საშიში ინტერნეტ-თამაშის სავარაუდო მსხვერპლი - "14 წლის ბავშვს ოჯახით ემუქრებოდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017 22:13

14 წლის ნიკა ბულაშვილის ოჯახი გამოძიების დასკვნას ელოდება. მოზარდის მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვის მეგობრებმა იციან ვისგან მიიღო მათ შვილმა სასიკვდილო დავალება, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

გარდაცვლილი მოზარდის მშობლები პატრიარქს სთხოვენ ნებართვას მართლმადიდებლური წესით წესის აგებაზე. 14 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით ორი თვის წინ დაასრულა. ბიჭი მე-14 სართულიდან დედის და დის თვალწინ გადახტა.

მშობლების აზრით, ნიკა ბულაშვილი საშიში ინტერნეტთამაშის კიდევ ერთი მსხვერპლია. მათ მოზარდის თვითმკვლელობის საეჭვო გარემოებებზე ინფორმაცია პატრიარქს უკვე მიაწოდეს, თუმცა კურთხევას ჯერ ისევ ელოდებიან.

14 წლის ნიკა ბულაშვილის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი მუქარის მსხვერპლი იყო. მშობლების ინფორმაციით ნიკას საშიში თამაშიდან გამოსვლა უნდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.

ბულაშვილები ვარაუდობენ, რომ საშიშ თამაშს ქართველი მფარველებიც ჰყავს და ისინი არასრულწლოვნების თვითმკვლელობით ფულს შოულობენ.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 00:02

აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, უკანასკნელ ხანს სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან  რეგულარულად შეიმჩნეოდა პროვოკაციული ქმედებები აზერბაიჯანის მოსახლეობის წინააღმდეგ. შედეგად იყო მსხვერპლი მოსახლეობას შორის.

მიუხედავად აზერბაიჯანული მხარის გაფრთხილებისა, აღნიშნული ქმედებები არ წყდებოდა, რის გამოც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მოსახლეობის დაცვის მიზნით, საპასუხო სამხედრო ქმედება განახორციელეს.

სამხედრო დაპირისპირების დროს სომხეთის მხრიდან დაიღუპა 120 სამხედრო მოსამსახურე და განადგურებულია 10-მდე სამხედრო ტექნიკა.

აზერბაიჯანის მხრიდან დაიღუპა 15 სამხედრო მოსამსახურე და განადგურდა რამოდენიმე ერთეული სამხედრო ტექნიკა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი დაპირისპირება 1988 წელს დაიწყო.შედეგად მთიანი ყარაბაღი და მის მახლობლად მდებარე 7 რაიონი სომხეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა. 1994 წელს მხარეებს შორის ზავი დაიდო, თუმცა ამ პერიოდში კონფლიქტის ზონაში სიმშვიდე მაინც არ იგრძნობოდა.

ავტოკატასროფა ისრაელში - დაღუპულია 6 ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 11:55

ისრაელში ავტობუსის სატვირთო ავტომობილთან შეჯახებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის მცირეწლოვნებიც არიან. დაშავებულია 10 ადამიანი. 

გავრცელებული ინფორმაციით, იერუსალიმიდან მომავალი ავტობუსი გზის პირას გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

სტამბოლის მთავარ სავაჭრო ქუჩაზე შენობა ჩამოინგრა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 16:58

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილები. ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაღუპულები. 
შემთხვევა ქალაქის მთავარ სავაჭრო ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე კაფეტერია იყო განთავსებული. თუმცა, უცნობია ნგრევის დროს იყვნენ თუ არა იქ ადამიანები. 
სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება. 

ტაივანში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი 94-მდე გაიზარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 16:00

ტაივანში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლითა რიცხვა 94-ს მიაღწია. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 30 დაკარგულს.

6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ტაივანში 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრას ნგრევაც მოჰყვა

გარდაცვლილთა უმრავლესობა 17 სართულიან საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, რომელიც მიწისძვრამ შაბათს მთლიანად დაანგრია.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო გამოძიება შენობის კონსტრუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სამაშველო სამუშაოები შენობის ნანგრევებში ამ დრომდე გრძელდება.

მექსიკის ციხეში დაპირისპირებას 52 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 11:52
მექსიკის ქალაქ მონტერეის ციხეში ნარკოკარტელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. შეტაკება ციხის გარეთ, პოლიციასა და პატიმრების ოჯახის წევრებს შორისაც მოხდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებილი მოქალაქეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ციხის ადმინისტრაციას აკისრებენ. ინციდენტი რომის პაპის მექსიკის ერთ–ერთ ციხეში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

საზარელი ავარია სამეგრელოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 იანვარი 2016 10:40

ავტოსაგზაო შემთხვევა სამეგრელოში. მომხდარი ავარიის დროს დაიღუპა 5 და დაშავდა 6 ადამიანი. დაშავებულებიდან 3-ის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი სხეულის მრავლობითი დაზიანებებით ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელსაც გვიან ღამემდე ოპერაცია უტარდებოდა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა ქუთაისში ერთიც კი თბილისში გადმოიყვანეს. ორივეს მდგომარეობა მძიმა.ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 11:29

უბედური შემთხვევა თბილისში - ბუნებრივი აირის გაჟონვას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევა ქუთაისის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილები მოგვიანებით მამამ იპოვა. წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა გაზის გამათბობლიდან გაჟონა. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ცხედრები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

პაკისტანის უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლი 20-მდე გაიზარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 12:21

20 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ქალაქ ჩარსადაში უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად.ინფორმაციას "ალ-ჯაზირა" ავრცელებს,წყაროს ცნობით დაშავებულთა რიცხვი 50-ს აღწევს. შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციით, "ბაჩა ხანის" უნივერსიტეტთან ამ დრომდე სროლის ხმა ისმის. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა 63 სტუდენტის ევაკუაცია უკვე შეძლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანის" პაკისტანურმა დაჯგუფებამ აიღო.

 

ინდონეზიაში აფეთქებების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 14:25

ინდონეზიაში აფეთქებების სერიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა, - ასეთია ბოლო მონაცემები. 

ერთ-ერთი ვერსიით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. 

აფეთქება ჯაკარტის ცენტრში, იმ უბანში მოხდა, სადაც დიპლომატიური მისიების შენობები, პრეზიდენტის სასახლე და რამდენიმე სასტუმროა განთავსებული. 

როგორც ცნობილი ხდება, აფეთქება თურქეთისა  და პაკისტანის საელჩოებთან ახლოს განხორციელდა. 

მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური