კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩინეთის მოსახლეობისთვის უფასო იქნება
კორონავირუსის /COVID-19/ საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩინეთის ყველა მაცხოვრებლისთვის უფასო იქნება, განაცხადა ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩინეთის ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ ცზენ ისინმა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ადგილობრივი წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ერთ-ერთმა ვაქცინამ პირობითი დადასტურება მიიღო ბაზარზე გასასვლელად.
ეს ინაქტივირებული ვაქცინა, რომელიც დამტკიცებულია ჩინეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის წამლის მართვის სააგენტოს მიერ, შეიქმნა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის /Beijing Biological Products Institute/ შვილობილი კომპანიის ჩინეთის ეროვნული ბიოტექ კორპორაციის /China National Biotec/ მიერ, რომელიც თავის მხრივ გაერთიანებულია სინოფარმის /Sinopharm/ შემადგენლობაში.
ზემოთ მოცემული ვაქცინის კლინიკური გამოკვლევების მესამე ფაზის შუალედური შედეგები მიუთითებს, რომ მისი ეფექტურობა კორონავირუსისგან დაცვაში არის 79,34 პროცენტი, რაც სრულად შეესაბამება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებს.