პსპ დაზღვევა მოსახლეობას სთავაზობს სრულიად ახალ, სტომატოლოგიის დაზღვევის ინოვაციურ და უნიკალურ პროდუქტს - პსპ დენტი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 10:18

პსპ დაზღვევა სრულიად ახალი, სტომატოლოგიური დაზღვევის ინოვაციური და უნიკალური პროექტი „პსპ დენტი“ შესთავაზა მოსახლეობას. პროექტი უალტერნატივოა და მას ანალოგი არ აქვს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.

პროდუქტის უნიკალურობას განაპირობებს 3 უმნიშვნელოვანესი ფაქტორი:

  1. პსპ დენტი  ფარავს კონკრეტულად სტომატოლოგიურ მომსახურებას სრულად, გამონაკლისის გარეშე;
  2.  სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი მოქალაქესთვის ასაკის შეუზღუდავად;
  3. პროდუქტი განკუთვნილია, როგორც დაზღვევის არ მქონე, ასევე დაზღვევის სხვადასხვა პროგრამით მოსარგებლე პირთათვის;

“პსპ დაზღვევის პორტფელის დიდი წილი შედგება კორპორატიული დაზღვევის კომპონენტისგან. თუმცა, კომპანიის სტრატეგიაა განავითაროს საცალო პროდუქტები, რადგან შესაბამისი პროდუქტი ბაზარზე ძალიან მწირია,  მოთხოვნა კი საკმაოდ დიდი. შესაბამისად, კომპანია აქტიურად მუშაობს  ამ მიმართულების განვითარებაზე და  სწორედ ამიტომ, პსპ დაზღვევამ შეიმუშავა ახალი, სრულიად ინოვაციური  და უნიკალური პროდუქტი „პსპ დენტი“, რომელიც ითვალისწინებს სტომატოლოგიური მომსახურების დაზღვევას და რომლის ანალოგიც სადაზღვევო ბაზარზე არ გვაქვს. ვფიქრობთ, პსპ დენტი მალე მოიპოვებს საზოგადოების დაინტერესებასა და მოწონებას“.- აცხადებენ პსპ დაზღვევაში.

2010 წლიდან „პსპ დაზღვევა“  მომხმარებელს მუდმივად  სთავაზობს განსხვავებულ  სერვისებს და ახალ პროდუქტებს, იცავს მომსახურების მაღალ სტანდარტს და სამართლიანად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას. (R)

მიხეილ ჯანელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის პირობები გაითვალისწინოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 17:26

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის პირობები გაითვალისწინოს. როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესი მიმდინარეობს ძალიან თავისუფლად. 
"მაქსიმალურად ხდება ჩვენი მოქალაქეების შესვლა და სარგებლობა უვიზო რეჟიმით. არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც დოკუმენტები არ არის წესრიგში, თუმცა ეს არის ცალკეული შემთხვევები. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ის პირობები, რასაც ჰქვია ევროკავშირში უვიზოდ შესვლის მიზნობრიობა, უკან დაბრუნების შესაბამისი ბილეთი, ასევე ევროკავშირში ყოფნის პერიოდში მათი ყოფნის უზრუნველყოფის თანხა. ასევე უნდა შეძლონ წარმოდგენა დოკუმენტაციის, რომელიც ადასტურებს მათი ყოფნის პერიოდში სასტუმროს თუ მიმღები მხარის თანხმობას", - განაცხადა ჯანელიძემ.

რუსლან გაჯიევი ბაითალოსა და ბეითარაფჩის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 14:25

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად  ბაითალოსა და ბეითარაფჩის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

 „ძვირფასო ამომრჩევლობო, მე პირადად ძალიან მოხარული ვარ თვენთან შეხვედრით. დიდ მადლობას გიხდით ასეთი თბილი დახვედრისათვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თქვენ აქ ხართ, ჩემს გვერდით, მოსული ხართ ჩემს მოსასმენად. მე გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით. მე ვიქნები თქვენი ხმა პარლამენტში. ჩემი პარლამენტარობისადმი მიდგომას თქვენ იგრძნობთ ჩემი დებუტატობის პირველივე წელს. არ ვიქნები ისეთი დებუტატი, რომელიც მხოლოდ კაბინეტში იქნება“, - აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რუსლან გაჯიევმა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება, რომელიც უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

 

შოთა ხაბარელი ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 14:16

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მე-13 ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იგი ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათი თხოვნები მოისმინა.

 „ჩვენ ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან და კარგად ვიცნობთ თქვენს პრობლემებს,  მე მზად ვარ მოვისმინო და გავიზიარო ყველა ის თხოვნა, რაც დღეს მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს“,- განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

ლილუაშვილის შეხვედრა მოსახლეობასთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 19 სექტემბერი 2016 11:51

„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“  ვანისა  და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. გრიგოლ ლილუაშვილმა ამომრჩევლებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  საარჩევნო პროგრამა  სიმბოლურად 2011 წლის 26 მაისს, საპროტესტო აქციაზე დაღუპული, სულიკო ასათიანის ოჯახში გააცნო. ოჯახის დიასახლისის განმარტებით მას სურვილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის თავად ემასპინძლა, რადგან მისი მეუღლე შეეწირა რეჟიმს, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ ძალისხმევით დასრულდა.

   შეხვედრაზე ადგილობრივებმა გრიგოლ ლილუაშვილთან ღვარსადენის მოწესრიგებზე ისაუბრეს, რადგან მათივე განმარტებით წვიმების სეზონზე ღვარსადენი მთიდან ჩამომდინარე წყლის გატარებას ვერ ასწრებს და საცხოვრებელ ფართებს და სასოფლო სამეურნეო  მიწებს საფრთხეს უქმნის.  კანდიდატი ადგილზე გაეცნო სოფელ ციხესულორის მოსახლეობის მოთხოვნას და მათ დახმარებას დაჰპირდა.

 

თალაკვაძე სოფელ მერიის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 19 სექტემბერი 2016 11:44

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ მერიის მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე, ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სექტორებზე.

 „მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. გპირდებით,  იმედებს აუცილებლად გაგიმართლებთ და ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის განვითარება და გაძლიერება, ახალი სამუშაო ადგილები და სოციალური კეთილდღეობა. რაც შესაძლებელია შევძლებთ და შეუძლებელსაც შევეჭიდებით“ - მიმართა არჩილ თალაკვაძემ სოფელ მერიის მოსახლეობას.

ევროპელებს საკუთარ ქვეყნებში განათლების სისტემა არ მოსწონთ

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 2016 16:58

„Sputnik.მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, იტალიის (64%), საფრანგეთისა (63%) და გერმანიის (54%) მოსახლეობის უმრავლესობა თავის ქვეყანაში დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემით უკმაყოფილოა. განათლების სისტემით კმაყოფილი ფრანგების მხოლოდ 28%, იტალიელების 31% და გერმანელების 41%-ია. მათი რაოდენობა, ვინც კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო, საფრანგეთში 9% და იტალიასა და გერმანია — 5%-5% შეადგინა. მონაცემები მიღებულია კვლევითი კომპანია Ifop-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელიც საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის შეკვეთით ჩატარდა.

იტალიაში დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემით უკმაყოფილო მცხოვრებლების რაოდენობა დიდია როგორც 18-დან 34 წლამდე ასაკის (62% უკმაყოფილო და 33% — კმაყოფილი), ისე 35 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაში (65% 30%-ის წინააღმდეგ). ორივე ასაკობრივ ჯგუფში „არ ვიცი“ უპასუხა 5%-მა. საფრანგეთში ასევე არსებითი განსხვავებაა 35-წლამდე და 35 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფების პასუხებში. 35 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში განათლების სისტემით უკმაყოფილოა რესპონდენტების 53%, კმაყოფილია 37%, „არ ვიცი“ უპასუხა 10%-მა. 35წელს ზევით ასაკის რესპონდენტებში უკმაყოფილო აღმოჩნდა 66%, კმაყოფილი — 25%, ხოლო 9%-მა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არა აქვს.

გერმანიაში საკმაო სხვაობაა მამაკაცებისა და ქალების მიერ გაცემულ პასუხებში. გამოკითხულ ქალთა 57% უკმაყოფილოა საშუალო და დაწყებითი განათლების დონით, 38% კმაყოფილია, ხოლო 5%-მა კითხვაზე „არ ვიცი“ უპასუხა. მამაკაცებს შორის ანალოგიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება — 50%, 45% და 5%. 35 წლამდე ასაკის რესპონდენტების ნახევარი განათლების სისტემით კმაყოფილია, უკმაყოფილოა გამოკითხულთა 47%-ზე ნაკლები და „არ ვიცი“ პასუხი მხოლოდ 3%-მა დააფიქსირა. 35 წლის ზემოთ ასაკის რესპონდენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ განათლების სისტემასთან დაკავშირებით — 56%, წინააღმდეგია 38% და 6%-ს ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს.
დასავლეთ გერმანიის მაცხოვრებლები, რომელთაც არ მოსწონთ განათლების სისტემა, 51%-ს შეადგენენ, კმაყოფილი გამოკითხულთა 44%-ია და „არ ვიცი“ 5%-მა დააფიქსირა. აღმისავლეთ გერმანიაში განათლების სისტემით უკმაყოფილოთა რიცხვი დიდია —61%, წინააღმდეგი — 33% და 6%-მა კითხვაზე „არ ვიცი“ უპასუხა. ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი, სადაც ნეგატიურად არიან განწყობილი არსებული განათლების სისტემით, ბერლინია — 74%. დაწყებითი და საშუალო განათლების დონის წინააღმდეგია 24%, ხოლო პასუხი „არ ვიცი“ 2%-მა დააფიქსირა.

გამოკითხვა 2016 წლის 28 ივნისიდან 4 ივლისის პერიოდში კვლევითმა კომპანია IFop-მა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3006-მა რესპონდენტმა მიიღო, გერმანიიდან (1000), საფრანგეთიდან (1004) და იტალიიდან(1002). შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.


ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და Forsa. „Sputnik.მნენიას» პროექტის ფარგლებში ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 11:09

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძეა-„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. „ბატონი გოჩა გახლავთ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი. ძალიან გამოცდილი, საქმის ერთგული კაცია. დარწმუნებული ვარ, გაერთიანებული ოლქის წარმომადგენლობა ბატონი გოჩას პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გაზრდის და ერთი წუთით არ მოაკლებს ყურადღებას თქვენი ინტრესების დაცვას“,-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობას განზრახული აქვს, რომ სხვა რაიონების მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად შეძლებისდაგვარად იყოს დაკმაყოფილებული პროპორციული სიის შემადგენლობაში, ვინაიდან საქართველოს რეგიონები არ შეიძლება, ასე დაჯამდეს მათემატიკურად.
„ამიტომ ვიფქრობთ, რომ სვანეთს, ლენტეხს, ცაგერს შესაძლოა, ყავდეს პროპორციულ სიაში საკუთარი წარმომადგენლები. მიგვაჩნია, რომ რეგიონები მაქსიმულურად ძლიერად უნდა იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა; წელს, წლის ბოლომდე, აუცილებლად დასრულდება ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობა.
„ეს იქნება ამ რეგიონის ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მძლავრი ბიძგი. დაწყებულია უკვე პროექტირება. შევეცდებით, ისე დაპროექტდეს ეს აეროდრომი, რომ მიიღოს არა მხოლოდ პატარა ზომის, არამედ საშუალო ზომის, 50 მგზავრიანი თვითმფრინავები. ყოველ შემთხვევაში, წინასწარი დასკვნები ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას იძლევა. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის, ადგილობრივი ოჯახური სასტუმროებისთვის და ასევე ინვესტორებისთვის, რომ რაჭასა და მიმდებარე რეგიონებში დამატებითი ინვესტიციები იყოს მოზიდული. ჩვენ ასევე აუცილებლად დავასრულებთ გენერალურ დაგეგმარებას შაორის ტბის მიმდებარედ ტურისტული კომპლექსის განვითარების ისე, რომ ეს ზონა, მაქსიმალურად, ჩაეწეროს ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაში, ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და ისე, რომ ადგილობრივი ლანდშაპტის ელფერი არ შეიცვლოს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ სვანეთში დაწყებული პროექტები, მათ შორის მესტიაში ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ტრასების, სასტუმრო კომპლექსების განვითარება გაგრძელდება.
გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საჩხერის გავლით გომიდან რაჭამდე მიმავალი პირდაპირი გზის მშენებლობაზე.
„ამის პირობას ვდებთ, რომ წელს, წლის ბოლომდე, დასრულდება პროექტირება და მომავალ წელს დაიწყება სამუშაოები. რა თქმა უნდა, ასევე აუცილებლად უნდა გაკეთდეს ქუთაისიდან სვანეთისკენ მიმავალი გზა. სერიოზულად ვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობას იმისათვის, რომ ამ რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტული ნაკადებით. ყველაფერს ამას მეგობრებო, აუცილებლად განვახორციელებთ. პირობას ვდებთ, რომ თითოეული სიტყვა აქ ნათქვამი, აუცილებლად შესრულდება, მაგრამ ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ჩვენ გვჭირდება ის, რომ გადავლახოთ გათითოკაცების გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, დავდგეთ ერთად იმისათვის, რომ ამ მშვენიერმა ბავშვებმა მართლაც ისუნთქონ უკეთესი ჰაერი, ნახონ უკეთესი გაფერადებული და აგუგუნებული საქართველო“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული ძეგლები, სამთო-სათხილამური კურორტები, დასასვენებელი ადგილები ტურიზმის განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა, რომელთა მთლიანად ათვისება თვისებრივად შეცვლის ადგილობრივი მოსახლების ცხოვრების დონეს.
„მაგალითისთვის მოვიყვან შაორის ტბას, რომელიც თავისი არაჩვეულებრივი მდებარეობითა და შესანიშნავი ხედებით უამრავ ტურისტს იზიდავს. ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს ამ ტურისტული ზონის განვითარებას. დღეს სახელმწიფოს ხელშეწყობით, პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, შენდება ახალი, ძალიან ლამაზი, თანამედროვე ტიპის სასტუმრო. ეს იქნება პირველი ასეთი ტურისტული ინფრასტრუქტურა; და, დარწმუნებული ვარ, მას კიდევ ბევრი სხვა შეემატება, ჩამოვა მეტი სტუმარი, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და გაჩნდება შემოსავლის დამატებითი წყარო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაჭა გამოცოცხლდეს და შეჩერდეს სოფლების დაცლის პროცესი“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ ადამიანებზე საუბარს, რომლებიც არასოდეს ტოვებენ საკუთარ სახლ-კარს და ინახავენ მთას.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მთის კანონს და აღნიშნა, რომ უკვე პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მეწარმეები; სპეციალური სოციალური პაკეტით უკვე სარგებლობენ ახალგაზრდა ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მიერ ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარების მიზნით ხელისუფლების უპრეცენდენტოდ მაღალ ყურადღებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო სასოწარკვეთილი ადამიანებისთვის სიცოცხლის იმედი დაებრუნებინა.
„ჩვენ შევძელით და დავძლიეთ ის პრობლემა, რაც ბევრ ჩვენზე ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანას ჯერაც არა აქვს გადაჭრილი - ყველას მივეცით მკურნალობის საშუალება, ჩვენ გადავარჩინეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე, სასოწარკვეთილ ადამიანებს დავუბრუნეთ სიცოცხლის იმედი. დიახ, ეს არის ის, რითაც ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ და თამამად შეგვიძლია შევხედოთ ხალხს თვალებში. ჩვენ დავეხმარეთ გლეხებს და ფერმერებს, არ დაგვიტოვებია თითქმის არც ერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი, არ დარჩენილა სოფლად არავინ, ვინც რაღაც სახით მაინც არ მიიღო სარგებელი, იქნება ეს სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, სასუქი, სათესლე მასალა თუ მცენარეთა მოვლის საშუალებები“,-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობის განსაკუთრებულ დაფასებას და აღნიშნა, რომ მთავრობა არც წელს დატოვებს არავის უყურადღებოდ. „ვერავინ ვერ გაიხსენებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისეთ ხელშეწყობასა და სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობის დაფასებას, როგორიც ჰქონდა რაჭა-ლეჩხუმს. რეგიონის მოსახლეობამ შემოსავლების სახით 22 მლნ ლარი მიიღო. ასეთმა დახმარებამ გლეხებს მისცა სტიმული, გაეშენებინათ ვენახი. დღეისათვის დარგულია ვაზის უძველესი და უნიკალური სახვანჭკარე ჯიშის ასეულობით ათასი ძირი. ჩვენ წელსაც დავეხმარებით მევენახეებს ყურძნის რეალიზაციაში“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ მთავრობას ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისათვის კონკრეტული, ნაბიჯებით გაწერილი გეგმა შემუშავებული აქვს. „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დავაღწიოთ თავი გაჭირვებას, რომ თითოეული ოჯახი, თითოეული თქვენგანი წელგამართული იყოს და არ ჰქონდეს ხვალინდელი დღის შიში. სწორედ ამიტომ თქვენი მხარდაჭერით გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ყველა დაწყებულ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. დიახ, დღეს სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ჩვენი სამშობლო გაძლიერდეს და ყოველი თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა! ჩვენ ამას ერთად აუცილებლად შევძლებთ! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დ ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს“-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე ამბროლაურში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მიმართა. კახა კალაძემ რეგიონის დიდ ენერგეტიკულ, სამრეწველო-ეკონომიკურ, სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ და სამკურნალო ტურიზმის პოტენციალზე ისაუბრა. „ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ და ბუნებისგან ბოძებული სიკეთეები, წინაპართა შრომით დღემდე მოტანილი სიმდიდრე, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობად ვაქციოთ! „ქართულმა ოცნებამ“ 2012-ში რეალური, და არა ვირტუალური, ქვეყნის შენება დაიწყო- ჩვენ ვიზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, თქვენი შვილების სწავლა-განათლებაზე, სკოლების, ბაღების რეაბილიტაციაზე, გზების შეკეთებაზე. ჩვენ მივიღეთ „მთის კანონი“, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მიგრაციის პროცესს მნიშვნელოვნად შეამცირებს და ამ უნიკალურ მხარეში ბევრ მშრომელ ადამიანს დააბრუნებს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. დამერწმუნებით, წლობით გაფუჭებულ საქმეს ერთი ხელის მოსმით ვერ გამოასწორებ. ბუნებრივმა სტიქიებმა თუ ადამიანურმა სისასტიკემ და გულგრილობამ ამ მხარეს დიდი დარტყმა მიაყენა. ჩვენ სიტუაციის გამოსწორება ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ - უპირველესად ადამიანები გავათავისუფლეთ, მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე ვიზრუნეთ და ვზრუნავთ დღესაც“,-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

რუსეთის მოსახლეობის ნაწილს მედვედევის გადადგომა სურს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 17:25

რუსეთის მოსახლეობის ნაწილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის გადადგომის ინიციატივით გამოდის. შესაბამისი მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც, რომელსაც უკვე მოაწერა ხაელი 140 000-ზე მეტმა ადამიანმა. ოთხ აგვისტოს გამოქვეყნებული პეტიციის ხელმომწერთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. რუსეთის მოქალაქეების უკმაყოფილება მედვედევის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმად ხელფასით უკმაყოფილო პედაგოგებს შეუძლიათ, პროფესია შეცვალონ და ბიზნესით დაკავდნენ. რუსული მედიის ცნობით, კრემლში პეტიციაზე რეაგირების საჭიროებას ჯერჯერობით ვერ ხედავენ. აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გუშინ განაცხადა.

ორხევის მოსახლეობა ყოფილი 22-ე პოლიკლინიკის აღდგენას ითხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2016 14:42

ორხევის მოსახლეობა ყოფილი 22-ე პოლიკლინიკის აღდგენას ითხოვს, რომლის დემონტაჟიც უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს.სამედიცინო დაწესებულება 2011 წელს ლილოს დასახლებაში არსებულ მე-16 პოლიკლინიკას შეუერთდა და მას შემდეგ ადგილობრივები სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩნენ.იმ შემთხვევაში, თუ არ აღდგება სამედიცინო მომსახურების მიწოდება, მოსახლეობა პროტესტის მწვავე ფორმას მიმართავს.აქცია პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის წევრის ბეჟან გუნავას ინიციატივით გაიმართა. სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა პეტიციაზე ხელმომწერების შეგროვება დაიწყო, რომელიც უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს გადაეგზავნება.„ეს არის ენით აღუწერელი, შემაშფოთებელი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მისათვის, რათა მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაისვას თანხები, რისი მეშვეობითაც იქნება აშენებული ორხევისათვის თანამედროვე სტანდარტების ევროპული პოლიკლინიკა,“ - განაცხადა ბეჟან გუნავამ.

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური