განათლების სისტემისთვის მსოფლიო ბანკი 90 მილიონ ევროს გამოყოფს

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 18 ივნისი 2019 16:30

საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა ფინანსურ შეთანხმებას, დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების სისტემისთვის მსოფლიო ბანკი 90 მილიონ ევროს გამოყოფს. ხელშეკრულებას 90 მილიონი ევროს ოდენობით „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად ხელი მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მოაწერეს. პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით.

 „მოგეხსენაბთ მსოფლიო ბანკი განათლების რეფორმის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. პირველივე დღეებიდან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან და მათი მისიის წარმომადგენლებთან. დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რაც განათლების სისტემაში 90 მილიონი ევროს ინვესტირებას გულისხმობს. კონკრეტულად კი ძირითადი რესურსი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში, სკოლების რეაბილიტაციაში. მოგეხსენაბთ, რომ დღეს სკოლები საჭიროებენ განახლებასა და ინსფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრას. გარდა ამისა, ეს რესურსი ასევე მოხმარდება განათლების სფეროს სხვა მიმართულებებსაც, მათ შორის უმაღლეს და სკოლამდელ განათლებას. მიმდინარე კვირა ჩვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო. იცით, რომ 4 დღის წინ ხელი ასევე მოვაწერეთ გერმანულ მხარესთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, პროფესიული განათლების სფეროს განვითარებაში 22 მილიონი დაიხარჯება. ეს ყოელივე კი ნიშნავს იმას, რომ განათლების კომპლექსურ რეფორმას მხარს უჭერენ მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები. რეფორმის ყოველი მომდევნო ნაბიჯი სწორედ მათთან თანამშრომლობით განხორციელდება.“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს:

  • სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
  • უმაღლესი განათლების დაფინანსების პარამეტრების გაუმჯობესება;
  • სისტემაში მონაწილე მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება;
  • პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.

მსოფლიო ბანკში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები საქართველოში განათლების რეფორმაში მნიშვნელოვან სიახლეა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მომზადებას  21-ე საუკუნის შრომითი ბაზრისა და ეკონომიკისთვის.

„საქართველო აგრძელებს ინვესტირებას თავის მოქალაქეებში. აღნიშნული პროექტის მიზანი ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების მოსაზიდად და კონკურენტულ გლობალურ ეკონომიკაში ინოვაციებისა და პროდუქტიულობის ასამაღლებლად საქართველოს მხარდაჭერაა. მტკიცე საფუძვლის მომზადების გზით და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებით პროექტი გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს თოთოეული მოქალაქის კეთილდღეობის მისაღწევად,“  - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილება პედაგოგიკასა და სასწავლო პროცესში ინკლუზიური პრინციპების დანერგვაზე, ხარისხსა და ინოვაციებზე სკოლამდელ, საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტის უშუალო ბენეფიციარებს შორის არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

პროექტი უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობის პრინციპებით მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების (სოფლებისა და მაღალმთიანი რეგიონების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების), ეთნიკური უმცირესობებისა  და განსაკუთრებული სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას.  განახლებული აკადემიური პროგრამებით პროექტი ასევე დახმარებას გაუწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას 2018-2023 წლების განათლების რეფორმის განხორციელებაში.

შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019 12:53

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მსოფლიო ბანკის ეგიდით მოსამზადებელი პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ირინა აბულაძე, ნათია ზედგინიძე და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

შეხვედრისას განიხილეს ახალი საგანმანათლებლო განათლების პროგრამის - „Georgia IQ: Inclusion, Innovation and Quality Project” აქტივობები, მიზნები და კომპონენტები. ეს პროგრამა ითვალისწინებს ადრეული განათლებისა და ბავშვზე ზრუნვის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის განვითარებას, ზოგადი განათლებაში სწავლა-სწავლების მეთოდის მხარდაჭერას, უმაღლესი განათლების დაფინანსებისა და აკრედიტაციის შესაძლებლობების გაძლიერებას, სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სწავლების პროცესში ხარისხისა და ინოვაციის მიმართულებით ქცევითი ცვლილების გაძლიერებას.

ამ პროექტის გარშემო სამუშაო შეხვედრები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან კვლავაც გაგრძელდება.

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის მიმდინარეობა მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან განიხილა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 მარტი 2018 12:00

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის“ (GENIE) მიმდინარეობა. აღნიშნულ პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს შესაბამისი პროექტის მხარდაჭერისთვის. GENIE-ს პროექტი 40 მლნ აშშ დოლარის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობას გულისხმობს.

მხარეებმა ასევე განიხილეს პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სექტორთან.

შეხვედრას, პროექტის მენეჯმენტის გარდა, ასევე დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ავთანდილ კასრაძე და ამავე სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ლაშხი, აგრეთვე მსოფლიო ბანკის ფინანსების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების სექტორის მენეჯერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მარიალისა მოტა.

ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა გულისხმობს რეგიონებში კომპანიებისა და ფიზიკური პირების ჩართვას ციფრულ ეკონომიკაში. ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, არსებული თანამედროვე ინოვაციური ტენდენციების ათვისებას მათი მხრიდან და მეორე მხრივ, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისთვის ინოვაციური მიდგომების შექმნას. ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ნოვატორული იდეების განხორციელებას და შესაბამისად, სამუშაო ადგილების ზრდას.

პროექტი GENIE მსოფლიო ბანკის ქვეყანასთან პარტნიორობის უახლესი სტრატეგიის ძირითადი ელემენტია და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიას სამუშაო ადგილების ზრდის და კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლების საშუალებით.

დ. ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარებაზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 19 თებერვალი 2018 12:56

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობდა. 

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარების საკითხი. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში ძალიან კარგად არის განვითარებული კრიპტოვალუტის - ბიტკოინის წარმოება და ზოგადად blockchain-ის ტექნოლოგიები და მეტიც, ამ მიმართულებით, ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ამდენად, მსოფლიო ბანკისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ გამოცდილების შესწავლა, რომელიც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორს აქვს blockchain-ის ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. 

მსოფლიო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების მდგომარეობით,  განვითარების ხედვით და სამომავლო პერსპექტივებით. 

მსოფლიო ბანკის მისია ასევე გეგმავს შეხვედრების გამართვას სხვა სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორში, სადაც ასევე არის დანერგილი blockchain-ის ტექნოლოგიები. 

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკს რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 10:42

„რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა ახორციელებს არაერთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას უჭერს მხარს. ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკი გამოირჩევა როგორც საქართველოს მხარდამჭერი. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს აღნიშნული მხარდაჭერისათვის“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან სამთავრობო რეფორმების მხარდამჭერი ახალი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) 44.6 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით განვითარების პოლიტიკის მეორე პროგრამული ღონისძიებისთვის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი თემბონმა.

„მოხარული ვარ, რომ მსოფლიო ბანკი ასე აქტიურად განაგრძობს ჩვენი ქვეყნის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ბიზნეს გარემოს მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და სტაბილურ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების წახალისებას,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

“აღნიშნული ღონისძიებით მხარდაჭერილი რეფორმების პაკეტი მკაფიოდ მიუთითებს მთავრობის განზრახვაზე დანერგოს პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად,“ - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი თემბონმა.

განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების სერია ხელს უწყობს საქართველოს თავის სწრაფვაში გახდეს დინამიკური განვითარებადი ბაზარი, რომელიც სულ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული გლობალური ღირებულების ჯაჭვში. ეკონომიკური განვითარების ამ მომდევნო ფაზისთვის მთავრობა ფოკუსირებულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე, რაც შეამცირებს ეკონომიკის დამოკიდებულებას სახელმწიფო ინვესტიციებზე. რეფორმები გაამყარებს პროდუქტულობის გრძელვადიან ზრდას და ხელს შეუწყობს სარგებლის მიღებას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) და ასოცირების ხელშეკრულებებიდან (AA).

მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების პროგრამა შესაბამისობაშია მის ოთხპუნქტიან გეგმასთან და გათვალისწინებულია ქვეყანასთან მსოფლიო ბანკის 2014 – 2017 წლების პარტნიორობის სტრატეგიაში. განვითარების პოლიტიკის დღეს დამტკიცებული ღონისძიება ეფუძნება განვითარების პოლიტიკის წინა ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდა განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიების ფარგლებში. მიმდინარე ღონისძიება უფრო მეტად იქნება ფოკუსირებული რეფორმებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით და გააძლიერებს მის გავლენას სიღარიბის დაძლევაზე და საერთო კეთილდღეობის მიღწევაზე. ის არის მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი უფრო ფართო რეფორმების პაკეტის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს 2017 წლის აპრილში დამტკიცებული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიებას ინკლუზიური ზრდის შესახებ და ფოკუსირებულია სახელმწიფო დაწესებულებების ფისკალური ზედამხედველობის გაძლიერებაზე და ჯანდაცვის და განათლების სექტორების დაფარვის და ხარისხის გაუმჯობესებაზე.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ აღნიშნული პროექტი 2017 წლის 31 ივლისს დაამტკიცა. განვითარების პოლიტიკის ეს ღონისძიება რიგით მეორე და იმავდროულად დასკვნითი პროგრამაა უფრო მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად კერძო სექტორის პროდუქტიულობის ამაღლების ხელშემწყობი პოლიტიკის, გრძელვადიანი დანაზოგების და ინვესტიციების სტიმულირების, ფინანსური და სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერების და სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნის საშუალებით, რაც შესაძლებელს გახდის მცირე და საშუალო ბიზნესის და ახალი ფირმების განვითარებას.

საქართველოს რეიტინგი ბიზნესის წარმოების კუთხით ოთხი პოზიციით გაუმჯობესდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 ივნისი 2017 09:40

European Chamber-ის კვლევის მიხედვით „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესის წარმოებისთვის“საქართველო მე-20 ადგილს იკავებს. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა ოთხი პოზიციით, სარეიტინგო შეფასება კი გაიზარდა 64.7-დან 68.6-მდე. 

აღნიშნული შეფასებით საქართველო ევროპის ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა: ესპანეთი,იტალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი საბერძნეთი და სხვა. ასევე აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მიხედვით საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს რეგიონის ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: ბელარუსი, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი, მოლდავეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა.  

European Chamber კვლევის ფარგლებში 46 ევროპულ ქვეყნაში ბიზნესის წარმოება შეფასდა, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსებს ეყრდობა. European Chamber-ის კვლევა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსების საშუალო მაჩვენებელს და ზომავს ბიზნესის კეთების კონტექსტს ბიზნეს გარემოს, კანონმდებლობის, ეკონომიკური პოლიტიკის, სოციალური კლიმატის და ბიზნესზე მოქმედი რეგულაციების ჩათვლით იღებს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში მსოფლიოში მე-16 ადგილს იკავებს და  44-ე ადგილს Transparency International-ის კორუფციის აღქმის რეიტინგში.

აღნიშნული პროგრესი ნათლად ასახავს საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე და ინიცირებული რეფორმების შედეგიანობას.

რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მთავრობა აქტიურად განაგრძობს მუშაობას საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის შემდგომ განვითარებას და საბოლოოდ დააჩქარებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. 

სოზარ სუბარი კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 16:50

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდნენ. 

სოზარ სუბარმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს ის პროექტები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს. შეხვედრაზე მინისტრმა დაგეგმილი რეფორმის პროექტის შესახებაც ისაუბრა. 

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მინისტრს მათ მიერ ჩატარებული მოწყვლადი ფენების, მათ შორის დევნილების, კვლევის წინასწარი შედეგები წარუდგინეს.

დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 14:49

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს შეხვდა.
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი ქუმსიშვილს მიულოცა ფინანსთა მინისტრად დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობის არსებული და მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. 
პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა და 2017 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები. 
აღინიშნა, რომ 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ შესრულებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. რეფორმების 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და დასახული შედეგების მიღწევის მიზნით მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების დაჩქარების და კერძო ინვესტიციების წახალისებისათვის საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მოგების გადასახადის რეფორმის სახით, რაც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
ამავე დროს, აღინიშნა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდება. კერძოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება (დაახლოებით 800 კმ გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხიდები, გვირაბები, აეროპორტები, საკურორტო ზონების მოწყობა-განვითარება და ა.შ.), რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ამასთან, აღნიშნული რეფორმების განსახორციელებლად, ქვეყნის ფისკალური სტაბილურობის და სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ბიუჯეტში დამატებითი რესურსების მოძიება.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, აგრეთვე მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების განხორციელების მიმართულებით. 
თავის მხრივ, სირილ მიულერმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტების თაობაზე. მათ დადებითად შეაფასა ბანკის საქმიანობა და ყურადღება გაამახვილა სამომავლო პროექტებზე. მისი თქმით, მსოფლიო ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის პროცესში, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება.

მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელების პროცესში, მხარდაჭერას უცხადებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 24 ოქტომბერი 2016 12:19

 მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში, მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, შეხვედრისას აღინიშნა. მერსი ტემბონიმ მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება მიულოცა.

შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 13:29

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედავით ხუციშვილისამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორსმერსი ტემბონს შეხვდა.

შეხვედრის მთავარ თემას მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს ლოგისტიკის ინდექსის ბოლო შედეგები და მის გასაუმჯობესებლად აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა წარმოადგენდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  ინიციატივით  ქართული მხარე მსოფლიო ბანკის ექპერტებთან ერთად უკვე აქტიურად მუშაობს 2016 წლის კვლევის შედეგების განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზზე. „პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის დავალებით ჩვენ უკვე შევიმუშავეთ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის თემატიკა.  დავსახეთ არაერთი ღონისძიება, შედგება დეტალური გეგმა, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის პოზიციების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას“-აღნიშნა შეხვედრის დასასრულს  დავით ხუციშვილმა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინფრასტრუქტურული და ინვესტიციების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაში საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, აუცილებელია დარგში განათლების დონის ამაღლება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სტიმულირება.

ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ თუ მიმდინარე სტრატეგიული პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის მიერ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებასა და ტრანსპორტის დარგის განვითარებაში. აღნიშნული პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავიატექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების მომზადება საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების შესაქმნელად, ლოგისტიკის სტრატეგიის შემუშავება და  აღმოსავლეთ-დასავლეთის  მაგისტრალის განვითარება.

მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს თანამშრომლობისთვის და სრული მზადყოფნა გამოთქვალოგისტიკის ინდექსის გაუმჯობესების პროცესში მონაწილების მისაღებად.„საქართველოს მთავრობამ  ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა  მსოფლიო  ბანკის მიერ  გამოქვეყნებულ  ლოგისტიკის ინდექსთან დაკავშირებით. კვლევის შედეგები რამდენიმე  დღის წინ გახდა ცნობილი, მაგრამ  ჩვენი ექსპერტები საქართველოს მთავრობასთან ერთად უკვე ინტესიურად მუშაობენ  ამ  საკითხებზე. მთავარია  არა ის, თუ რა შედეგები გვაქვს  ამ ეტაპზე, არამედ რის გაკეთებას ვაპირებთ სამომავლოდ. ჩვენ შევთანხმდით კოორდინირებულ მოქმედებათა გეგმაზე. დარწმუნებული ვარ საქართველოიმ ქვეყნების რიგშია, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია და  2018 წლის შედეგები ამის  მკაფიო  დასტური იქნება“-განაცხადა სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა  დირექტორმა  მერსი ტემბონმა.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური