ახალგაზრდა ქართველი მსახიობებით ჩინური მედია ჯგუფი დაინტერესდა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 02 ივლისი 2020 10:55

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პეკინის ცენტრალური დრამის აკადემიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, 7 ქართველი სტუდენტი სწავლობს აღნიშნული აკადემიის სამსახიობო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" ჩინეთში საქართველოს საელჩოდან შეატყობინეს.

ახალგაზრდა ქართველი მსახიობებით ჩინური მედია ჯგუფი “Beijing Liuhe Times Culture Media Co., LTD“ დაინტერესდა და დაიწყო კომედიური ჟანრის სერიალის “არ მითხრა უარი“ გადაღებები, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ ქართველი სტუდენტები - თემურ ძოწენიძე, მიხეილ იოსელიანი, მიმი გოგოხია, გიორგი ზვიადაძე, თათია გვასალია, გიორგი ჭუმბურიძე და ბარბარე სუჯაშვილი.

სცენარის მიხედვით, შეძლებული ოჯახიდან ქართველი სტუდენტი სასწავლებლად გაემგზავრება ჩინეთში, სადაც მას სამი და ჩააკითხავს. მოქმედებები მიმდინარეობს ჩინეთში, მაგრამ სერიალის მთელ რიგ ეპიზოდებში ხდება საქართველოს პოპულარიზაცია.

გლობალური პანდემიის გამო, ამ ეტაპზე გადაღებები დროებით შეჩერებულია.

იხილეთ ფილმის ტრეილერი.

https://www.facebook.com/1225500780795780/videos/648820755705329/?__tn__=kC-R&eid=ARCEAmPExFi0OMpLi8XxBTBOPJuvG_7ZXtNYbDfP9VDrk76ztPJFidMDq3ZcLKfW_MRme9b0gizE94fC&hc_ref=ARQry4OpLVVr2GKqIfcuda5NnrHJLDWCeY-VKvv4z2uqA0TdM7YtgcwrWERsIO0HZG4&fref=nf&__xts__[0]=68.ARDigeyOpma-8stF_r5s-ls-sLMREs7UsySUy3YjB6-7ZaEa5UVMcRWvMk3Z6bpaXU61jCql97wdD4mlCWmcUreYYkDs2juUJiImyXNhDYoNSP459In0Dk5BGs4o1327mhhyBbHeLMP4DRVVi6tn6uW2Rtpz00gVuyLXg1W_FdSSsXYo4yRuNbZTscadzRWloyCdS8S0Y4hPeGARQ_Ykfnp_99ck3WbYQnuFI9cqsdqydP0xxBYKVkmNe33GRtq4Y4hFo_ZvTjQweDCQt0mCSbxMXpYTY8-iZI4puOzFJ7CjTJtgfCXddGqbU5dSnLi5VM7dp6QkxC1dfUsZgO81dHmWLm6BOlwos5vfJllkR47rgzyBN36Y3QImOb3aThxQM9AN&__xts__[1]=68.ARDgeiEMOsC5LaHkQR33qnRn4GvgVhz4F4GZqtN49nfh1nTyYXkuRlKw7svwziZz8CUVcMLjMUIGmqxs-Z9dyXhKaG9uEnhSkjVNXFfkI8GQtEC6LZSdNQre2nGb3A7HxXTbqVgjLtorZOLG5Nc6t3hot_j5_IE5fnuLvJ0XCfijtPEeko1VY-0i9WvFt5o0MczTRchNQkjSdaCDdzXGYgk5sgqbGzjfUD-EGkymxlKWBxi3B0NlT8XdJqZ1F4LMloQe9DFS4JiCcVjKVpNq1anMLFWSORpdWklBZ30A0XLYRYfcd4GO_afSdLQvIcufEMpuXbS8YbUQvL0xQ1ZtdUy3FlS6U53gIHO5DEewnB4ZOKR4LEtdd8Vk_eVfQLS0KIOW

„თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჰუავეიმ ქართველ მომხმარებელს სიურპრიზი გაუკეთა“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 17:30

14 ოქტომბერს, პირველად საქართველოში, „ჰუავეი საქართველოს“ მიერ სმარტფონით გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყო. გამოფენილი ფოტოები ჰუავეის ფლაგმანის P9-ს მეშვეობით იყო გადაღებული. ღონისძიება, რომელიც თბილისობისა და სვეტიცხოვლობის დღესასწაულს მიეძღვნა თბილისი მოლში გაიმართა, რომელსაც დაახლოებით 400-მდე ადამიანი სტუმრობდა. მათ განწყობაზე ზრუნავდნენ პანტომიმის თეატრის მსახიობები, მოცეკვავეთა ჯგუფი „სვაგერსი“, ჩასაბერ და დასარტყამ ინსტრუმენტთა გუნდი „დრამ სქული“. პრეზენტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გამოეცადათ P9-ს მონაცემები და კამერა და თავად გადაეღოთ ფოტოები.
შეგახსენებთ, რომ Huawei P9 არის პირველი სმარტფონი, რომელიც ფოტოაპარატების ლეგენდარულ გერმანულ ბრენდთან - Leica Camera AG-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. P9 აღჭურვილია ორმაგი კამერით და მობილური ფოტოგრაფიის მოყვარულებს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.
ბილი ბილიხოძე, ფოტოგრაფი - „ეს არის უნიკალური ტელეფონი მათთვის ვისაც ფოტოების გადაღება უყვარს, ის ბევრი რამის საშუალებას იძლევა, ნებისმიერ მოყვარულ თუ დამწყებ ფოტოგრაფს აძლევს საშუალებას გადაიღოს პროფესიონალური დონის ფოტოები“.
ღონისძიებაზე გათამაშდა ტელეფონი „ჰუავეი პ9“, რომელიც საჩუქრად იღბლიან მონაწილეს - გიორგი ნიკოლაიშვილს გადაეცა:
„მეგობრებთან ერთად ვიყავი თბილისი მოლში. დავინახე ჰუავეის სტენდი, სადაც ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, დამაინტერესა რა ხდებოდა. ზოგადად ტექნოლოგიები ძალიან მაინტერესებს და თვალს ვადევნებ მის განვითარებას. გადავწყვიტე მეცადა ბედი და როგორც ყველა იქ შეკრებილი ადამიანი, მეც ჩავერთე ჰუავეის ვიქტორინაში, რომელშიც ჰუავეის შესახებ ყველაზე მეტ კითხვას გავეცი სწორი პასუხი და საჩუქრად გადმომეცა სმარტფონი პ9. ძალიან გახარებული ვარ, ვიცი რომ პ9 არის ინოვაციური სმარტფონი და ეხლა საშუალება მექნება თავად გამოვცადო ყველა ის უპირატესობა, რომელიც ამ მოდელს გააჩნია. ზოგი ბრენდს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თუმცა არ ინტერესდებიან მისი მონაცემებით. ჩემთვის ტელეფონის ტექნიკური მახასიათებლები ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად ჰუავეის როგორც ბრენდს, ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან ვხედავ როგორ იხვეწება მისი მოდელები ყოველწლიურად“.მთავარი პრიზის გარდა პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს ჰუავეიმ სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ჰუავეი P9 და P9 lite (P9 - ის ბიუჯეტური ვერსია) შეძენა საქართველოში შესაძლებელია ჰუავეის ოფიციალური ტექნიკის მაღაზიებში: ალტაოქეი, ელიტ-ელექტრონიქსი, მაგთი, ბილაინი, მეტრომარტი, სმაილი, არაი, ბეკო და მეგამოლი. სმარტფონების ღირებულებაა 1199 და 629 ლარი.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური