შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის ვიდეო კონკურსს აცხადებს

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018 10:26

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მე-10, მე-11, მე-12 კლასელებისთვის ვიდეო კონკურსს აცხადებს.

თუ ხარ კრეატიული, გაქვს საინტერესო იდეები და გგონია, რომ შენ სკოლაში ისეთი ამბები ხდება, რომ სხვებსაც გსურს გაუზიარო; ამასთან, ფულად პრიზსა და 50%-იან საგრანტო ვაუჩერზეც არ იტყოდი უარს. მიიღე მონაწილეობა იბსუს ახალ ვიდეო კონკურსში. ჩვენ საინტერესო ნამუშევრების მოლოდინი გვაქვს.

კონკურსში მონაწილეობის წესები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეგიძლია, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, – თანასკოლელებისგან დაკომპლექტებული გუნდით (მაქსიმუმ 5 მოსწავლე).

აირჩიე შემოთავაზებული თემიდან ერთ-ერთი, რომელიც შენი სკოლის საუკეთესო მხარეს წარმოაჩენს, გადაიღე (მობილურით, სამოყვარულო ან პროფესიონალური კამერით) მაქსიმუმ 3-დან 4 წუთამდე ვიდეო შემდეგ საკითხებზე:

ჩემი სკოლის ერთი დღე

ღია გაკვეთილი სკოლაში

თანასწორობა/ტოლერანტობა ჩემს სკოლაში

ინკლუზიური განათლება ჩემს სკოლაში

ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემს სკოლაში

თავისუფალი თემა

გადაღებული ვიდეო ატვირთე youtube – ის არხზე გამოგვიგზავნე ბმული მითითებულ გრაფაში.


პრიზები

პირველი ადგილი – 1000 ლარი

მეორე ადგილი – 700 ლარი

მესამე ადგილი – 500 ლარი

გუნდის ლიდერები,ასევე, დასაჩუქრდებიან ბიბლუსის 100 ლარიანი ვაუჩერებით.

ვიდეოს ატვირთვის ბოლო ვადა (დედლაინი) – 16 მარტი, 18:00 სთ.

სარეგისტრაციო ბმული: https://abiturienti.ibsu.edu.ge/registration/

მოსწავლის ძველი სამგზავრო ბარათების მოქმედება 20 ნოემბერს შეწყდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 14:49

თბილისში რეგისტრირებული მოსწავლეების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობის ძველი ბარათების მოქმედება 20 ნოემბერს შეწყდება. 

თბილისის მერიასა და „საქართველოს ბანკს" შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, სექტემბრიდან  საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსწავლეთა უფასო მგზავრობის ახალი, იდენტიფიცირებული 53 ათასი უფასო სამგზავრო ბარათი გაიცა. 

მოსწავლის მშობელმა ან უფლებამოსილმა პირმა ახალი სამგზავრო ბარათის ასაღებად უნდა მიმართოს თბილისში „საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრებს (გარდა „ექსპრეს-ბანკის“ ფილიალებისა). 

მოსწავლეებს ავტობუსით, მეტროთი და საბაგირო გზით უფასო მგზავრობის გარდა, ბარათზე თანხის ჩატვირთვის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ ბარათი გამოიყენონ სკოლის სასადილოში. გარდა ამისა, ბარათის მფლობელი შეღავთიანი ფასით ისარგებლებს სავაჭრო ცენტრებში, მათ შორის, წიგნის მაღაზიებში, ასევე:

  • მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაერთოს „საქართველოს ბანკის“  sCool Card-ის სკოლის სპეციალურ ტრენინგებში;
  • დააგროვოს sCool-ები მაღაზიებში გადახდისას. დაგროვილი ქულები კი, სასურველ ნივთებში გადაცვალოს.

 

სულ, თბილისის მერია, 26 კატეგორიის 600 ათასამდე მოქალაქისთვის გასცემს მეტროთი და ავტო-ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობის პლასტიკურ ბარათებს, რაც მომავალშიც იგევე რეჟიმში გაგრძელდება.

წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გრძელდება

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 15:13

წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, გურიის რეგიონის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

2015 წელს, მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1970 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება. პროგრამის ბენეფიციარები არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2014-2015 სასწავლო წელს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს. შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება წარჩინებულ მოსწავლეთა რიცხვი. შესაბამისად, გაზრდილია წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა გურიის რეგიონშიც, წელს 47 მოსწავლე დასაჩუქრდა.

 

რუსთავში სკოლის მოსწავლეები მოიწამლნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 17:21

მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევა რუსთავში - ინფექციურ საავადმყოფოში 6 სკოლის მოსწავლე მიიყვანეს. ყველა მათგანი მოწამლულია. 

შემთხვევა მე-14 საჯარო სკოლაში მოხდა. სკოლის დირექცია აცხადებს, რომ ბავშვებმა შესვენებაზე სკოლის სასადილოში პიცა მიირთვეს და სწორედ მას შემდეგ გახდნენ ცუდად. 

მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი სტაციონარში განაგრძობენ მკურნალობას.

ისანი-სამგორის რაიონში 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 18 აგვისტო 2015 12:17

103-ე სკოლა მრავალრიცხოვან მეტრომშენის დასახლებაში შენდება. სკოლის ძველი ავარიული შენობის დემონტაჟი ქალაქის მერიასთან ერთად განხორციელდა და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

103-ე საჯარო სკოლის მშენებლობა ერთ-ერთი მასტაბური პროექტია, რომლის ანალოგიური პროექტი ათეული წლებია დედაქალაქში არ განხორციელებულა. სკოლის ახალი შენობა, რომელიც 2016-2017 სასწავლო წლიდან შევა ექსპლუატაციაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება - გათბობის სისტემით, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკით, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით, სკოლა იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყობა პანდუსები, ლიფტი როგორც მთავარ ასევე, სპორტული დარბაზის შესასვლელებში. ადაპტირებული იქნება სველი წერტილებიც. სკოლას  ექნება ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. პროექტზე ხუთი მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება.

103-ე საჯარო სკოლა ორსექტორიანია-ქართული და სომხური. სკოლის მოსწავლეები დროებით, თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში აგრძელებს სწავლას. მოსწავლეთა ტრანსპორტირებას სამინისტროს მიერ დანიშნული სასკოლო ავტობუსი ახორციელებს.

 

 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური