ტყემალაძე "მრეწველების" სამომავლო გეგმებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 აპრილი 2016 13:50

მრეწველების" წარმომადგენლებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ არჩევნებში რა ფორმატით მიიღებენ მონაწილეობას. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმაზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, კონსულტაციები აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებლად გაიმართება. "არსებობენ განსხვავებული პოლიტიკური მიმართულების პარტიები მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები ლიბერალები და აშ. თუმცა, მათ გარკვეული საერთო აქვთ. ლიბერალებთან ჩვენ არასოდეს ვითანამშრომლებთ. ჯერ შიდაპარტიული კონსულტაციები გვექნება, შემდეგ პოლიტიკურ პარტიებთან. მოვლენებს ჯერ წინ ნუ გავუსწრებთ. პირველ რიგში განვიხილავთ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

არ მგონია, რომ რამე პრობლემაა "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის-დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 11:10

კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაზე განმარტება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილის თქმით, მსგავსი საკითხები არა საჯაროდ, არამედ კოალიციაში უნდა განიხილებოდეს.

"მე არ მგონია, რომ რამე პრობლემაა რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის. არის საკითხები კოალიციური რეჟიმში გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი და მე დარწმუნებული ვარ, კოალიციურ რეჟიმში ყველაფერი მოგვარდება, ის, როგორც ეს დღემდე არაერთხელ მომხდარა და გადაწყვეტილა ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის ან პირის სასარგებლოდ," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.  

ჩინეთი ელექტრომობილების მწარმოებელ უმსხვილეს ბაზრად გადაიქცევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 11:31

ჩინეთის საავტომობილო მრეწველობის ასოციაციის ინფორმაციით, ჩინეთში ელექტრომობილების გაყიდვის მაჩვენებელი მიმდინარე წელს 220-250 ათას ერთეულს მიაღწევს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
აღნიშნული მაჩვენებლით ჩინეთი გადაუსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და იგი ელექტრომობილების მწარმოებელ უმსხვილეს ბაზრად გადაიქცევა.
გაყიდვების წლიური მაჩვენებელი 600 ათასს მიაღწევს. აქედან 180 ათასი ამერიკის ბაზარზე იქნება რეალიზებული, განაცხადა ასოციაციის გენერალური მდივნის თანაშემწემ სიუი იანხუამ.
მისივე თქმით, ამ ინდუსტრიის განვითარებისათვის აუცილებელია მაღალი ხარისხის ელექტრომობილების წარმოება. ჩინეთის ხელისუფლების მხარდაჭერის წყალობით, ელექტრომობილების წარმოების ინდუსტრია ჩინეთში ძალიან სწრაფად ვითარდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წელს, ჩინეთში ელექტრომობილების გაყიდვების დონე 290 პროცენტით გაიზარდა, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური