მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურა მასალებს ასაჯაროებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 07 თებერვალი 2017 14:30

საქართველოს მთავარი პროკურატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე - ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს:

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგები.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე წლის 14 იანვარს დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეების - ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები. 
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის: გამოიკითხნენ განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები ბ. ალავიძე და პ. ქათამაძე, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები, დათვალიერდა ხსენებული მოსამართლეების მობილური ტელეფონები, ჩატარებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ხსენებული მიმართვების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების განმახორციელებელი პირების დადგენის მიზნით.
ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები. 
ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ მიღებული მიმართვებისა და სატელეფონო შეტყობინებების შესახებ წერილობით აცნობეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. აღნიშნული ინფორმაცია და მასალები, როგორც აღინიშნა, შემდგომი რეაგირებისთვის გადმოგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.  გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოეგზავნათ უკრაინული მობილური ტელეფონის ნომრიდან. 
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოკითხვისას ორივე მოსამართლემ კატეგორიულად უარყო, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მანამდე ან მას შემდეგ, მათ საქმიანობაში ჩარევის ან/და ჩარევის მცდელობის სხვა რაიმე ფაქტის არსებობა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით.  გამოძიების ფარგლებში საქმეზე სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.
ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, თავად მოსამართლეთა თანხმობით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ასაჯაროებს უზენაესი სასამართლოდან შემოსულ მასალას, რომელიც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი, მათ შორის მოსამართლეებისთვის გაგზავნილ მიმართვებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს,"-  ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

მასალა იხილეთ ბმულზე: დოკუმენტი_1;
                                                     
დოკუმენტი_2;
                                                     
დოკუმენტი_3;
                                                     
დოკუმენტი_4;
                                                     დოკუმენტი_5;
                                                     
დოკუმენტი_6;
                                                     
დოკუმენტი_7;
                                                     
დოკუმენტი_8;
                                                     
დოკუმენტი_9;
 

თურქეთში გაერო-ს ტრიბუნალის წევრი მოსამართლე დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 17:18

თურქეთში გაერო-ს ტრიბუნალის წევრი მოსამართლე დააკავეს. აიდინ სეფა აკაის ბრალად 15 ივლისის გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა დასდეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ყოფილი იუგოსლავიისა და რაუნდის ტრიბუნალის წევრი ტეოდორ მერონი ავრცელებს.
მისი თქმით, ანკარამ მოსამართლე მათთან შეთანხმების გარეშე დააკავა, რაც საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.
″აიდინ სეფა აკაის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია და მასთან შეხვედრა მოვითხოვეთ, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ანკარისგან არანაირი ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია, რის გამოც ძალიან ვწუხვარ. ჩვენ ყველამ ვიცით თურქეთში რამდენი ადამიანი დააკავეს. ამიტომ, ბუნებრივია ჩემი კოლეგების გამო ვღელავ.″-განაცხადა მან.
მერონის თქმით, ანკარის ეს საქციელი იმას ნიშნავს, რომ თურქეთი გაერო-ს მიმართ თავის ვალდებულებებს არ ასრულებს.
″ეს ძალიან სერიოზული საკითხია. იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში პირველად რომელიმე ქვეყანამ გაეროს მოქმედი მოსამართლე დააკავა.″-აღნიშნა მერონმა.
მერონი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაეროს ინსტიტუტების ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და თურქეთს აიდინ სეფა აკაი სასწრაფოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
წყარო: http://www.bbc.com/turkce/37933223?ocid=socialflow_twitter

“უვადო პატიმრობა არაადეკვატური სასჯელია” – ნიკა გვარამია მაგდა პაპიძეზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 00:07

ნიკა გვარამია მაგდა პაპიძის საქმეს სოციალურ ქსელი ეხმაურება.

“ნამდვილად არ მიმიდევნებია თვალი მაგდა პაპიძის საქმისთვის. დეტალებსაც არ ვიცნობ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა:
1. თორმეტივე მსაჯულის ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის მჯერა
2. უვადო პატიმრობა არაადეკვატური სასჯელია და ვერანაირად ვერ დასაბუთდება რაციონალურად (“აბა შვილს რომ დედა მოკლავს” სენტიმენტალურ-ტრაგიკული დისკურსი სრულიად არარელევანტურია). გულგანგმირული ქალი/დედა მოსამართლის განაჩენის შთაბეჭდილებას ტოვებს მხოლოდ, და არა სამართლიანი სასჯელის. სასჯელი სამაგიეროს მიზღვა არაა მხოლოდ. შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ. მგონი”- წერს ნიკა.

მოსამართლემ ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზი დაატოვებინა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 27 აპრილი 2016 13:41

ნიკა გვარამიას მოსამართლემ დარბაზი დროებით დაატოვებინა. ეს გადაწყვეტილება კოლეგიის თავმჯდომარემ ქიბარ ხალვაში ადვოკატის პაატა სალიას და გვარამიას შორის მომხდარი კამათის შემდეგ მიიღო. კამათის საფუძველი რუსთავი 2-ის შუამდგომლობა გახდა.მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თქმით, ნიკა გვარამია სხდომაზე შესვენების შემდეგ დაიშვება.ამის შემდეგ სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. პროცესი 14:30 საათზე განახლდება.

 

ყოფილი პოლიციელები მოსამართლემ დარბაზიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 21 აპრილი 2016 11:32

საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. ნიკა ამილხანაშვილსა და არჩილ დავითულიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ყოფილი პოლიციელებისთვის წინასწარი პატიმრობის შესახებ არ დააკმაყოფილა.ამილხანაშვილსა და დავითულიანს უკანონო დაკავებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავებიან. ყოფილი პოლიციელები კი საქმის ფალსიფიცირებაში თავად საგამოძიებო უწყებას ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, სისხლის სამართლის წესით დაკავება, რომელზეც სამართლწარმოება დაიწყო, სხვა ეკიპაჟმა განახორციელა.ყოფილი სამართალდამცველები საქმეს მათ მიერ გაკეთებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს უკავშირებენ, რაც პოლიციის მაღალჩინოსნების უკანონო ქმედებას ამხელს.საქმის არსებითი განხილვა 31 მაისს 12 საათზე ჩაინიშნა. 

თურქეთის სასამართლოს მიერ განთავისუფლებული მთავარი პირი აშშ-ში დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 13:51

თურქეთში 17-25 დეკემბერი 2013 წელს ჩატარებულ ქვეყნის ისტორიის ყველაზე დიდი კორუფციისა და მექრთამეობის სპეცოპერაციის დროს ერდოღანის მთავრობის ზოგიერთ მინისტრზე ქრთამის მიცემის ბრალდებით დაკავებული შემდეგ კი განთავისუფლებული, წარმოშობით ირანელი ბიზნესმენი რეზა სარრაფი, FBI-მ მაიამიდან ქვეყანაში შემოსვლის დროს საზღვარზე დააკავა. ერდოღანმა 17-25 დეკემბერის 2013 წელს ჩატარებულ ამ დიდი კორუფციისა და მექრთამეობის ოპერაციას თავისი მთავრობის გადატრიალობის მცდელობად გამოაცხადა და ამის შემდეგ ოპერაციის ჩამტარებელი ყველა პოლიციელი, პროკურორი და მოსამართლე დაკავებული იქნა.  17-25 დეკემბერს რეზა ზარრაფისა, მინისტრების შვილებზე და ერდოღანის პარტიის (Ak Parti) ზოგიერთი წევრების მიმართ განხორცილებული ამ ოფერაციების შემდეგ ერდოღანმა ქვეყანაში მმართველობა უფრო გამკაცრა და მასმედიაზე ზეწოლა, ტელევიზიებისა და გაზეთების ხელში ჩაგდება და დახურვა, ჟურნალისტების ციხეში ჩასმა და დემოკრატიული ღირებებულების შეზღუდვა დაიწყო.  
პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ″ქველმოქმედ ბიზნესმენად″ წოდებული რეზა ზერრაფი, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მაიამიში, FBI-ის მიერ დაკავებული იქნა. დაკავების მიზეზებად, ირანის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით აშშ-ში თაღლითობისთვის, საბანკო თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. რეზა სარრაფის დაკავების შესახებ განცხადება აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელშიც სარრაფის 75 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სარრაფის გარდა FBI-მ ირანის ორი მოქალაქე კამელია ჯემშიდი და ჰუსეინ ნეჯეფზადეც დააკავა.
ამერიკელმა პროკურორებმა გუშინ განცხადება გააკეთეს სადაც აღნიშნულია, რომ ბიზნესმენი რეზა სარრაფი დაკავებულია. ნიუ-იორკის ყველაზე გახმაურებული საქმეების პროკურორის პრიტ ბჰარარას, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პასუხისმგებელი იუსტიციის მინისტრის მოადგილის ჯონ კარლინისა და FBI-ის დირექტორის მოადგილის დიეგო როდრიგეზის განცხადებით, რეზა სარრაფი (33) და ირანის ორი მოქალაქე კამელია ჯემშიდი (29) და ჰუსეინ ნეჯეფზადე (65) სავარაუდოდ, ირანის მთავრობის სასარგებლოდ თაღლითური გზებით ასობით მილიონი დოლარის ოდენობის ოპერაციებს ახორციელებდნენ.
პროკურატურა სარრაფისა და დანარჩენი ორი ბრალდებულის მიმართ, აშშ-ის წინააღმდეგ თაღლითობისთვის ხუთი წლით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების დარღვევისთვის 20 წლით, საბანკო თაღლითობისთვის 30 წლით და ფულის გათეთრებისთვის 20 წლით, მთლიანობაში 75 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
მათ წინააღმდეგ მომზადებულ 21 გვერდიან საგრალდებო დასკვნაში, რეზა სარრაფის საქმესთან დაკავშირებით პროკურორ ბჰარარას მიერ გაკეთებულ განცხადებაში, ″ეს ბრალდებულები, წლების განმავლობაში ირანისა და ირანული კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდნენ და მთელ მსოფლიოში ფულს ათეთრებდნენ.″-განაცხადა მან.
FBI-ის დირექტორის მოადგილემ როდრიგეზმა კი განაცხადა, რომ ″ეჭვმიტანილები 2010 წლიდან 2015 წლამდე დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში ირანული ორგანიზაციების სახელზე ფინანსურ საქმიანობას ეწეოდნენ, რითაც ირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკის და საერთაშორისო ეკონომიკური სანქციები დაარღვიეს.″
საბრალდებო დასკვნაში ის ირანული ორგანიზაციებია ჩამოთვლილი რომლებიც რეზა სარრაფისა და კიდევ ორი ეჭვმიტანილის მიერ განხორციელებული ქმედებებით სარგებელი ჰქონდათ: აშშ-ის მიერ შავ სიაში შეყვანილი Mellat ბანკი, ირანის ისლამურ რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებული ირანის ნაციონალური ნავთობკომპანია (NIOC), შპს ირანის ნავთობკომპანია(NICO), ირანის ნავთობკომპანია Sarl (NICO Sarl), ჰონკონგი Intertrade კომპანია(HKICO) და ირანის სამშენებლო და ენერგეტიკული კომპანია ჯგუფი MAPNA.
თურქეთში სარრაფის ამ ქსელთან დაკავშირებული კომპანიები კი ესენია: Royal Holding A.Ş, Durak Döviz Exchange, Al Nafees Exchange, Royal Emerald Investments; Asi Kıymetli Madenler Turizm, ECB Kuyumculuk İç ve Dış Sanayi Ticaret Limited Şirketi, Güneş General Trading LLC.
აშშ-ს მიერ სარრაფის დაკავებამ თურქეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

თარგმნა: ავთანდილ გუნდაძემ

მოსამართლეთა საგამოცდო ტესტებზე პროკურატურაში გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 13:01

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პროკურატურაში გადმოგზავნილი დასკვნა შეეხება საჯარო მოხელეთა მხრიდან 2015 წლის 21-28 ნოემბერს ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალურობის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

 

იუსტიციის საბჭოს სხდომა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 17:21

დღეს იუსტიციის საბჭოს სხდომა გაიმართა, შიდა მოკვლევამ დაადასტურა რომ მოსამართლეების საგამოცდო ტესტები სავარაუდოდ გატანილია . ახლა საქმის მასალები მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება ,გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ თუმცა მასალებში არის გარკვეული ნაშრომები და ვიდეო ჩანაწერები , სწორედ ამ მასალებს გადაუგზავნიან ისინი მთავარ საგამოძიებო უწყებას , ვისი ბრალეულობა იკვეთება ტესტების საქმეში ესეც უცნობია .საბჭოს წევრების განცხადებით ყველაფერს დაადგენს გამოძიება ,ისინი მზად არიან ითანამშრომლონ პროკურატურასთან და გამოცხადნენ დაკითხვაზე.  გაუქმდება თუ არა ტესტების პასუხები ჯერ გადაწვეტილი არ არის. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 12:11

სულ რამდენიმე საათში ცნობილი გახდება ვინ გაავრცელა სამოსამართლო გამოცდების ტესტები. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოკვლევა ამ თემაზე უკვე დასრულდა. პირველი განცხადება გააკეთა საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემაც. მოკვლევის შედეგებს თავის კოლეგებს ის საბჭოს სხდომის დასასრულს, დახურულ კარს მიღმა გააცნობს.

საბჭოს წევრების ბრალეულობის შესახებ ინფორმაციას მურუსიძე არ ადასტურებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, არის პირთა წრე, ვისაც შეიძლებოდა ამასთან ქონოდა შეხება.

მისივე განმარტებით საბჭოს გადასაწყვეტია, თუმცა კარგი იქნება თუ ეს მასალები გადაეგზავნება პროკურატურას. 

მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია იუსტიციის საბჭოში

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 12:35

იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ფიცი 12 თებერვალს კენჭისყრის შედეგად არჩეულემა მოსამართლეებმა დადეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით მსჯელობს. შემუშავდება სასამართლო სისტემის რეფორმის 2016-20 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური