​საქართველოს პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018 12:40

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 57 პირი.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების აქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 30 მსჯავრდებული.
ხოლო, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 27 პირს, მათ შორის 2 ქალია.
შეწყალების საკითხთა კომისიამ 22-24 ოქტომბრის პერიოდში  575 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. 
პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურ სამსახურს.

საქართველოს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018 13:06

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 111 პირი.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების აქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 42 მსჯავრდებული, მათ შორის, 3 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანი. ხოლო, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 69 პირს, მათ შორის 4 ქალბატონსა და 6 არასრულწლოვანს.
შეწყალების საკითხთა კომისიამ 19-23 სექტემბრის პერიოდში  866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. 
კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილა.
"გიორგი მამალაძის საქმე განიხილა შეწყალების საკითხთა კომისიამ. გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება. ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ ვინც ესწრება კომისიის სხდომას.
გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს შესაბამისად დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა”, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიას ივანე მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგანაც მას განცხადება შეწყალების თაობაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა, არ დაუწერია.

პრეზიდენტმა 64 მსჯავრდებული შეიწყალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018 16:25

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 64 პირი.

„დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 64 მსჯავრდებული, აქედან 3 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანია. შეწყალების კომისიამ, რომელიც 28-29 მარტს მუშაობდა, სულ 335 პირის საქმე განიხილა და პრეზიდენტს საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდა.

შეწყალებულთაგან 41 მსჯავრდებული, მათ შორის 1 ქალბატონი, დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას; დანარჩენ 23 მსჯავრდებულს კი, რომელთაგან 2 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანია, შეწყალების აქტით სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017 13:12

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, შეწყალების აქტის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს 123 პატიმარი, ხოლო 64 პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა. 

”რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა მსჯავრდებულთა შეწყალების მორიგი აქტი. დეკემბრის შეწყალების თანახმად, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ 187 მსჯავრდებულს შეეხო შეწყალება. ამ 187 მსჯავრდებულიდან 12 არის ქალი და 3 არის არასრულწლოვანი. დღევანდელი შეწყალების აქტის თანახმად, საპატიმრო დაწესებულებებს 123 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს. ამ 123 მსჯავრდებულიდან 8 არის ქალი და 1 არის არასრულწლოვანი. 64 მსჯავრდებულს, რომელთა შორის არიან როგორც ვადიანი, ისე უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები, საპატიმრო სასჯელი შეუმცირდათ სხვადასხვა ოდენობით. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო შეწყალების კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე. კომისიამ იმუშავა 14-24 დეკემბრის პერიოდში და სულ განიხილა 1182 მსჯავრდებულის საქმე”, - განაცხადა ქორიძემ. 

"კაბელების საქმეზე" მსჯავრდებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 16 მაისი 2016 11:06

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს. ე.წ. "კაბელების საქმეზე" ხუთივე ბრალდებულს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიესაჯა.  მათ  გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.  

ადვოკატები დღეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ზემო ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ინტერესებს ორი ახალი ადვოკატი დაიცავს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 12:17

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ინტერესებს ალეკო ელისაშვილის დახმარებით ორი ახალი ადვოკატი დაიცავს. ამის შესახებ  ამ საქმეში მსჯავრდებულის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. ნიკოლაძის თქმით 

 ანასტასია ზაუტაშვილს ალეკო ელისაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში გამართულ შეხვედრაზე დაპირდა, რომ მსჯავრდებულების განცხადების საფუძველზე დაწყებული საქმეების გამოძიებაში დაეხმარებოდა. 

"შეხვედრა შედგა საპატიმრო პირობებში. ამ შეხვედრაზე ბატონმა ელისაშვილმა როდესაც მოისმინა ქალბატონი ანასტასიასგან საქმეების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, გამოთქვა სურვილი დახმარებოდა ამ თუ იმ ფორმით, რომ მიღწეულიყო შედეგი. ეს დახმარება იმაში აისახა, რომ მისი ნდობით აღჭურვილი ადვოკატები ჩაერთვენენ ამ საქმეში და ერთობლივი კოორდინაციით გავაგრძელებთ მსჯავრდებულების ინტერესების დაცვას", - განაცხადა ნიკოლაძემ. 

მისივე თქმით, ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები  სხეულის თვითდაზიანებებით იმუქრებიან თუ მათი ცემა-წამებისა და სხვა მიმართულებებით დაწყებული გამოძიება ეფექტურად არ წარიმართება და დამნაშავეები არ დაისჯებიან. 


"აღძრულია 4 სისხლის სამართლის საქმე – პატიმართა ცემა-წამების, მოწმეთა ცემა-წამების, თანხების მითვისების და სხვა ფაქტებზე. დღემდე განვლილმა პერიოდმა ცხადყო, რომ არც ერთ საქმეზე პროკურატურა არ აპირებს არანაირი შედეგის დაყენებას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეფექტური საგამოძიებო მოქმედებებიც არ მიმდინარეობს. მე დამიკავშირდნენ მსჯავრდებულები და მითხრეს, რომ ისინი აპირებენ მიმართონ პროტესტის უკიდურეს ზომას – სხეულის დაზიანებას. თუ პროკურატურა აღნიშნულ პირებს არ ცნობს დაზარალებულებად, თუ პროკურატურა არ მოგვცემს საშუალებას გვქონდეს წვდომა საქმის მასალებზე, თუ პროკურატურა დამნაშავეებს არ მისცემს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მსჯავრდებულები აპირებენ მიმართონ პროტესტის ამ უკიდურეს ზომას", - განაცხადა ნიკოლაძემ. 

238 მსჯავრდებული თავისუფალია

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 11:23

პრეზიდენტმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 18 ქალი და 3 არასრულწლოვანია. მათი დიდი ნაწილი სასჯელს ნარკოდანაშაულის გამო იხდიდა. 

საპატიმროს დღესვე 172 მსჯავრდებული დატოვებს. 

შეწყალებული მსჯავრდებულები 1452 საქმიდან შეირჩა. 

პატრიარქმა რუსთაველის თეატრში განცხადება გააკეთა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 15:12

"პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები," - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ საქართველოს პატრიარქმა გააკეთა. 

ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს მიმართა და მოუწოდა, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. 

ეს განცხადება პატრიარქმა  რუსთაველის თეატრში გაახმაურა, სადაც მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით სპექტაკლი დაიდგა.

წარმოადგენას, პატრიარქის გარდა, პრემიერი, მინისტრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ატრიარქმა სპექტაკლში მონაწილე პირები და პრემიერ-მინისტრი დააჯილდოვა. თავად ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს და სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილს მადლობა გადაუხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილს პატრიარქის ინიციატივაზე განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, მინისტრები და უმრავლესობის წარმომადგენლები ამ ინიციატივას იწონებენ. 

რუსთაველის თეატრში მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით წარმოდგენა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 14:22

მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით, რუსთაველის თეატრში წარმოდგენა მიმდინარეობს. "ჩემი მძევალი ანგელოზები" - ასეთია სპექტაკლის სახელწოდება, რომელშიც, მსჯავრდებულებთან ერთად, პროფესიონალი მსახიობიც მონაწილეობს. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პენიტენციური დაწესებულების გარეთ იდგმება წარმოდგენა. ღონისძიებას უწმინდესი, პრემიერმინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მსჯავრდებულები ესწრებიან. 

C ჰეპატიტით დაავადებული მსჯავრდებულების მკურნალობა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 28 აგვისტო 2015 16:50

პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტით დაავადებული მსჯავრდებულების მკურნალობა ახალი პრეპარატით დაიწყო. პირველ ეტაპზე კურსში 5 პატიმარი ჩაერთო.

სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა, მსჯავრდებული ქალები მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური