საახალწლო საჩუქრები საქართველოს ბავშვთა სახლებს და მოხუცებულთა პანსიონატებს
გამოქვეყნებულია
ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2020 11:59
"ლიბერთი ბანკი" აგრძელებს მომხმარებლის გახარებას ისეთი სიახლეებით, როგორიც არის სხვადასხვა საქველმოქმედო აქციები. ამჯერად #გულით ჩვენი მომხმარებლების, პარტნიორების, თანამშრომლებისა და მეგობრების სახელით „ლიბერთი ბანკმა“ მორიგი საახალწლო აქცია გამართა.
საახალწლო საჩუქრები საქართველოს ყველა ბავშვთა სახლისა და მოხუცებულთა პანსიონატისთვის გამზადდა და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურე პერსონალმა ადრესატამდე დროულად მიიტანა.
აღნიშნული აქციის შესახებ ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/libertybank.ge/videos/3506988186064459