„თამარ ჟვანიამ კანონის დარღვევით გაანაწილა სახელმწიფო ბიუჯეტი კონკრეტულ პარტიებზე“ - თამარ კეკენაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 26 ნოემბერი 2016 16:31

„თამარ ჟვანიამ კანონის დარღვევით გაანაწილა სახელმწიფო ბიუჯეტი კონკრეტულ პარტიებზე. ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ პარტია „მრეწველებმა“ უკანონოდ მიიღეს 300 000-იანი დაფინანსება...ეს იყო არაკანონიერი გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის ყველაზე საფრთხის შემცველი არის ის, რომ ყველაფერი ეს ემსახურებოდა, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კომისიაში არ იყოს წარმოდგენილი „თავისუფალი დემოკრატები“, როგორც ოპოზიციური ძალა და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი დამატებითი ხმა ჰქონდეს, რათა აკონტროლოს საარჩევნო პროცესი.“ - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს თამარ კეკენაძე პასუხობს.

„ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ეფუძნება არასწორ ინტერპრეტაციას“ - ლელა ტალიური (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 26 ნოემბერი 2016 16:29

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის 22 ნოემბრის განკარგულება, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანებებისთვის დაფინანსება განისაზღვრა, გარკვეულწილად არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, რაც ფაქტობრივად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას -ეს არის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - და ასევე უგულებელყოფს მეორე პარტიის ინტერესებს - ეს არის „თავისუფალი დემოკრატები“. განსხვავებით „თავისუფალი დემოკრატებისგან“, მრეწველთა პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვერ გადალახა დაფინანსების მოსაპოვებლად დადგენილი მინიმალური სამპროცენტიანი ბარიერი.“ - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა, ლელა ტალიურმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ლელა ტალიური პასუხობს.

პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ შეიქმნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 15:29

მე-9 მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ შეიქმნა, რომელსაც ხაშურის მაჟორიტარი, „მრეწველი“ სიმონ ნოზაძე უხელმძღვანელებს.

პარლამენტის 116 წევრისგან შეიქმნა უმრავლესობა, უმრავლესობის ლიდერი კი არჩილ თალაკვაძე იქნება.

"მრეწველები"-ს განცხადებით შესაძლოა კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეფერხდეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 10:55

საპარლამენტო უმრავლესობის მუშაობის შესაძლო შეფერხებაზე საუბრობენ "მრეწველები". 

ისინი აცხადებენ რომ, უმრავლესობიდან  ფრაქცია ,,ეროვნული ფორუმის” წასვლის შემდეგ, შესაძლოა, კვორუმის შედგენის პრობლემა შეიქმნას. 

,,ეროვნული ფორუმი” კი პარლამენტის მუშაობის შეუფერხებლად წარმართვაში პასუხისმგებლობას კოალიცია ,,ქართულ ოცნებას” აკისრებს. 

"ფორუმელები" განმარტავენ, რომ მმართველ გუნდთან ითანამშრომლებენ, თუმცა მხოლოდ მათთვის მისაღებ საკანონმდებლო ცვლილებებს დაუჭერენ მხარს.  

ტყემალაძე "მრეწველების" სამომავლო გეგმებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 აპრილი 2016 13:50

მრეწველების" წარმომადგენლებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ არჩევნებში რა ფორმატით მიიღებენ მონაწილეობას. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმაზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, კონსულტაციები აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებლად გაიმართება. "არსებობენ განსხვავებული პოლიტიკური მიმართულების პარტიები მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები ლიბერალები და აშ. თუმცა, მათ გარკვეული საერთო აქვთ. ლიბერალებთან ჩვენ არასოდეს ვითანამშრომლებთ. ჯერ შიდაპარტიული კონსულტაციები გვექნება, შემდეგ პოლიტიკურ პარტიებთან. მოვლენებს ჯერ წინ ნუ გავუსწრებთ. პირველ რიგში განვიხილავთ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

შესაძლოა,პოლიტსაბჭოს ფორმატში"რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის უთანხმოება განიხილოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 მარტი 2016 10:55

"რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის არსებულ დაპირისპირებაზე კოალიციამ პოლიტსაბჭოს ფორმატში შესაძლოა მაინც იმსჯელოს. 

მმართველ გუნდში უთანხმოებას ამოწურულად მიიჩნევენ, თუმცა "მრეწველები" საკითხის გუნდში განხილვას არ გამორიცხავენ. 

"რესპუბლიკელების" შემდეგ პრემიერმინისტრი "მრეწველებს" შეხვდება, სადაც საუბარი არსებული დაპირისპირების პოლიტსაბჭოს ფორმატში განხილვას შეეხება. 

"მრეწველები" ორპარტიული შეთანხმების გაფორმებას კატეგორიულად გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ კოალიცია არჩევნებამდე ერთიანი იქნება. 

კალაძე „რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის დაპირისპირებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 12:37

  "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის არსებული დაპირისპირებას ეხმაურება ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. როგორც კალაძე აცხადებს, თუ რაიმე პრობლემები არსებობს, ის კოალიციის შიგნით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა გადაწყდეს.სხდომა, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს, კალაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაიმართება. მიუხედავად "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის დაპირისპირებისა, კახი კალძე მიიჩნევს, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებზე იმავე შემადგენლობით წარსდგება, რაც დღეს არის. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური