუთვნილია ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ყრუ და სმენადაქვეითებული, ასევე, მხარდაჭერის მიმღები ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ სპეციალური პოსტერის მეშვეობით, ხოლო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულ 1153 საარჩევნო უბანზე განთავსებულია სპეციალური ხმის მიცემის კაბინები.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 4 820 ჟურნალისტი.

20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

„აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

სპიკერის განცხადებით, დღეს, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51 და ონლაინ ჩატი.

„მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“,- განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

მისივე თქმით, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მიაწოდებს მედიას ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. დღის განმავლობაში გაიმართება 6 საინფორმაციო ბრიფინგი.

21 ოქტომბერი უქმე დღეა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017 21:59

2017 წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)  ამომრჩევლებსა და საარჩევნო პროცესის მონაწილე მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კოდექსის (მუხლი 6) შესაბამისად, არჩევნების დღე - 21 ოქტომბერი არის უქმე დღე.

 

დამატებით შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე ათეულობით მეხანძრე-მაშველი, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ოპერატიულად მივიდა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ სირაძე ხელმძღვანელობდნენ.

ცეცხლის ქრობის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 100–ზე მეტი თანამშრომელი ახორციელებდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 170 თანამშრომელი ჩაერთო.

შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ხანძრის დროულად ლოკალიზებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელეს. ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ცალკეული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები“: როგორია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ამბიციები და შესაძლებლობები?

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 10:00

ამიერიდან, „შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების“ ინიციატივის შესახებ შეიტყო საქართველოს ერთერთი ყველაზე ძველი და ლამაზი ისტორიული რეგიონის - მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობამ. საქართველოს ეს კუთხე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხუთ სხვა რეგიონებთან და ქალაქებთან ერთად, შეირჩა ევროპის კავშირის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ პროექტში „ შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები“ მონაწილეობისთვის, რომელიც მიმართულია შემოქმედებითი პოტენციალის ასამაღლებლად.  

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ქალაქები ასახავენ ჩვენ ცხოვრებას, საქმეებსა და ქმედებებს. ამიტომ, მათი სილამაზის, მრავალფეროვნებისა და შესაძლებლობების შენარჩუნება, განვითარება და წარდგენა მსოფლიოს წინაშე - საკუთარი მიწა-წყლის სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის მომავალი თაობისთვის გადაცემის საუკეთესო გზაა. და თუ ეს მეთოდი ხელს უწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას, ეკონომიკურ ზრდასა და იმიჯის ამაღლებას მთელ მსოფლიოში, მაშინ ასეთი მეთოდი არა მხოლოდ ყურადღებას, არამედ აპრობაციასაც იმსახურებს.

პირველად, პროექტი „ შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები“ ჩაისახა ლონდონში გასული საუკუნის 90-იან წლებში, შემდგომ ეს მაგალითი აიტაცა მთელმა ევროპამ. მალე შემოქმედებითი ინდუსტრიების ყველა ქვე-სექტორი - საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა, კინო, ფოტოხელოვნება, დიზაინი, არქიტექტურა, რეკლამა, კომპიუტერული პროგრამირება, ლიტერატურა და გამომცემლობა, მედია მაუწყებლობა - გახდა არა მხოლოდ ხელოვნების და შემოქმედების ნიმუში, არამედ შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) და სამუშაო ადგილების შექმნაში. მაგალითად, 2014 წელს აღნიშნულმა სფეროს შეიტანა დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტში 84.1 მილიარდი ფუნტი სტერლინგი.    

საქართველოს „შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების“ მთავარი ექსპერტის, ზვიად მჭედლიშვილის, აზრით - მთავარია გავიგოთ, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია აღნიშნულ ინიციატივას და რაში მდგომარეობს მისი რეალური ფასეულობა. „ პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიების წვლილი შეადგენს საქართველოს მშპ-ს 4.5%-ს. მეორე, 29 მილიონი ადამიანი მთელი პლანეტის მასშტაბით დასაქმებულია კულტურის სფეროში. მესამე, რაც ძალზედ საინტერესოა, შემოქმედებითი ინდუსტრიები ვითარდება უფრო სწრაფად, ვიდრე წარმოებისა და მომსახურების სერვისები, ანუ მისი მზარდი კოეფიციენტი შედარებით მაღალია. და ბოლოს, ეს სეგმენტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ტურისტების მოზიდვაში“.

როგორ მუშაობს ეს?

ყველაფერი შედარებით შეიცნება, ამიტომ მცხეთა-მთიანეთის მხარის მიზნობრივ აუდიტორიას - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კულტურის ექსპერტებს, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს - აჩვენეს პროექტის „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები“ მუშაობა იდეალში. 

ერთერთ ნიმუშს წარმოადგენს აკვილეის მაგალითი - ძველ დროში ჩრდილოეთ იტალიის ერთერთი დიდი და ცნობილი ქალაქი, რომელიც დაარსდა რომაელების მიერ ჩვენს ერამდე 183-181 წლებში. დღევანდელი აკვილეა წარმოადგენს კომუნას, რომელშიც შედის 3 000 ადამიანზე ოდნავ მეტი. 1998 წლიდან აკვილეის არქეოლოგიური ზონა შუასაუკუნეების ბაზილიკით შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების რიცხვში. გახდა რა „შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების“ ინიციატივის მონაწილე, აკვილეამ მიიღო სახელმწიფო დაფინანსება და მიმართა თავისი ძალისხმევა არქიტექტურული კომპლექსების დიგიტალიზაციაზე, ძეგლების აუდიო ვიზუალიზაციაზე და პროგრამულ უზრუნველყოფაზე. პროექტის მსვლელობისას ქალაქში სპეციალურად დაარსდა არქეოლოგიური კინოფესტივალი, იმართებოდა ძველი რომის ისტორიული სცენების ყოველწლიური თეატრალიზებული წარმოდგენები, დაფუძნდა საგანმანათლებლო ცენტრი „აკვილეის ლაბორატორია“, რომელშიც ბავშვები იღებდნენ ცოდნას ამ მხარის მდიდარი ისტორიის შესახებ, შემუშავდა მობილური პროგრამები ისტორიული მარშრუტების სამგანზომილებიანი გამოსახულებით, რათა ტურისტებს ჰქონოდათ საშუალება შეედარებინათ წარსულისა და აწმყოს ეპოქები. შედეგად, ჩატარებულმა სამუშაომ მოიზიდა აკვილეაში ტურისტების დიდი ნაკადი და საგრძნობლად გაზარდა ქალაქის იმიჯი მსოფლიო რუკაზე.   

როგორია მცხეთა-მთიანეთის ამბიციები და შესაძლებლობები?

მცხეთა-მთიანეთი შედგება ხუთი მუნიციპალიტეტისაგან - დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგისა და ქალაქ მცხეთის. ვფიქრობ, ზედმეტია იმის ახსნა, თუ რამდენად მდიდარი, მრავალფეროვანი, საინტერესო და ძლიერია საქართველოს ეს რეგიონი. 

შეხვედრაზე, რომლის მიზანი იყო მიეწოდებინა დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაცია შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების შესახებ, შემოქმედებითი სექტორის განვითარების საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვლევების შესახებ, ასევე იმის შესახებ თუ რა მეთოდიკა გამოიყენება სამუშაო გეგმის შემუშავების დროს - პროექტის ავტორებმა სიამოვნებით მოუსმინეს პროექტის პოტენციურ მონაწილეებს - მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენლებს.

 „ჩვენი მხარე საოცარია. თუნდაც, ავიღოთ ყველის მომზადების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და ტექნოლოგია - დამბალ-ხაჭო, ან ცნობილი ფშავ-ხევსურული სიმღერებისა და ლექსების შეჯიბრი. თიანეთი - თბილისის გზაზე არის ნათლობის ადგილი, სადაც წმინდა ნინომ ფშავები მონათლა და დარჩა მთელი ღამით. გარდა ამისა, მიწისქვეშა მღვიმეები, რომლებიც ჯერ არ არის შესწავლილი არავის მიერ. ეს ხომ ნამდვილი სიმდიდრეა, საიდუმლოა, რომლის შესახებ უნდა მოვუყვეთ მსოფლიოს“, - თქვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ჩვენი ფშავი“ ხელმძღვანელმა, მარიამ ხუცურაულმა.     

მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორი, შალვა გივიშვილი, თვლის, რომ ტრადიციული სამზარეულო, კერამიკის უძველესი ხელობა, ფშავის, ხევსურეთისა და ხევის არქაული ტრადიციები, არამატერიალური კულტურის უამრავი ძეგლი - სვეტიცხოველი, ჯვარი, სამთავრო, ანანური და სხვები - წარმოადგენს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ძლიერ მა მიმზიდველ მხარეებს. „ჩვენ გაგვაჩნია უზარმაზარი პოტენციალი არქეოლოგიური ზონების კუთხით, რომლებშიც შეიძლება მოეწყოს საინტერესო არქეოლოგიური ტურები. გარდა ამისა, ჩვენი მხარე არ არის მთლიანად შესწავლილი - ჩვენ გვაქვს დაუსახლებელი ტერიტორიები, დაკარგული ქალაქები და მხარეები, რომლის შესახებ მეცნიერთა წრეებშიც კი არ იციან. ყოველივე ეს შესწავლილი უნდა იქნას და შესწავლის პროცესი გახდეს თავისებური ტურისტული ატრაქციონი“, - აღნიშნა გივიშვილმა.   

უახლოეს მომავლში, მცხეთა-მთიანეთში, ისევე როგორც სხვა ქალაქებსა და რეგიონებში, რომლებიც შეირჩა ევროკავშირის „შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების“ ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად, მოხდება კულტურული და შემოქმედებითი რესურსების შესწავლა და შემუშავდება შემოქმედებითი სექტორის განვითარების გეგმები. რეგიონის განვითარების რეკომენდაციების მოწონების და დამტკიცების შემდგომ, იწყება ყველაზე მთავარი და საპასუხისმგებლო ეტაპი - განვითარების იდეის განხორციელება და საქართველოს ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მშვენიერი კუთხის წარდგენა მსოფლიოს წინაშე. 

საერთაშორისო კონფერენცია - "მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის საქართველოში’’

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 10:58

დღეს  თბილისში, სასტუმრო დიდუბე პლაზაში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ვორქშოპი ორგანიზებულია საერთაშორისო ასოციაცია ,,კივიტას გეორგიკას’’ მიერ  პროექტის "მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა სკოლამდელი  განათლების განვითარებისთვის საქართველოში’’ ფარგლებში. ვორქშოპის განმავლობაში მონაწილეებს - საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებს და გამგებლებს ექნებათ შესაძლებლობა, განიხილონ სამართლებრივი ცვლილებები, პოლონელ ექსპერტებთან ერთად ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის გამოწვევებზე, განსაზღვრონ სკოლამდელი განათლების სფეროში წარმატებული პოლიტიკების შემუშავების გზები.  ვორქშოპს საქართველოს  პარლამენტისა და მტავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 პროექტის მიზანია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა ადრეული ასაკის განათლების სფეროს განვითარების კუთხით შესაძლებლობების გაზრდაში.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაცია აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 15:33

თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს განაგრძობს. 27 იანვარს შეხვედრები გაიმართა ვაშინგტონის მუნიციპალიტეტის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტის უფროსთან კეი ანდერსონთან,   ამავე დეპარტამენტის სპეციალისტებთან, ასევე ვაშინგტონის დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორთან ერიკ შაუსთან და ამავე უწყების სხვადასხვა დარგების სპეციალისტებთან. 

აღნიშნულ შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელზეც  ყურადღება ისეთ თემებზე გამახვილდა, როგორიცაა: ქალაქის კეთილმოწყობა, მწვანე სივრცეების დაგეგმარება და აშ.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახალი შენობების მშენებლობის რეგულაციებზე და ქალაქის სწორი დაგეგმარების, ასევე განვითარების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის თაობაზეც იმსჯელეს.

ვაშინგტონის მუნიციპალიტეტის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტის უფროსთან კეი ანდერსონთან გამართული  შეხვედრის დროს მხარეებმა ისეთი მნიშველოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში არსებული პარკების მოვლა - პატრონობა და მართვა, მუნიციპალური სარეკრეაციო ზონების განვითარება და მათი ფუნქციონირება, ასევე კერძო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების მოჭრა და განაშენიანება. 

ამავე დღეს შეხვედრა ვაშინგტონის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორთან, სეტ მილარ გაბრიელთან და ამავე უწყების საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელთან ჯონათან ბრადისთან გაიმართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა  სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის რეგულაციებზე, მათ შორის მცირე მეწარმეების წახალისებასა და უმუშევრობის შემცირების საკითხებზე ისაუბრეს. 

 ყურადღება გამახვილდა დედაქალაქის ეკონომიკური ზრდის, ინვესტორების მოზიდვის, საბაზრო - ეკონომიკური ლიბერალიზაციის მხარდაჭერის საკითხებზეც.  

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. მათ შორის,  მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოში ამერიკელი ექსპერტების ვიზიტი დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც, მოწვეული სტუმრები ქართულ მხარეს ქალაქის ეკონომიკური განვითარების სფეროში კონსულტაციებს გაუწევენ.  

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში ექვსი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. დღეიდან კი შეხვედრები ატლანტასა და ნიუ-იორკში შედგება.

თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაცია აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 იანვარი 2016 13:22

თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს განაგრძობს. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, 27 იანვარს შეხვედრები გაიმართა ვაშინგტონის მუნიციპალიტეტის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტის უფროსთან კეი ანდერსონთან, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტებთან, ასევე ვაშინგტონის დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორთან ერიკ შაუსთან და ამავე უწყების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან.
შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელზეც ყურადღება ისეთ თემებზე გამახვილდა, როგორიცაა: ქალაქის კეთილმოწყობა, მწვანე სივრცეების დაგეგმარება და აშ.
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახალი შენობების მშენებლობის რეგულაციებზე და ქალაქის სწორი დაგეგმარების, ასევე განვითარების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის თაობაზეც იმსჯელეს.
ვაშინგტონის მუნიციპალიტეტის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტის უფროსთან კეი ანდერსონთან გამართული შეხვედრის დროს მხარეებმა ისეთი მნიშველოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში არსებული პარკების მოვლა – პატრონობა და მართვა, მუნიციპალური სარეკრეაციო ზონების განვითარება და მათი ფუნქციონირება, ასევე კერძო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების მოჭრა და განაშენიანება.
ამავე დღეს შეხვედრა ვაშინგტონის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორთან, სეტ მილარ გაბრიელთან და ამავე უწყების საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელთან ჯონათან ბრადისთან გაიმართა.
შეხვედრაზე სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის რეგულაციებზე, მათ შორის მცირე მეწარმეების წახალისებასა და უმუშევრობის შემცირების საკითხებზე ისაუბრეს.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დედაქალაქის ეკონომიკური ზრდის, ინვესტორების მოზიდვის, საბაზრო – ეკონომიკური ლიბერალიზაციის მხარდაჭერის საკითხებზეც. ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. მათ შორის, მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოში ამერიკელი ექსპერტების ვიზიტი დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც, მოწვეული სტუმრები ქართულ მხარეს ქალაქის ეკონომიკური განვითარების სფეროში კონსულტაციებს გაუწევენ.
დელეგაცია საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში ექვსი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. დღეიდან კი შეხვედრები ატლანტასა და ნიუ-იორკში შედგება.

ხონის მუნიციპალიტეტში 60 ტრაქტორი დაიკარგა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 15:34

ხონის მუნიციპალიტეტში 60 ერთეული ტრაქტორის დანაკლისისთვის, შესაძლოა, საგამოძიებო ორგანო დაინტერესდეს.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ საბჭოური წარმოების ტრაქტორების დანაკლისი მიმდინარე წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღმოაჩინეს.

ხონის გამგეობის ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის უფროსის, გელა ჩოგოვაძის ინფორმაციით, ინვენტარიზაცია მუნიციპალიტეტში 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.

"წლებია არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია იმის დასადგენად თუ რა ქონებას ფლობს მუნიციპალიტეტი. გამოვლინდა, რომ ბალანსზე არსებული 60 ერთეული ტრაქტორიდან ფიზიკურად არც ერთი არაა. ამ დროისთვის არის მხოლოდ 2 ტრაქტორი, რომელიც ამორტიზებულ მდგომარეობაშია," - აღნიშნავს გელა ჩოგოვაძე.

მისივე ინფორმაციით, ტრაქტორების დანაკლისის შესახებ მუნიციპალიტეტი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური