ლიბერთი მომსახურების გაუმჯობესების და გამარტივების მიზნით ქოლ ცენტრში ინოვაციური სისტემა დანერგა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 07 ივნისი 2019 19:25
ლიბერთიმ განახორციელა მომხმარებელთა მხარდაჭერის ავტომატიზაციის პროექტი და ქოლ ცენტრში დაინერგა ახალი სისტემა, რომლითაც მომხმარებელი დისტანციურად იღებს სხვადასხვა ტიპის საბანკო მომსახურებას.
 
მომხმარებელთან კომუნიკაციის ცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით, ქოლცენტრის კონსულტანტი, შემომავალი ზარისთანავე, თავიდანვე ამომწურავად ინფორმირებულია მომხმარებლის ისტორიის შესახებ, რაც არსებულ მონაცემებზე მორგებულ სწორ კომუნიკაციას და შესაბამისად მომხმარებლის მოთხოვნაზე სწრაფ რეაგირებას უზრუნველყოფს.
 
ასევე მნიშვნელოვანია ის რომ, ზარის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად, სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, იღებს  საჭირო ინფორმაციას, მისთვის სასურველი საკომუნიკაციო არხის საშუალებით.
 
“ჩვენი მომხმარებლისთვის მომსახურების გაუმჯობესება და გამარტივება,  ლიბერთის ახალი სტრატეგიის მთავარი ნაწილია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები.
მომხმარებლის ლოიალურობისა და კმაყოფილების ზრდისთვის, არაერთ ტექნოლოგიურ პროექტზე ვმუშაობთ. ვფიქრობთ, საწყის ეტაპზე ქოლ ცენტრში დანერგილი ახალი სისტემით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ და კომფორტულ მომსახურებას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს და პარალელურად განვტვირთავთ ბანკის სერვის ცენტრებსა და ფილიალებს”- განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ

ტურისტული ჯგუფების ვერტმფრენით მომსახურებას კიდევ ერთი კომპანია განახორციელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 17:15

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ“ გერმანულ კომპანიაზე „HTM Helicopter Travel Munich GmbH“ ზამთრის საკურორტო ზონაში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონაში კომპანია  „HTM Helicopter Travel Munich GmbH“ ოპერირებას 4 თებერვლიდან 31 მარტამდე განახორციელებს. კომპანიისთვის ფრენების ნებართვის მინიჭების თაობაზე შუამდგომლობით სააგენტოს შპს „ჰელიქსირმა“ მომართა.  

„HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ის კუთვნილი AS 350 B3 ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით, ქართული კომპანია „ჰელიქსირი“ გუდაურის საკურორტო ზონაში მცირე ტურისტული ჯგუფების მომსახურებას, კერძოდ, „Heli-skiing” ტურებს განახორციელებს, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეების და სნოუბორდისტების გაუკვალავ თოვლში გადასხმას, თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

„HTM Helicopter Travel Munich GmbH“ მეორე უცხოური ვერტმფრენების კომპანიაა, რომელიც წელს საქართველოს ზამთრის ტურისტულ ზონებში ფრენებს განახორციელებს. ავსტრიულ კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“-ზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელების ნებართვა იანვრიდან აპრილის ჩათვლით გასცა.

აღნიშნული კომპანიების ოპერირება საქართველოში ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას, უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს ზამთრის სათხილამურო კურორტებზე და ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური