"აქტუალური თემა"-ანონსი

გამოქვეყნებულია ანონსი
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 18:44

შესთავაზა თუ არა დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა და რა ინფორმაციის გახმოვანებას აპირებენ რესპუბლიკელები? დაპირისპირება ექსპრემიერსა და რესპუბლიკელებს შორის გრძელდება. "აქტუალური თემის" ტუმარი იქნება რესპუბლიკური პარტიის წევრი, პარლამენტარი თამარ კორძაია.
გრძელდება თუ არა ისევ თავლთალი და მიყურადება, ვინ დგას ბურჭულაძე-გვარამიას ფარული ჩანაწერების უკან და რატომ ტოვებენ ბურჭულაძის პარტიას მისი ახლა უკვე  ყოფილი თანააგუნდელები. "აქტუალური თემის" შეკითხვებს „ბუჭულაძე- სახლემწიფო ხალხისთვის“ პარტიის წევრი. გიორგი პაპავა და პარტიის ერთ- ერთი ყოფილი ლიდერი, გიორგი რუხაძე უპასუხებენ.
უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმიენთ რადიო სტარეფემზე, დღეს 16 სექტემბერს, 21 საათსა და 30 წუთზე. 

დავით ბაქრაძე პრეზიდენტის მოსმენაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 15:40

პრემიერმინისტრის ადმინისტრაცია ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადებით ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას დაესწრება. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კი მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ამ საკითხზე კომენტარები გააკეთეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული დაესწრებიან თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას და ამის შესახებ უნდა მიღებულიყო ერთობლივი გადაწყვეტილება.

“ჩემს პირად გადაწყვეტილებას დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ, ვნახავ გრაფიკს და ასევე იმ გადაწყვეტილებას, თუ რა იღება მიღებული ჩემს კოლეგებთან ერთად,“ - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

განათლების მინისტრის განმარტებით, პრეზიდენტის მოსმენა საინტერესო იქნება. თამარ სანიკიძის თქმით, კონსტიტუცია მათ დასწრებას არ ავალდებულებს, თუმცა ამის სურვილი ნამდვილად აქვთ.

"ეს არ არის ის თემა, რომელთან დაკავშირებითაც ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ განსაკუთრებული სააჟიოტაჟო მოგცეთ ჟურნალისტებს," - აღნიშნა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ. 

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს მიმართავს. 

პარლამენტში მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვის ინიციატივა დამტკიცდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 10:26

პარლამენტმა, პირველი მოსმენით – 55 მომხრე, 1 – წინააღმდეგი, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მაღალი რანგის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვას ითვალისწინებს.
საუბარია დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის კანონპროექტზე, რომელიც ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელებას "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში გულისხმობს. 
პირველი მოსმენით მიღებული პროექტის მიხედვით, 2017 წლის 1-ელ იანვრამდე ("საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის ძალაში შესვლამდე), პრემიის მიღების უფლება შემდეგ თანამდებობის პირებს შეუჩერდებათ: საქართველოს პარლამენტის წევრებს, მინისტრებს და მის მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს; შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრებს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; გუბერნატორებს და მის მოადგილეებს; მოსამართლებს; მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს; საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერებსა და გემგებლებს. ჯამში, საუბარია 746 თანამდებობის პირზე.
ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობაში აზრები გაყოფილია. კოლეგების ნაწილი ინიციატორს მხარს უჭერს, თუმცა უმრავლესობის ნაწილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ პრემიის აღების უფლება კანონით შეზღუდული არ უნდა იყოს და ამ თვალსაზრისით საკმარისია თვითშეზღუდვა და პოლიტიკური ნების არსებობა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური