მოსკოვმა უკრაინული საქონლის ტრანზიტი რუსეთის ტერიტორიაზე სრულად აკრძალა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 05 იანვარი 2016 13:07

ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინული საქონლის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სრულად აკრძალა. ინფორმაციას ამის თაობაზე უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროში ავრცელებენ. სრული აკრძალვა ოთხი იანვრიდან გააქტიურდა, თუმცა გადაწყვეტილება ოფიციალურად, 2016 წლის პირველ იანვარს შევიდა ძალაში. როგორც სამინისტროში იუწყებიან, აკრძალვა გაუმართლებელი და დისკრიმინაციულია და ის წარმოადგენს იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელიც რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით ეკისრებოდა. ასევე, 2011 წლის 18 ოქტომბრის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმების მიხედვით, ამ ნაბიჯის გადადგმა მოსკოვის მხრიდან დაუშვებელი იყო. 

საზარელი შემთხვევა მოსკოვში-ქმარმა დეპუტატი ცოლი მანქანაში ააფეთქა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 18:11

მოსკოვში სამართალდამცავებმა 30 წლის რუსი დეპუტატი ოქსანა ბობროვსკაია თავის მეუღლესთან ერთად მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 3 დღის წინ ნოვოსიბირსკში მოხდა. არსებული ინფორმაციით მანქანაში ბომბი აფეთქდა, რომელიც დეპუტატის ქმარმა აამოქმედა. სამართალდამცავები ტერორისტულ აქვს გამორიცხავენ და მომხდარს ოჯახურ პრობლემებს უკავშირებენ. რუსული მედია თვითმხილველებზე და სამართალდამცავებზე დაყრდნობით კი წერს, რომ წყვილმა ინციდენტამდე იჩხუბა. ცნობილი გახდა ისიც, რომ ქმარი დეპუტატს მდიდარ საყვარელთან ღალატში ადანაშაულებდა. კრიმინალისტებმა გარდაცლილები მანქანიდან ნახევრად შიშვლები გადმოიყვანეს. ოქსანა ბობროვსკაია ვლადიმერ პუტინის „გაერთიანებული რუსეთის პარტიის“ დეპუტატი იყო, ციმბირის ყველაზე დიდ ქალაქში, ნოვოსიბირსკში. გარდაცვლილებს ოთხი წლის გოგონა დარჩათ.

მოსკოვი ანკარას სავაჭრო ომს უცხადებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 14:13

სამხედრო თანამშრომლობის გაწყვეტის შემდეგ მოსკოვი ანკარას სავაჭრო ომს უცხადებს. რუსეთი თურქული პროდუქციის იმპორტზე კონტროლს აძლიერებს, დამატებითი შემოწმება ჩაუტარდება საქონელს საზღვარზეც. ეს ეხება, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ასევე ტანსაცმელსა და სარეცხ საშუალებებს.

შესაძლოა რუსეთმა თურქეთიდან ავტონაწილების შეტანაც შეზღუდოს. უკვე გაუქმდა დეკემბერში დაგეგნილი რუსეთ-თურქეთის სამიტი პეტერბურგში.

პარალელურად, რუსეთის გენშტაბი სირიაში საკუთარი ძალების გაძლიერებას გეგმავს. გავრცელებული ცნობით, ოფიციალური მოსკოვი სირიაში დამატებით 12-მდე თვითმფრინავს აგზავნის, მიზანი კი რუსული ბომბდამშენების დაცვა იქნება.

მოსკოვში თურქეთის საელჩოს ქვები და კვერცხები ესროლეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2015 17:31

მოსკოვში თურქეთის საელჩოს ქვები, კვერცხები და საღებავის ქილები ესროლეს.რუსების პროტესტი თურქეთში გუშინ ჩამოგდებულმა რუსეთის სამხედრო ვეტრმფრენმა გამოიწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა შენობის რამდენიმე მინა ჩაამსხვრიეს.
აქციაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათი ქმედებების შედეგად კი საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.
თურქეთში გუშინ რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. შემთხვევა თურქეთ–სირიის საზღვარზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად კი თვითმფრინავმა ფრენა გააგრძელა, რის შემდეგაც ის ჩამოაგდეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი ,,ზურგში დარტყმად“ შეაფასა და განაცხადა, რომ მომხდარი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.

რუსული ფლოტი სირიაში ფრანგულ ფლოტს დაეხმარება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 13:46

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, მან ბრძანება გასცა, რომ სირიის სანაპიროების მახლობლად მოპატრულე რუსულმა ფლოტმა სირიაში ჩასულ ფრანგული ავიამზიდის, "Charles de Gaulle"-ის ეკიპაჟს ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს და ისინი მოკავშირედ მიიღოს.

მისივე თქმით, ფრანგული და რუსული საზღვაო ფლოტები ამჟამად სირიაში ერთობლივი ოპერაციების განხორციელებაზეც მუშაობენ და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებასაც გეგმავენ, რის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს თავის ფრანგ კოლეგა ფრანსუა ოლანდთან სატელეფონო საუბრის დროს.

“ჩვენ ამ ერთობლივი გეგმებისა და ოპერაციების შესახებ კონკრეტულად ვიმსჯელებთ მომავალ კვირას ფრანსუა ოლანდის მოსკოვში ვიზიტის დროს“, აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ამ დროს ცნობილი გახდა ისიც, რომ ფრანგულმა ავიაციამ სირიის ქალაქ რაკკის მიდამოებში არსებული ისლამური სახელმწიფოს პოზიციები გუშინ მესამედ დაბომბა და მოწინააღმდეგის 200-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა.

სირიის ოპოზიცია მოსკოვის მიერ შემუშავებულ გეგმას უარყოფს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 14:25

სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები მოსკოვის მიერ შემუშავებულ კრიზისის დარეგულირების გეგმას უარყოფენ და კრემლს ასადის ხელისუფლებაში დატოვების მცდელობაში ადანაშაულებენ. 

სააგენტო ,,როიტერის’’ ინფორმაციით, დოკუმენტის ასლი, ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში, რომლის თანახმად, სირიის ხელისუფლებამ და ოპოციზიამ, მომდევნო წლინახევრის განმავლობაში, კონსტიტუციური რეფორმების გატარებაზე შეთანხმება უნდა შეძლონ და ვადამდელი არჩევნები დანიშნონ. 

ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ფუნქციებსაც შეითავსებს. 

რუსულ გეგმაში აღნიშნული არ არის, მოიაზრება თუ არა მოქმედი პრეზიდენტი გარდამავალ პერიოდში ქვეყნის მეთაურად. 

14 ნოემბერს, ვენაში სირიის კრიზისზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 6 ქვეყანა, არაბული ლიგა, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, გაერო და უმაღლესი ევროკომისარი.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური