საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოძრაობა შეიზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მაისი 2018 14:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით რეგიონებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში, საზოგადოებრივი წესრიგისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, გარკვეულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება, კერძოდ:

სამეგრელოს რეგიონი

ზუგდიდი
24 მაისს, 23:00 საათიდან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება: ბულვარის ტერიტორიაზე, ზვიად გამსახურდიას, ალექსანდრე კიკალიშვილის, სპირიდონ კედიას, თეატრისა და ნარმანიას ქუჩებზე, რუსთაველის გამზირისა და მეუნარგიას ქუჩის ნაწილზე.

მძღოლებს მოძრაობა შეეძლებათ მერაბ კოსტავას ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირამდე, N1 სკოლის გავლით, კონსტანტინე გამსახურდიას და თავისუფლების ქუჩებზე. მოძრაობა აღდგება 27 მაისს, 06:00 საათზე.

ფოთი
26 მაისს, 07:00 საათიდან, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება რუსთაველის რკალზე, 26 მაისის, წმინდა ნინოს, გიორგი ჭანტურიას, ფარნავაზ მეფის და ლაგრანჟის ქუჩებზე.

სენაკი
26 მაისს, 07:00 საათიდან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება რუსთაველი-ქურდოვანიძის გზაჯვარედინიდან რუსთაველი-წერეთლის გზაჯვარედინამდე, ასევე, წმინდა ნინოს და წერეთლის ქუჩებზე, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით. მოძრაობა აღდგება 26 მაისს, 24:00 საათზე.

კახეთის რეგიონი

თელავი
26 მაისს 24:00 საათიდან 27 მაისის 10:00 საათამდე დაიკეტება ერეკლე მეორის და 26 მაისის ქუჩები.

სიღნაღი
26 მაისს 10 საათიდან 17 საათამდე მოძრაობა აიკრძალება აღმაშენებლის ქუჩაზე.

საგარეჯო
26 მაისს გადაიკეტება ერეკლე მეორისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთა.

დედოფლისწყარო
26 მაისს დაიკეტება რუსთაველის ქუჩის ნაწილი.

ლაგოდეხი
26 მაისს, 12 საათიდან 24 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება 26 მაისის ქუჩაზე.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
მცხეთაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 26 მაისს, გადაიკეტება სამხედროს ქუჩა, კერძოდ, რესტორანი "გუჯარიდან" შადრევნამდე.

გურიის რეგიონი

ოზურგეთი
26 მაისს, დილის 9 საათიდან 23 საათამდე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოების მიზნით, გადაიკეტება თეატრალური მოედნისა და ჭადრების პარკის ტერიტორია, კერძოდ:

• გმირთა მოედნიდან - ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისი;

• ფარნავაზ მეფის ქუჩის დასაწყისი;

• რუსთაველის ქუჩის დასაწყისი;

• ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისი.

• რამიშვილის ქუჩა (იუსტიციის სახლის და სასტუმრო „გურიას“ შორის მონაკვეთი);

• იოანე პეტრიწის ქუჩა, სასტუმრო „გურიიდან“ ჭადრების პარკის კუთხემდე.

ქვემო-ქართლის რეგიონი

26 მაისისთვის ღონისძიებასთან დაკავშირებით გზებზე გარკვეული შეზღუდვა დაწესდება:

რუსთავი - 25 მაისს, 24:00 საათიდან 26 მაისის 20:00 საათამდე, დაიკეტება მშენებელთა ქუჩა (რუსთავის პარკის მიმდებარე ტერიტორია).

მარნეული - 25 მაისს, 15:00 საათიდან 26 მაისს დღის ბოლომდე, დაიკეტება რუსთაველის ქუჩა (მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორია).

ბოლნისი - 26 მაისს, დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, დაიკეტება სულხან საბას ქუჩა (მერიის მიმდებარე ტერიტორია).

იმერეთის რეგიონი

ქუთაისი
25 მაისს, 23:00 საათზე, დაიკეტება მეფეთუბანი, კერძოდ, პირველ საჯარო სკოლასთან - ცისფერყანწელების ქუჩა, ცენტრალური მოედანი და მასზე ყველა შემომსვლელი და გამსვლელი ქუჩა. ავტომანქანები ცენტრალური მოედნის შემოვლით იმოძრავებენ ფალიაშვილის ქუჩაზე, თბილისის ქუჩის გავლით.

შიდა ქართლი

გორი
24 მაისს, 24:00 საათიდან 27 მაისის 15:00 საათამდე გადაიკეტება სტალინის გამზირი და ცენტრალური მოედანი.

სამცხე-ჯავახეთი

ახალციხე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 26 მაისს, 11:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მერაბ კოსტავას, ნებიერიძისა და ნათენაძის ქუჩებზე. ახალციხეში დაგეგმილი მარათონის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.

პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 12 მაისი 2018 17:39

ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე, ქაშუეთის ელკესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება, რომელიც თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებსა და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. 

“თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის დავით სუბელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კარვის გაშლას გეგმავენ. “მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არ იქნება მოკლე პროცესი, აქციები იქნება პერმანენტული. სავარაუდოდ, აქ გვექნება კარავი, შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. აქტიური გამოსვლების და სხვა აქტივობების გეგმას დავალაგებთ“, - მიმართა სუბელიანმა შეკრებილებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება. გარდა ამისა, თბილისში წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა, მანქანები ავლაბრის ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. 
აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.

სასწრაფოდ: ზაჰესის ხიდის ერთი მონაკვეთი ჩაინგრა, ორმხრივი მოძრაობა შეფერხებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017 13:47

ზაჰესის ხიდი, რომელიც რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ თბილისის მერიამ საზეიმოდ გახსნა, დაზიანდა. ხიდის გარკვეული მონაკვეთი ჩანგრეულია და ორმხრივი მოძრაობა შეფერხებულია.

ოპოზიცია აცხადებს, რომ დედაქალაქის მერიის დაკვეთით შესრულებული სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რის გამოც მოსახლეობა ისევ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

ზაჰესის ხიდის გაკეთებას ადგილობრივები რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდნენ. კომპანიას, რომელთანაც მერიამ პირველად ხელშეკრულება გააფორმა, ვალდებულება ჰქონდა, რომ სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დაესრულებინა. 

ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 11:10

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 10:21

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი)მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2016 17:32

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის  გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია.

ამასთანავე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მდინარე დევდორაკის ხეობაში ჰაერის ტემპერატურის სეზონური ცვალებადობის (კლების) შედეგად, სტიქიური მოვლენის განვითარების საშიშროების ალბათობა შემცირებულია, რის გამოც,  მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის  კმ134-კმ135  (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია 24 საათიის მანძილზე გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 18 აგვისტომდე შეიზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 14:32

17 ივლისის 22:00 საათიდან საგზაო სამუშაოების გამო, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 18 აგვისტომდე შეიზღუდება.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით,  წინამძღვრიშვილის ქუჩა  კიტა აბაშიძის ქუჩიდან ლევ ტოლსტოის ქუჩამდე  გადაიკეტება, ხოლო გოგიბერიძის ქუჩა ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი დარჩება.

შესაბამისად, 18 ივლისის 06:00 საათიდან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოძრავი N122 ავტობუსის  მარშრუტი შემდეგნაირად შეიცვლება: წინამძღვრიშვილის ქუჩიდან ავტობუსი აუხვევს კიტა აბაშიძის ქუჩაზე, საიდანაც გადავა ჩიტაიას ქუჩაზე და მაზნიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით გზას განაგრძობს დადგენილი სქემის მიხედვით.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს,  წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გაუხვევენ მარჯანიშვილზე, გაივლიან ჩუბინაშვილის, ჩიტაიასა და მაზნიაშვილის ქუჩებს, შევლენ ჯავახიშვილის ქუჩაზე, რის შემდეგაც მოძრაობას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

დარიალის ხეობაში მოძრაობა კვლავ შეიზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 13:42

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსინფორმაციით, 4 – 7 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოშიმოსალოდნელია მნიშვნელოვანი რაოდენობის ნალექი, რამაცმეწყერული და ღვარცოფული პროცესები შეიძლება განაპირობოს.აღნიშნული პროგნოზის გათვალისწინებით, შესაძლო რისკებისთავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რეგიონულიგანვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დარიალის ხეობაში,საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მოძრაობა აღდგება მასშემდეგ, რაც შესაბამისი კომპეტენციის უწყებები მეტეოროლოგიური და გეოლოგიური თვალსაზრისითგამორიცხავენ აღნიშნული რისკების დადგომის შესაძლებლობას.

 

 

პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ახლადაშენებულ ესტაკადაზე გადაერთვება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 17:16

4 ივლისიდან პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ახლადაშენებულ ესტაკადაზე გადაერთვება. საავტომობილო მოძრაობის მიმართულება უცვლელი დარჩება - ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. სამშენებლო სამუშაოები მეორე ეტაპზე გადავიდა, რაც ითვალისწინებს ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას.

გზის გაფართოების მიზნით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება.

სამშენებლო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია "CRP" აწარმოებს და მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯება.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული ბათუმში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 12:02

ბათუმში, პიაცაზე, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, მომსახურების სააგენტომ სპორტული კლუბის - MIA Force მრბოლელის, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე დათა ქაჯაიას მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის მეშვიდე ეტაპის ჩვენება მოაწყო. TCR International-ის პირდაპირ ტრანსლაციას შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი დათო ნიკოლეიშვილი, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, მრბოლელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

მთელი კვირის განმავლობაში, შსს-ს მომსახურების სააგენტო ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებას შესთავაზებს. ადგილზე მოწყობილ „მართვის სკოლაში“ ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე სახალისო შემეცნებითი გაკვეთილები გაიმართება, გაიცემა ველოსიპედების მართვის მოწმობები პატარებისთვის და გაიმართება ველომოყვარულების მარათონი.

კვირეულის ფარგლებში, სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დაათვალიერონ შსს-ს სპორტული კლუბის იმიტირებული სარბოლო ტრასა, ლეგენდის და ფორმულას კლასის ავტომობილები.

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური