ლიბერთი სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მხარდაჭერას აგრძელებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 05 აპრილი 2019 13:45

ლიბერთისა და ,,კინგსი საქართველოს“ შორის გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის თანახმად, სოციალურად დაუცველიმოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სრულიად უფასოდმიიღებენ მონაწილეობას ,,კინგსი საქართველოს“  მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ოლიმპიადებში.

24 მარტს, კინგსის 2019 წლის გაზაფხულის სეზონი ინგლისურიენის ოლიმპიადის ტურით გაიხსნა და ქვეყნის მასშტაბით 22 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. პირველ ტურში 14 432 მოსწავლე მონაწილეობდა. 7 აპრილს მეორე ტურში  9 543 მოსწავლე  მიიღებს მონაწილეობას.  მაისში დაგეგმილია საგნობრივი ოლიმპიადების ჩატარება ქართულ ენასა და მათემატიკაში.

,,მოხარული ვართ, რომ ჩავერთეთ კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტში და ჩვენი თანადგომით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მონაწილება მიიღონ საგნობრივ ოლიმპიადებში. განათლების მხარდაჭერის მიმართულებით არაერთ პროექტში ვართ ჩართული და ვცდილობთ ჩვენი  წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობების აღზრდის მეტად საპასუხისმგებლო საქმეში“ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

"კინგსი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებზე მომავალი თაობის განვითარებისა და მათთვის მოტივაციის შექმნის მიზნით. განათლებული, განვითარებული მომავალი წარმატებული ქვეყნის წარმატების საწინდარია. სწორედ ამიტომ, ამ ეროვნულ საქმეში ჩართულობა და მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა თითოეული ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაცაა. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ლიბერთის მხარდაჭერისთვის, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ჩაერთონ საგნობრივ ოლიმპიადებში.’ - განაცხადა სესილი გელოვანმა, კინგსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

დაფინანსების მსურველმა მოსწავლეებმა უნდა მიმართონ კინგსისადმინისტრაციას 032 2 306131 / www.kings.ge.

ფრანკოფონიის კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 21 მარტი 2019 15:10

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში, ფრანკოფონია 2019-ის კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ, ბელგიისა და მოლდოვას ელჩებმა საქართველოსა და აზერბაიჯანში ბერტ შჰოფსიმ და გეორგე ლეუკამ, შვეიცარიის საელჩოს პირველმა მრჩეველმა ალვარო ბორგიმ დააჯილდოვეს.

ფრანკოფონია 2019-ის ფარგლებში, საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა საქართველოს სკოლების მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის რამდენიმე ფრანგულენოვანი კონკურსი ჩაატარა, კერძოდ: კალიგრამების შექმნა ფრანკოფონიის 10 სიტყვიდან ერთის გამოყენებით; ვიდეორგოლის შექმნა ფრანკოფონიის 10 სიტყვიდან ერთის გამოყენებით; სლამის (მუსიკალური ტექსტი) შექმნა ფრანკოფონიის 10 სიტყვიდან მინიმუმ ხუთის გამოყენებით; მჭერმეტყველების კონკურსი სტუდენტებისთვის. ასევე ჩატარდა კონკურსი ფრანგული ენის პედაგოგთა შორის, რომლის გამარჯვებულებიც ორკვირიან პედაგოგიურ სტაჟირებას საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში გაივლიან.

24-ე სკოლასთან მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 24 აპრილი 2018 15:16

თბილისში 24-ე საჯარო სკოლასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

შელაპარაკება მოქალაქესა და მოსწავლეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაპირისპირებისას ერთ-ერთმა მონაწილემ მსუბუქი დაზიანება მიიღო.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქემ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლასთან სიგარეტს ეწეოდნენ შენიშვნა მისცა.

როგორც შს სამინისტროდან „რუსთავი2“-ს განუცხადეს, მომხდარში ცივი იარაღი არ ფიგურირებს.
უწყების ცნობით, სკოლის მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირების შესახებ შეტყობინება 112-ში შევიდა.

ამ წუთებში სამართალდამცველებს ინციდენტის მონაწილე პირები გამოკითხვაზე გადაჰყავთ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოსწავლეებს უფასო ზამთრის სკოლას სთავაზობს

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018 13:37

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი 9-12 კლასის მოსწავლეებს სთავაზობს უფასო ზამთრის სკოლას. ლექციები ჩატარდება; შესავალი კომპიტერულ მეცნიერებაში, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შესავალი Web ფროგრამირებაში, შესავალი მონაცემთა ბაზებში,  C# პროგრამირება და WINDOWS FORM აპლიკაციები, ვიდეო მონტაჟი ყველასათვის. კურსები ჩატარდება შაბათ-კვირას 20 იანვრიდან 17 თებერვლის ჩათლვით. თითოეულ მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს მაქსიმუმ 2 კურსი, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ ყველა მოსწავლე დაჯილდოვდება სერტიფიკატით.

ინფორმაცია ვრცლად და სარეგისტრაციო ბმული: https://cte.ibsu.edu.ge/winter-school/ 
https://cte.ibsu.edu.ge/en/winter-school/ https://cte.ibsu.edu.ge/winter-school/

თბილისში თავისუფალი ოლიმპიადა გაიმართება

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 23 სექტემბერი 2017 12:03

თავისუფალი ოლიმპიადა მესამედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის თბილისში ჩატარდება. ოლიმპიადას მათემატიკის ტური 15 ოქტომბერს გახსნის. მონაწილეებს საინტერესო ტესტი ელით წინ, რომლის 50% სასკოლო მასალის მიხედვითაა შედგენილი, 50% კი ზოგად ცოდნას ამოწმებს.

ყველაზე მაღალი შედეგების მქონე 30 მოსწავლე ჰოვერბორდებით დასაჩუქრდება.

მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები კი მიიღებენ უფასო სასწავლო კურსებს, ატრაქციონებისა და კინო-თეატრების ვაუჩერებს, ფასდაკლების ბარათებს სხვადასხვა კომპანიებისგან და ა.შ.

საგნებზე რეგისტრაცია 22 სექტემბერს დაიწყება და 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია ელექტრონულად ხდება საიტზე friad.ge

პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა. მეორე ტურში გადასულები ასპარეზობისთვის 15 ლარს გადაიხდიან. რაც შეეხება მესამე და გადამწყვეტ ტურს, ის მოსწავლეებისთვის კვლავ უფასოა.

2017 წლის შემოდგომის სეზონზე ოლიმპიადა თბილისში ჩატარდება, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოსწავლეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
მომდევნო წლის გაზაფხულის სეზონზე თავისუფალი ოლიმპიადა გეგმავს ოლიმპიადა ჩაატაროს ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

სამომავლო გეგმები

საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა თავისუფალი ოლიმპიადის სამომავლო გეგმაა. გუნდი აქტიურად იკვლევს სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიადებსა და განათლების ხარისხის გაზრდისთვის გატარებულ რეფორმებს. საუკეთესო ნიმუშების გაანალიზებასა და დანერგვას  კი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში აპირებს.  

აღსანიშნავია, რომ გარდა ევროპული სტანდარტებისა, მაგალითი განათლების აზიური სისტემიდანაც უნდა ავიღოთ. ამ მხრივ მოწინავეები დუბაი და სინგაპური არიან, რომელთა მთელი რესურსი განათლებისკენაა მიმართული. ყველა სკოლაში არის სამეცნიერო ლაბორატორიები, წიგნები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. დუბაის სკოლის მოსწავლეებს ყველაზე მაღალი შედეგები აქვთ მათემატიკასა და სამეცნიერო საგნებში, ვიდრე რომელიმე არაბულ ქვეყანას.

ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამირების კურსების გარდა მოსწავლეების ეუფლებიან ბიზნესის საფუძველებს, ინოვაციას და არაფორმალურ განათლებას.

დუბაიში კარგი კომუნიკაციაა დამყარებული განათლების სექტორსა და შრომის ბაზარს შორის. თუ გავითვალისწინებთ დუბაის გამოცდილებას და ჩავთვლით, რომ ოდესღაც მათაც საკმაოდ დაბალი საფეხურიდან დაიწყეს განათლების შენება, ჩვენი გეგმების რეალობად ქცევა შესაძლებელია. 

მოსწავლეები სკოლებში კვალიფიციურ სამედიცინო რჩევებს მიიღებენ

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 10 იანვარი 2017 17:04

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების ექიმებისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, გაფართოებული შეხვედრა-სემინარების ციკლი დაიწყო.

შეხვედრაზე ექიმებმა მიიღეს დამატებითი ინსტრუქცია, რა როლი აქვს სკოლის ექიმს ჯანმრთელი სასკოლო გარემოს უზრუნევლყოფის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პროცესში. ამასთან, რა პრევენციული ზომები უნდა გაატარონ სკოლებმა, რომ ყველაზე მაღალი რისკის მქონე წარმომადგენლები-მოსწავლეები დაცულნი იყვნენ ინფექციისგან და გართულებები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

სკოლის ექიმებთან ანალოგიური სამუშაო შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება.

ტექნო პარკში IYIPO-ს რესპუბლიკური ოლიმპიადა გაიმართება

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 15 მარტი 2016 13:04

19 მარტს, ტექნო პარკში  ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა IYIPO-ს რესპუბლიკური ტური გაიმართება.  IYIPO წელს მეათედ ჩატარდება და მას ახალგაზრდა ინოვატორებისთვის შექმნილი, უნიკალური შესაძლებლობების სივრცე - ტექნო პარკი უმასპინძლებს.
კონკურსში, რომელსაც გამოფენის სახე ექნება და ღია იქნება დამთვალირებლებისთვის  მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სპეციალურად შექმნილი გამოგონება ექნებათ წარმოდგენილი ჟიურისა და დამთვალირებლების წინაშე. ნაშრომები წარმოდგენილი იქნება შემდეგ დისციპლინებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა და ინჟინერია.  წელს IYIPO ნორჩ მეცნიერებს მორიგ სიახლეს სთავაზობს და ახალგზარდა მონაწილეებს საკუთარი ნაშრომების წარმოდგენა ეკოლოგიაშიც შეეძლებათ. ტექნო პარკში წარმოდგენილ 50-ზე მეტ პროექტს სპეციალური ჟიური შეაფასებს. შერჩეული ნაშრომები უკვე ფინალურ ეტაპზე გადავლენ და საერთაშორისო ოლიმპიადაზე გააგრძელებენ ასპარეზობას.. IYIPO-ს ფინალი წელს 21-23 აპრილს გაიმართება, სადაც ქართველი მონაწილეების გარდა 40  ქვეყანის 150-მდე ნორჩი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა  ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, ფართო წრეებს გააცნოს საკუთარი მიღწევები და ნოვატორული პროექტები. ოლიმპიადა, ერთი მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებული ბიზნეს იდეების განვითარებას, მომავალი თაობის წახალისებას, მათ წიგნიერებისა და მეცნიერებისაკენ სწრაფვას. საერთაშორისო ოლიმპიადა აერთიანებს მრავალ ქვეყანას, აახლოებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და კულტურებს.

ოლიმპიადის შესახებ:
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა - IYIPO ყოველ წლიურად გაზაფხულზე იმართება. ტრადიციულად პროექტის ფინალში 200-ზე მეტი ნორჩი გამომგინებელი იღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ოლიმპიადაში მონაწილეობის საშუალება ეძლევა VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება  ან ინოვაციური პროექტი აქვს. ოლიმპიადის სექციები  შემდეგ დისციპლინებს მოიცავს:  ქიმია, ბიოლოგია-ეკოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.
https://www.youtube.com/watch?v=vUu_UPPZCc8

თბილისი ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადისთვის იწყებს მზადება

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 13:15

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა (IYIPO)  გაზაფხულზე საიუბილეო ოლიმპიადა-გამოფენას უმასპინძლებს. წელს ილიმპიადა 40-მდე ქვეყანასა და 200-ზე მეტ დელეგატს ელოდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
IYIPO 2016-ის რესპუბლიკური ტური 29 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებ მერვე-მეთორმეტე კლასის მონაწილეებს შეეძლებათ, რომლებსაც უკვე აქვთ საინტერესო პროექტი, გამოგონება ან კვლევა. რესპუბლიკურ ტურში შერჩეული ახალგზარდები კი საკუთარ ქვეყანასა და ნაშრომს აპრილში დაგეგმილ ფინალურ გამოფენაზე წარადგენენ.
„წელს განსაკუთრებით საინტერესო პროექტებს ველოდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ განსაკუთრებულ იმედებს ქართველ მოსწავლეებზე ვამყარებთ, რომლებსაც უკვე შეუძლიათ საკუთარი პროექტების შემოტანა IYIPO-ს კონკურსზე. ჟიურის მიერ შერჩეული პროექტების ავტორებს საშუალება ექნებათ ფინალურ გამოფენაზე საკუთარი მიღწევები ჟიურის გარდა უცხოელ თანატოლებსა და ქვეყნის სტუმრებსაც გააცნონ“ - განაცხადა პროექტის პიარ-კოორდინატორმა მაიკო ჩიტაშვილმა.
წელს IYIPO ქართველ და უცხოელ მონაწილეებს მორიგ სიახლეს სთავაზობს. მიმდინარე წლიდან  არსებული სექციების გარდა მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი გამოგონება ან კვლევა წარადგინონ ეკოლოგიის მიმართულებითაც, რომელიც წელს ბიოლოგიის განყოფილებას დაემატება. ტრადიციულად კი კვლავ შეფასდება ნაშრომები ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, ინფორმატიკასა და ინჟინერიაში.  ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 17 მარტამდე შეუძლიათ ვებ გვერდზე www.iyipo.ge. 

შემოსული პროექტები სპეციალური ჟიურის მიერ შეფასდება და საუკეთესო მოსწავლეები უცხოელ ნორჩ გამომგონებლებთან ერთად 21-23 აპრილს დაგეგმილ ფინალში იასპარეზებენ.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 17 მარტამდე გაგრძელდება.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა  ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, ფართო წრეებს გააცნოს საკუთარი მიღწევები და ნოვატორული პროექტები. ოლიმპიადა, ერთი მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებული ბიზნეს იდეების განვითარებას, მომავალი თაობის წახალისებას, მათ წიგნიერებისა და მეცნიერებისაკენ სწრაფვას. საერთაშორისო ოლიმპიადა აერთიანებს მრავალ ქვეყანას, აახლოებს სხვადსხვა ქვეყნის მეცნიერებსა და კულტურებს.
ოლიმპიადის შესახებ:
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა - IYIPO ყოველ წლიურად გაზაფხულზე იმართება. ტრადიციულად პროექტის ფინალში 200-ზე მეტი ნორჩი გამომგინებელი იღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ოლიმპიადაში მონაწილეობის საშუალება ეძლევა VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება  ან ინოვაციური პროექტი აქვს. ოლიმპიადის სექციები  შემდეგ დისციპლინებს მოიცავს:  ქიმია, ბიოლოგია-ეკოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

ახალი საგანმანათლებლო რესურსები სსსმ მოსწავლეებისთვის

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2015 11:46

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა წინასაახალწლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს უმასპინძლა. ღონისძიებაზე, თამარ სანიკიძემ მოწვეულ სტუმრებს უსინათლო და სმენის არმქონე მოსწავლეებისთვის დაბეჭდილი ახალი საგანმანათლებლო რესურსები წარუდგინა და მოკლედ ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხორციელდება, მათ შორის იმ პროექტებზე, რომელიც ამ მოზარდების სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართავას, მათი საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფას და სოციუმში მათ ინტეგრაციას ითვალისწინებს.

პრეზენტაციის შემდეგ, მოსწავლეების მხიარულ საახალწლო განწყობაზე იზრუნეს ზ.ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“-ს საბავშვო ორკესტრის წევრებმა ირინა ოდიშარიას ხელმძღვანელობით და საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის მსახიობებმა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრებიც გადაეცათ.

2015 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა სმენადაქვეითებული და სმენისარმქონე, უსინათლო და სუსტადმხედველი მოსწავლეების განათლების ხელმისაწვდომლობის გაზრდა. 2015 წელს პროგრამის „მულტიდისციპლინური გუნდების ხელშეწყობის“ ფარგლებში, უსინათლო მოსწავლეებისთვის ქიმიასა და ბიოლოგიაში შეიქმნა და დაიბეჭდა ტაქტილური (რელიეფური) საგანმანათლებლო დამხმარე სახელმძღვანელოები. არსებული დამხმარე რესურსის საშუალებით უსინათლო მოსწავლე შეძლებს ზემოაღნიშნულ საგნებში ხელის შეხებით შეიგრძნოს სახელმძღვანელოებში დაბეჭდილი გამოსახულებები, ასევე ტექსტებში მოყვანილი უჯრედებისა და ნივთიერებების აგებულება. ანალოგიური სასწავლო რესურსი არასდროს იყო ხელმისაწვდომი ჩვენი მოსწავლეებისთვის, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უსინათლო ბავშვებისთვის ხელშესახები და აღქმადი ხდება მათთვის აქამდე მხოლოდ წარმოდგენაში არსებული მოვლენები, ქიმიური ელემენტები, სხეულები და ა.შ.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სმენისარმქონე და სმენადაქვეითებული მოსწავლეების განათლების განვითარების მიმართულებით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა და ტარდება ტრენინგ მოდული მშობლებისთვის ჟესტურ ენაში. 2015 წლიდან ხმოვან მშობელს, რომელთაც ჰყავთ სმენისარმქონე შვილები, საშუალება მიეცათ უფასოდ შეისწავლონ ჟესტური ენა და მარტივად შეძლონ კომინიკაციის დამყარება საკუთარ შვილებთან. ასევე სმენადაქვეითებული

ორგანიზაციამ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ 2015 წელს პროქტის “კითხვა უკეთესი მომავლისათვის” ფარგლებში, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, შექმნა სპეციალური მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო რესურსების ნაკრებს სმენისარმქონე და სმენადაქვეითებული მოზარდებისათვის.

 

შშმ-მოსწავლეებს სპეციალური ავტობუსი მოემსახურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 17:25

განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს სპეციალური ავტობუსი მოემსახურება. ორი ადაპტირებული მიკროავტობუსის შეძენა თბილისის მერიის მიერ განხორციელდა და განათლების სამინისტროსთან ერთად, ოთხი საჯარო სკოლა შეირჩა. 

მიკროავტობუსი დავით ნარმანიამ და თამარ სანიკიძემ 87-ე საჯარო სკოლას პირადად გადასცეს. 

აღნიშნული სერვისით ამ ეტაპზე 14 განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე ისარგებლებს. ტრანსპორტირებისა და  ექსპლუატაციის ხარჯებს მერია სრულად დაფარავს. 

2016 წელს დაგეგმილია გეოგრაფიული არეალის გაზრდა და დამატებით 6 ადაპტირებული ტრანსპორტის შესყიდვა, რაც კიდევ უფრო აამაღლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მობილურობასა და სასწავლო პროცესებში ჩართულობის ხარისხს.

გვერდი 1/ 2-დან

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური