შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) მოსამზადებელ ტრენინგ კურსებს იწყებს

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2020 14:10

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი ოქტომბრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სასერტიფიკატო კურსებს იწყებს.

მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, მთელ რიგ ორგანიზაციებს დაევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნვა, რაც შრომის ბაზარზე  ახალ  სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამასთან, 2018 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, საქართველოში არსებულ კომპანიებზეც გავრცელდეს. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაზრდას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მაღალ კვალიფიკაციასთან.

კურსი ეხმიანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სიახლეებს და იძლევა კომპლექსურ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ.

კურსი წარმოდგენილია ორი მოდულის სახით. პირველ მოდულში განხილულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვანძო საკითხები, მიმოხილულია ახალი კანონპროექტი და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), მეორე მოდულში კი დეტალურად არის განხილული საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო, სასჯელაღსრულებით სფეროებში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კუთხით პერსონალური მონაცემის  დაცვის ასპექტები.

კურსი განკუთვნილია მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მენეჯმენტის ზედა რგოლის წარმომადგენლებისათვის, იურისტებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის, ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

კურსს წარუძღვებიან დარგის წამყვანი სპეციალისტები.

პირველი მოდულის ხანგრძლივობაა - 24 საათი, მეორე მოდულის - 20 საათი.

მსმენელებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ როგორც ორივე, ასევე  მხოლოდ ერთ-ერთ მოდულზე (პირველ მოდულზე - 16 ოქტომბრამდე, მეორე მოდულზე  - 23 ოქტომბრამდე).

მოდულების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.

პირველი მოდული: https://trainings.ibsu.edu.ge/personaldata/

მეორე მოდული: https://trainings.ibsu.edu.ge/dpo/

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელ ტრენინგ კურსს იწყებს

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 17 თებერვალი 2020 11:27

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სასერტიფიკატო კურსს იწყებს.

მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, მთელ რიგ ორგანიზაციებს დაევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნვა, რაც შრომის ბაზარზე  ახალ  სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამასთან, 2018 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, საქართველოში არსებულ კომპანიებზეც გავრცელდეს. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაზრდას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მაღალ კვალიფიკაციასთან.

კურსი ეხმიანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სიახლეებს და იძლევა კომპლექსურ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე.

კურსი განკუთვნილია მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მენეჯმენტის ზედა რგოლის წარმომადგენლებისათვის, იურისტებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის, ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

კურსს წარუძღვებიან როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, ისე  წამყვანი სპეციალისტები საბანკო, სამედიცინო, სადაზღვევო და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებიდან.

კურსის  ხანგრძლივობაა  37 საათი, კვირაში 7 საათიანი დატვირთვით.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: https://trainings.ibsu.edu.ge/personaldata/

პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 20:34

2016 წლის 12 აპრილს, 15:30 საათზე, იუსტიციის სახლში, თბილისში, გაიმართება სამუშაო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის.
შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერებისა და ამ მიმართულებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის სფეროში.
შეხვედრას გახსნიან სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თავმჯდომარე -  გიორგი პატარიძე, და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელი - ნათია ნაცვლიშვილი.    
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელშეწყობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“  ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF),  ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). მეტი ინფორმაცია ამ ინიციატივის შესახებ იხილეთ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვებ გვერდზე: http://bit.ly/25PvNFP

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური