ინგლისში სტარტი აიღო 2015 წლის მსოფლიოს თასის მერვე გათამაშებამ რაგბიში

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 19 სექტემბერი 2015 14:26

გუშინ ინგლისში საზეიმოდ გაიხსნა 2015 წლის მსოფლიოს თასის მერვე გათამაშება რაგბიში. ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს 20 საუკეთესო ნაკრები თამაშობს და მათ შორის არის საქართველოს ეროვნული გუნდი. ხუთგუნდიანი ჯგუფებიდან 1/4-ფინალში ასპარეზობას 2-2 საუკეთესო ნაკრები გააგრძელებს. ლონდონში, "ტვიკენჰემის" 82-ათასიან სტადიონზე მსოფლიოს თასის გახსნის მატჩში ერთმანეთს ინგლისისა და ფიჯის ნაკრები დაუპირისპირდნენ.

ანგარიში მე-3 წუთზე ფორდის ჯარიმით გაიხსნა და ფიჯის მალევე შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ მე-7 წუთზე ვოლავოლას ჯარიმა ძელმა აისხლიტა. სტუმრები ხშირად ცდებოდნენ, რაშიც მათ ინგლისური ამინდიც “ეხმარებოდა” და მე-13 წუთზე მოლის განზრახ ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, თანაც მატავალუ 10 წუთით დაისაჯა. მეტობა 22-ე წუთზე ბრაუნის ლელოში აისახა, რომელიც ფლანგზე გაიქცა და გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ 22 წუთში ორი ლელო და 15:0 ნამდვილად კარგი დასაწყისი იყო. შესვენებამდე ფორდმა და ნადოლომ ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი 18:8 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყისმა 24-მა წუთმა უქულოდ ჩაიარა, არადა, ამ პერიოდში ნადოლოს ორი ჯარიმა გაუცუდდა. მერე დარტყმის უფლება ვოლავოლამ გადაიბარა და სხვაობა ერთი ქულის ნაცვლად ერთ გარდასახულ ლელომდე კი დაიყვანა, მაგრამ ოუენ ფარელიმ საპასუხო ჯარიმა იქვე შეასრულა. 72-ე წუთზე ბრაუნმა დუბლი შეასრულა და ინგლისელთა მესამე ლელო გაიტანა, რამაც მასპინძლებს დამატებითი ძალები შემატა და უკანასკნელი მიძალება ვუნიპოლამ პრემიალური ლელოთი დაასრულა.

შეხვედრისთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ინგლისმა ფიჯელთა დაცვა მეოთხედ გატეხა, ხანგრძლივმა ვიდეოგამეორებამ ცხადყო, რომ ბილი ვუნიპოლამ ბურთის წვერი ლელოს ხაზს შეახო და ოუენ ფარელის ზუსტი გარდასახვის შემდეგ, საბოლოო შედეგად 35:11 დაფიქსირდა.

ლისის იპოდრომზე ცხენოსნობაში მსოფლიო თასის ეტაპი დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 17:28

18,19 და 20 სექტემბერს საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციის ორგანიზებით ლისის ტბაზე მდებარე იპოდრომზე დაიწყო მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ცხენოსნობაში კავკასიის ლიგა "ვი თი ბის" თასზე.

მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და აზერბაიჯანის 12 მხედარი იღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის თაზე მონაწილე წარმატებული მხედრები ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებს გამოიმუშავებენ. მსოფლიოს თასის ეტაპი ცხენოსნობაში თბილისში წელს უკვე მეორედ ტარდება. 

მსოფლიო თასის ეტაპის პირველ საშეჯიბრო დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო. ტურნირის მეორე დღეს, 19 სექტემბერს შეჯიბრი 12:00 საათზე დაიწყება, 20 სექტემბერს კი ფინალური გამოსვლები 13:00 საათიდან შედგება. კავკასიის ლიგის ორგანიზატორები არიან ცხენოსნობის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მხარდამჭერია "ვი თი ბი" ბანკი.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური