„წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ და „საუკეთესო მულტიმედია პროექტი“ - ლიბერთი ბანკი GITI 2019-ის გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 11 ივნისი 2019 10:04

კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე GITI 2019 ლიბერთი ბანკმა გამარჯვება ორ ნომინაციაში - „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ და „საუკეთესო მულტიმედია პროექტი“ მოიპოვა. საქართველოს ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ბიზნეს საბჭომ ნომინაციაში „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ გამარჯვებულად ბანკის ქოლ-ცენტრში დანერგილი ახალი პლატფორმა დაასახელა.

ინოვაციური პლატფორმა წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქოლ-ცენტრის მართვის პანელს, რომელიც Cisco-ს ბაზაზე ლიბერთისა და ორიენტ ლოჯიკის მიერ ერთობლივი მუშაობით შეიქმნა. პროდუქტი ქართულ ბაზარზე უპრეცედენტოა და ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით დისტანციურად, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, საბანკო სერვისების სწრაფად და კომფორტულად უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

,,ქოლ-ცენტრის მართვის ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა ლიბერთი ბანკის გუნდთან ერთად შევქმენით და მისი კონცეფციაც ბანკის ფუნდამენტურ ღირებულებებს იზიარებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ამ პროდუქტის ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზეც ვგეგმავთ, კერძოდ - შვედეთში, სადაც პროდუქტის მომავალ განვითარებაზე ადგილობრივი ორიენტ ლოჯიკის ფილიალი იზრუნებს"- განაცხადა ორიენტ ლოჯიკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ტუსკიამ.

„ქოლ-ცენტრის ახალი პლატფორმის დანერგვა დიდ ტექნოლოგიურ ნახტომს წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და გაზრდის ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილებას. თანამედროვე სერვისების დანერგვა და მათი მუდმივი განახლება ბანკის განვითარების ბანკის ახალი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია. დღეიდან, ქოლ-ცენტრის მიერ საბანკო მომსახურებების შეთავაზებით ჩვენს მომხმარებელს საშუალება აქვს სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად მიიღოს დეტალური ინფორმაცია საკუთარი სესხების, ანაბრების თუ ანგარიშების შესახებ“ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, თიკო გობეჯიშვილმა.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით GITI ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მე-11 რეგიონულ კონფერენციას მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

ფოტოკონკურსი „მრავალფეროვანი ჩინეთი“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019 10:52

ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის საელჩო საქართველოში და მულტიმედია ჯგუფი 4U წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსს თემაზე „მრავალფეროვანი ჩინეთი“.

"მრავალფეროვანი ჩინეთი" ეს არის საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა.

მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა პროფესიონალი ან მოყვარული ფოტოგრაფი, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ჩინეთში გადაღებული ფოტოები ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაღებული ნამუშევრები ჩინეთის შესახებ.

კონკურსი შედგება 5 კატეგორიისაგან და მას პროფესიონალი ფოტოგრაფები, ცნობადი პერსონები და ჩინეთის სახალწლო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ძი იანჩი შეაფასებენ. 

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან Huawei-ს ფირმის მობილური ტელეფონებით და აქსესუარებით. 

საუკეთესო ფოტოს ავტორს გადაეცემა მთავარი პრიზი - 2 ბილეთი ჩინეთში, ულამაზეს ქალაქ ხანჭოუში.

კონკურსის ვადები: 

პირველი ეტაპი: 25.01.2019 - 15.02.2019. ნამუშევრების მიღება.

მეორე ეტაპი: 15.02.2019 - 18.02.2019. ჟიურის წევრების მიერ საუკეთესო ნამუშევრების შერჩევა.

მესამე ეტაპი: 19.02.2019. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონიალი.

ფოტოკონკურსის დეტალურად გასაცნობათ, ეწვიეთ ვებგვერდს.

კონკურსი ორგანიზებულია „4U მულტიმედია ჯგუფის“ მიერ და ტარდება „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს“ ინიციატივით.

 

4U წარმოადგენს უნიკალურ მულტიმედია ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, „შოკოლადიდა ქმნის საინტერესო და აქტუალურ კონტენტს პლატფორმისთვის 4U.ge.

კომპანია SES-მა „RR MEDIA“-იისა და „SES PLATFORM SERVICES“-ის გაერთიანებაზე განაცხადა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 15:37

ორი კომპანიის გაერთიანება ხელს შეუწყობს და გააფართოვებს SES- ის არსებული ვიდეო შესაძლებლობების მიწოდებას მომხმარებლამდე

ლუქსემბურგი, 7 ივლისი, 2016 წ. – სატელიტურმა კომპანია SES S.A.-იმ (Euronext Paris and Luxembourg Stock Exchange: SESG) დღეს განაცხადა, რომ ორი კომპანიის - წამყვანი გლობალური ციფრული მედია სერვისების პროვაიდერი „RR Media“-ს (NASDAQ: RRM) და მისი შვილობილი კომპანიის, „SES Platform Service“-ის გაერთიანება წარმატებით განხორციელდა.

SES-მა კომპანია „RR Media“-ს თითოეული აქცია 13,291 აშშ დოლარად შეიძინა, ხოლო კომპანიის სრულმა ღირებულებამ 242,2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამ ეტაპზე გარიგება დასრულებულია და ყველა საჭირო ნებართვა მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მიღებულია.

ახალი გაერთიანებული კომპანია MX1-ის სახელით დაიწყებს ოპერირებას. იგი ხელს შეუწყობს და გააფართოვებს SES-ის ამჟამინდელ ვიდეო შესაძლებლობების მიწოდებას და მოახდენს ვიდეო სერვისების მონეტიზებას სხვადასხვა პლატფორმებისათვის. კომპანია MX1 გამოიყენებს ორივე კომპანიის გლობალურ ქსელებსა და Cloud ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ გააგრძელოს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი მედია საშუალებებისათვის ინოვაციური ციფრული ვიდეო და მულტიმედია გადაწყვეტილებების სრული კომპლექტის შეთავაზება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს SES-ის, როგორც ლიდერის პოზიციონირებას გლობალურ ვიდეო ბაზარზე.

MX1-ი ითანამშრომლებს წამყვან მედია ბიზნესებთან იმისათვის, რომ გარდაქმნას კონტენტი შესაბამისად და ხელმისაწვდომი გახადოს ის ფართო აუდიტორიისათვის მსოფლიო მასშტაბით, ამასთან, მისცეს მაყურებელს ისეთი ვიდეო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, როგორიცაა ოპტიმიზირებული კონტენტის მართვა და სადისტრიბუციო მომსახურებები.

MX1 მოახდენს 1000-ზე მეტი სატელევიზიო არხის ტრანსლაციას და მიწოდებას მომხმარებლამდე, 440 არხის playout სერვისის მართვასა და 120-ზე მეტი წამყვანი VOD (ვიდეო მოთხოვნით) პლატფორმისათვის სინდიკატური კონტენტის მიწოდებას. ამჟამად, მსოფლიოში ახალი კომპანიის 16 ოფისია წარმოდგენილი, რომელშიც ექვსი სახელმწიფო მედია ცენტრი ფუნქციონირებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანთან იყოს დაკავშირებული.

MX1-ის აღმასრულებელ დირექტორად ავი კოენი დაინიშნა, რომელიც ადრე კომპანია „RR MEDIA”-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო. გერმანიაში HD პლატფორმაზე პასუხისმგებელი SES-ის კიდევ ერთ შვილობილ კომპანია - HD PLUS-თან ერთად, MX1 გახდება “SES Media Solutions”-ის ნაწილი, რომელსაც ვილფრიდ ურნერი უხელმძღვანელებს.

“ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ახალი გაერთიანებული კომპანია MX1-ი გამოიყენებს ძირითად ბაზრებზე მიღებულ გამოცდილებას და მიღწეულ წარმატებას იმისათვის, რომ განავითაროს და გააფართოვოს შეთავაზებული პროდუქტების პორტფელი“ - აღნიშნავს ვილფრიდ ურნერი, „SES Media Solutions“-ის აღმასრულებელი დირექტორი.

SES-ის შესახებ
კომპანია SES-ი (Euronext Paris და Luxembourg Stock Exchange: SESG) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და კომერციულ და სამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ს გააჩნია გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობები, ხარისხიანი მომსახურება და წარმოადგენს საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES-ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები არიან მთელს მსოფლიოში და მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებლებთან, რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები. დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: www.ses.com

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური