შალვა გოგოლაძე - „ვიმედოვნებთ, მსოფლიო რაგბი ჩვენთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს“

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2020 12:01

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მონაწილეობა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში - „8 ერი“, ისტორიული გადაწყვეტილება იქნება, რადგან საქართველოს პირველად მიეცემა შესაძლებლობა იასპარეზოს ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი მონაცემებით, რაგბის გულშემატკივრის და სპორტული საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შალვა გოგოლაძემ კომენტარი ასევე რაგბის ეროვნული ჩემპიონატის განახლებასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

შალვა გოგოლაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე: „ბოლო წლებში, „ფონდ ქართუსა“ და სახელმწიფოს მხრიდან ქართული რაგბის მიმართ განხორციელებულმა უპრეცედენტო მხარდაჭერამ და ჩვენი მორაგბეების წარმატებულმა თამაშმა, მოგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ დღეს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და სამინისტროს მხარდაჭერით, საშუალება გვაქვს განაცხადი გავაკეთოთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში - „8 ერში“ მონაწილეობაზე.

ვიმედოვნებთ, რომ როგორც „მსოფლიო რაგბი“, ასევე ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი მიიღებს საქართველოსთვის სასარგებლო და ისტორიულ გადაწყვეტილებას და პირველად მოგვეცემა საშუალება ვიასპარეზოთ ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე, რაც ქართული რაგბისთვის და ჩვენი გულშემატკივრისთვის უდიდესი მონაპოვარი იქნება.

როგორც ცნობილია, მსოფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსის პანდემიამ დიდი გავლენა იქონია სპორტული მიმართულებითაც. მარტის თვეში საქართველოში შეჩერდა ყველა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი, მათ შორის რაგბის ეროვნული ჩემპიონატი - დიდი ათის გათამაშებაც. მუდმივად მიმდინარეობდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლებოდა მიმდინარე ჩემპიონატის დასრულება და ახალი სეზონის დაწყება.

რაგბის კავშირის გამგეობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეჩერებულიყო 2019/2020 წლის ჩემპიონატი და ყველანაირი ძალისხმევა მიმართულიყო ახალი - 2020/2021 წლის სეზონის დაწყებაზე. სახელმწიფოს მხარდაჭერით, დღეისათვის აღდგენილია საწვრთნელი პროცესი და ყველა გუნდი გადასულია აქტიური შეკრებების და ვარჯიშების ფაზაში. გუნდები ემზადებიან იმისთვის, რომ მიმდინარე თვის ბოლოს განახლდეს რაგბის ეროვნული ჩემპიონატი.“ - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რაგბის კავშირის თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება „მსოფლიო რაგბისთან“ და „6 ერის“ საორგანიზაციო კომიტეტთან, საქართველოს ნაკრების პრესტიჟულ ტურნირზე ოფიციალურად დაშვების საკითხებთან დაკავშირებით.

ორგანიზატორთა ოფიციალური თანხმობის შემთხვევაში, 5 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „6 ერის“ ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, იტალია) და ფიჯისთან ერთად, პირველად იასპარეზებს ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.

ვასილ ლობჟანიძე მსოფლიო რაგბის "წლის აღმოჩენის" ნომინანტია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 18:03

მსოფლიო რაგბმა ახალი ჯილდო, ‘წლის აღმოჩენა’ დააწესა და 2015 წლის მსოფლიო თასის დებიუტანტ მორაგბეთაგან ნომინანტები დაასახელა. ნომინაციაში გამარჯვებული 1 ნოემბერს, თქვიქენჰემზე, მსოფლიო რაგბის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე გამოვლინდება.

წლევანდელ მსოფლიო თასზე ბევრმა ახალგაზრდა მორაგბემ გამოიჩინა თავი  და თითოეულ მატჩზე საკუთარი კვალი დატოვა. ამ პრესტიჟულ ნომინაციაზე სამი მორაგბეა წარდგენილი - შოტლანდიელი შუამარბი მარქ ბენეთი, ახალ ზელანდიელი ფრთის მოთამაშე ნეჰე მილნერ-სქადერი და ბორჯღალოსანთა ცხრა ნომერი, ვასილ ლობჟანიძე.

ნომინანტებზე ავსტრალიელთა ლეგენდამ, 1999 მსოფლიო თასის გამარჯვებულმა ჯორჯ გრეგანმა განაცხადა: „სამივე ნომინანტი წლევანდელ მსოფლიო თასზე სხვადასხვა კუთხით გამოირჩეოდა. მათი დებიუტი არაჩვეულებრივად შედგა და უდიდესია თითოეული მათგანის წვლილი იმაში, თუ როგორ წარდგნენ მათი გუნდები ამ მსოფლიოზე.

„სამივე მათგანი დაწესებული ჯილდოს ღირსეული კანდიდატია, მაგრამ სამწუხაროდ გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ სამივე მორაგბეს ძალიან წარმატებული მომავალი აქვთ - არა მხოლოდ საკუთარ გუნდებში და ქვეყნებში, არამედ ზოგადად მსოფლიო რაგბში. მოუთმენლად ველი მათი კარიერის განვითარებას.“

ამ ახალი ჯილდოს კრიტერიუმების მიხედვით, ნომინანტს უმაღლეს სანაკრებო დონეზე 1 წელზე მეტ ხანს არ უნდა ეთამაშათ. ნომინანტები დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრებიც არიან: ვოლაბთა ყოფილი ცხრა ნომერი ჯორჯ გრეგანი, პუმების ყოფილი კაპიტანი ფილიპე კონტიპომი, სპორტული ჟურნალისტები სტეფან ჯოუნზი, სარა მოკფორდი და ჯიმ კეისი.

‘წლის აღმოჩენის’ ნომინანტები ‘მსოფლიო რაგბის’ მიხედვით

 ვასილ ლობჟანიძე

ყველაზე ახალგაზრდა 9 ნომერს ტესტ დებიუტი 2015 წლის ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატზე 7 თებერვალს გერმანიის წინააღდეგ ჰქონდა და ძალიან მალე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი ბორჯღალოსანთა რიგებში. მისი სახელი მსოფლიო თასის ისტორიაში მაშინ ჩარიწერა, როდესაც ‘ც’ ჯგუფის პირველ მატჩში საქართველო ტონგას დაუპირისპირდა და 18 წლის მორაგბე ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბის სახელით შევიდა.  ლობჟანიძემ ჯგუფის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მათ შორის მისი დიდი ძალიასხმევით ბორჯღალოსნებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობისუფლება საკვალიფიკაციოს გარეშე მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ლობჯღანიძემ პირველი აღიარება 4 თვით ადრე, მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ალაფაზე საუცხოო თამაშითა და მოგებით მოიპოვა.

 მარქ ბენეთი

საუცხოო შუამარბი, რომლის ტესტ დებიუტიც გასულ ნოემბერს არგენტინის წინააღმდეგ შედგა, მანამდე კი შოტლანდიის ასაკობრივ ნაკრებში და 7-კაცაში ასპარეზობდა. იმ 5 მორაგბეთაგან ერთ-ერთია, რომელიც 2015 წლის 6 ერის გათამაშებაში ყველა მატჩის სასტარტო 15-ეულში იყო. 2015 წლის მსოფლიო თასის შეკრებამდე ცოტა ხნით ადრე ბენეტმა მხრის ტრავმის მოშუშება მოასწრო და ნაკრებს შეუერთდა. იაპონიის წინააღმდეგ მოგებულ მატჩში გუნდს  2- ჯერ მოუტანა ქულა და ერთხელაც ავსტრალიის წინააღმდეგ დააწინაურა შოტლანდია.

ნეჰე მილნერ-სქადერი

მისი ‘სუპერ რაგბის’ დებიუტი წელს ‘ჰარიქეინზის’ შემადგენლობაში შედგა, რა დროსაც მის ბავშვობის კუმირ, ქრიშჩიან ქალენს ადარებდნენ. ამით მან ოლ ბლექსის სელექტორთა ყურადღება დაიმსახურა და ‘რაგბი ჩემფიონშიპში’ მის სადებიუტო მატჩში ავსტრალია ორჯერ დაალელოვა. 24 წლის ოლ ბლექი მსოფლიოზე 5 მატჩის სასტარტოში აღმოჩნდა - ტონგასა და ნამიბიას ორ-ორჯერ დაუმიწა ლელოში, ხოლო საფრანგეთს ერთხელ.

 

 

 

 

 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური