მკვლელობა კასპში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 16:14

კასპის რაიონის სოფელ ხანდაკში 28 წლის ახალგაზრდამ 40 წლის მამაკაცი მოკლა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

პროკურატურის ვებგვერდზე მაგდა პაპიძის საქმის გამოძიების შუალედური ანგარიში ქვეყნდება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 13:52

მთავარი პროკურატურა ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის გამოძიების შესახებ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. 

ანგარიში უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული, რომელსაც "ნიუსდეი" უცვლელად გთავაზობთ: "მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ მაგდა პაპიძის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ.

2015 წლის 20 დეკემბერს, მაგდა პაპიძე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული მეუღლისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის გამო. ბრალდების თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ.ფერაძის ქუჩის #6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის #10 ოთახში მაგდა პაპიძემ, თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნის - უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი - 2010 წელს დაბადებული თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას. 

შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცველების მიერ ქ.თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N6-ში მდებარე მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს წინ ნანახი იქნა ომარ ქაფიაშვილისა და თორნიკე ქაფიაშვილის გვამები. ომარ და თორნიკე ქაფიაშვილებს ტანთ ეცვათ ზამთრის სეზონისთვის შეუფერებლად. კერძოდ: ომარ ქაფიაშვილს ეცვა მხოლოდ სპორტული შარვალი, მაისური და წინდები, ხოლო თორნიკე ქაფიაშვილს მოკლესახელოებიანი მაისური, რეიტუზი და სპორტული შარვალი. ომარ ქაფიაშვილის გვამს ზურგზე აღენიშნებოდა სხეულის იატაკზე გათრევისათვის დამახასიათებელი კვალი. მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელ ოთახში, ანუ მკვლელობის უშუალო ადგილას, სისხლის კვალის წაშლის მიზნით გაწმენდილი იყო იატაკი და ავეჯი. სისხლის ლაქების აღმოსაჩენად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც იატაკზე, ოთახში არსებულ კარადაზე, მაგიდაზე, ტუმბოზე, საწოლზე, დივანზე და ოთახის კედლებზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლის მრავალი კვალი. (იხ. ფოტოები): ფოტო1ფოტო2ფოტო 3ფოტო4ფოტო5ფოტო6. (ლურჯი ფერის ნათება არის მოწმენდილი სისხლის კვალი. იგი დამუშავებულია სპეციალური საშუალებებით, რომლის ზემოქმედების შედეგადაც სისხლი იღებს აღნიშნულ ფერს). სისხლის კვალი ასევე აღმოჩნდა ამავე ოთახიდან დერეფანში გასასვლელი კარის ჩარჩოზე და დერეფანში ქაფიაშვილის გვამის აღმოჩენის ადგილამდე, (იხ. ფოტოები):ფოტო1ფოტო2 რაც მოწმობს იმას, რომ გვამის აღმოჩენის ადგილამდე ომარ ქაფიაშვილის სხეული გადაადგილებულია ოთახიდან და არა დერეფნიდან, როგორც ამას მაგდა პაპიძე უთითებს. ომარ ქაფიაშვილის სისხლი ასევე აღმოჩნდა მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა მარჯვენა საბურავზე და წინა მარჯვენა კარის კარნიზზე, რაც თავის მხრივ მოწმობს, რომ ბრალდებული ეცადა გვამის ავტომანქანაში ჩადებას, თუმცა ვერ შეძლო. სწორედ ამ გამოუვალი მდგომარეობის გამო დაიწყო მაგდა პაპიძემ ყვირილი და თითქოსდა "საშველად" მოუხმო მეზობლებსა და დედამთილს. 

გამოძიების მიერ საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი - დიდი ზომის ჩაქუჩი, ე.წ. ურო. (იხ. ფოტოები): ფოტო1ფოტო2დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უროს სხვადასხვა ნაწილზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლი, ხოლო უროს ტარზე აღმოჩნდა მხოლოდ მაგდა პაპიძის ბიოლოგიური მასალა - დნმ, (იხ. ექსპერტიზის დასკვნა) რაც ადასტურებს, რომ ურო სწორედ მაგდა პაპიძემ ჩაარტყა თავში მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს, რაზეც ასევე მიუთითებს ნაგვის ურნიდან ამოღებული ომარ ქაფიაშვილის სისხლით გაჟღენთილი ბალიში. (იხ.ფოტო) ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ნივთმტკიცებებიც: ომარ ქაფიაშვილის სისხლით დასვრილი ზეწარი, პირსახოცი, სხვადასხვა საოჯახო ნივთი, ტანსაცმელი, მუყაოს კოლოფები, წიგნები და რვეულები, ანუ ყველა ის ნივთი, რომელიც ოთახში ომარ ქაფიაშვილის მკვლელობის დროს დაისვარა სისხლით. აღნიშნული ნივთები, კვალის წაშლის მიზნით, სანაგვე ურნაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ გადაყარა. (იხ. ფოტო

გამოძიების დაწყებიდან მალევე დადგინდა, რომ დანაშაულის იარაღი - ურო მაგდა პაპიძემ მაღაზიაში სწორედ დანაშაულის ჩადენის დღეს შეიძინა, რასაც ადასტურებს როგორც მაღაზიის გამყიდველის ჩვენება და ამოცნობის ოქმი, ასევე ამოღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მაღაზიიდან გამოსული მაგდა პაპიძე უროთი ხელში შვილთან - 5 წლის თორნიკესთან ერთად. (იხ. ვიდეოჩანაწერი

მეუღლისა და შვილის მკვლელობის ჩადენის შემდეგ, მაგდა პაპიძე შეეცადა კვალის წაშლას, კერძოდ, გაწმინდა იატაკი, ავეჯი, ნაგვის ურნაში გადაყარა სისხლიანი ნივთები და გვერდით მცხოვრები დედამთილის საცხოვრებელ ოთახში არსებულ სარეცხის მანქანაში გარეცხა სისხლით დასვრილი იმ დივანის გადასაფარებელი, რომელზეც თავში უროს ჩარტყმით მოკლა მწოლიარე მეუღლე. აღნიშნული გარემოება დადგენილია დედამთილის დარეჯან(ლილი) მინდიკაურის ჩვენებებით (იხ. ჩვენება1ჩვენება2) და მასთან სტუმრად მყოფი მოწმეების - ირინა მარქაროვის (ჩვენება1ჩვენება2) და ალა მარქაროვის ჩვენებებით, (იხ. ჩვენება1ჩვენება2) რომლებიც ადასტურებენ, რომ პაპიძემ დედამთილის ოთახიდან რამდენჯერმე გაიტანა "ტოლჩით" წყალი, ხოლო შემდეგ სარეცხის მანქანაში ორჯერ გარეცხა სარეცხი, მათ შორის დივანის გადასაფარებელი, რა დროსაც წყალმა ფერი იცვალა და გახდა მოვარდისფრო-მოწითალო ფერის. 

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს გამოძიების მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილიდან ამოღებული მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერი, (იხ. ჩანაწერი) რომელიც ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის (იხ. ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, შესრულებულია მაგდა პაპიძის მიერ. დღიურში მაგდა პაპიძეს გაკეთებული აქვს შემდეგი სახის ჩანაწერი: 

"ურო (ნაჭრით გახვეული), 
პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული 
პროსტინა გამზად, პირსახ. გამზად. 
წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი
ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ.
ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი
დიდი პარკები"

ხსენებული ჩანაწერის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მაგდა პაპიძეს წინასწარ ჰქონდა განზრახული მეუღლისა და შვილის მკვლელობა, გეგმავდა თუ როგორ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული და წაეშალა დანაშაულის კვალი.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ "ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა, ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობითა და ქალას ღრუში სისხლჩაქცევით. გვამს ზურგზე აღენიშნებოდა თრევის შედეგად განვითარებული ნაჭდევები". (იხ. ექსპერტიზის დასკვნა) რაც შეეხება 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილს, მისი სიკვდილის მიზეზია "ასფიქსია, რომელიც გამოწვეულია ცხვირ-პირის შესავლების გადაკეტვით", ანუ გაგუდვით. (იხ. ესპერტიზის დასკვნა) მაგდა პაპიძისათვის ჩატარებული ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო შერაცხადი და არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში. 

ის ფაქტი, რომ მაგდა პაპიძემ მეუღლე მათსავე საცხოვრებელ ოთახში მოკლა, ასევე დადასტურებულია ომარ ქაფიაშვილის დედის დარეჯან (ლილი) მინდიკაურის ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს, საღამოს, როდესაც შევიდა შვილის ოთახში, ომარ ქაფიაშვილს ეღვიძა და იწვა დივანზე. აღნიშნული ოთახის დათვალიერებისას, მითითებული დივანის ქვედა სათავსოდან და მისი ზედაპირიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ომარ ქაფიაშვილის სისხლის ლაქები. 

უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ მკვლელობის დღეს, გვიან ღამით, როდესაც დედამთილმა დარეჯან(ლილი) მინდიკაურმა მობილური ტელეფონის საშუალებით მაგდა პაპიძესთან მოიკითხა შვილი და შვილიშვილი, ბრალდებულმა მას განუცხადა, რომ ისინი უკვე მოდიოდნენ სახლში, არ ენერვიულა და დაეძინა. სატელეფონო კავშირის დროისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი მამა-შვილის სიკვდილის დროის შედარებისას აშკარაა, რომ მაგდა პაპიძეს მეუღლე და შვილი ამ დროს უკვე მოკლული ჰყავდა.

მაგდა პაპიძის დის - ლანა პაპიძის ჩვენებით დადგენილია, რომ მაგდა პაპიძეს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და ბოლო პერიოდში უკიდურესად აგრესიულად იყო განწყობილი მეუღლის - ომარ ქაფიაშვილის მიმართ. (იხ. ლანა პაპიძის ჩვენება1). მისივე ჩვენებით, მკვლელობამდე რამოდენიმე დღით ადრე მაგდამ სთხოვა ჩაქუჩი. (იხ. ლანა პაპიძის ჩვენება2). მაგდა პაპიძის დედის - ლიანა შამუგიას ჩვენებით, მათი სიძე - ომარ ქაფიაშვილი იყო მოსიყვარულე მამა და მეუღლე, მოკრძალებული, მშვიდი, გაწონასწორებული და რელიგიური ადამიანი, ხოლო თავად მაგდა ბოლო პერიოდში ნეგატიურად იყო განწყობილი მეუღლის მიმართ. (იხ. ლიანა შამუგიას ჩვენება

ამდენად, შემთხვევის ადგილის - მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელი ოთახის დათვალიერებით, სადაც აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის დიდი რაოდენობით სისხლის კვალი; ამოღებული ნივთმტკიცებებით: ურო, რომელზეც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩენილია მხოლოდ მაგდა პაპიძის დნმ-ის კვალი; გარდაცვლილის სისხლით დასვრილი სხვადასხვა საოჯახო ნივთები, ზეწრები, სისხლიანი ნაჭრები და ბალიში; სამეურნეო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მაგდა პაპიძე შვილთან ერთად და ხელში უჭირავს ურო; სამეურნეო მაღაზიის თანამშრომლის დაკითხვისა და ამოცნობის ოქმებით, რა დროსაც მაგდა პაპიძე ამოიცნო როგორც პირი, რომელმაც ურო შეიძინა; მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერით, საიდანაც დასტურდება მეუღლისა და შვილის მკვლელობის განზრახვა; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რითაც დადგენილია ომარ და თორნიკე ქაფიაშვილის სიკვდილის დრო და მიზეზი; მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცის ჩვენებით, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა პაპიძის განწყობებთან დაკავშირებით, ომარ ქაფიაშვილის დედის - დარეჯან(ლილი) მინდიკაურის, მისი მეზობლების ირინა და ალა მარქაროვების ჩვენებებით, მობილური სატელეფონო კავშირის შესახებ ამოღებული ინფორმაციით და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით (გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საჯაროვდება მტკიცებულებათა ნაწილი), დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დგინდება, რომ მაგდა პაპიძემ ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლისა და შვილის განზრახ მკვლელობა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება და საბოლოო შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში. 

საუდის არაბეთში მასწავლებელმა 6 კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 14:32

საუდის არაბეთის ჯიზანის პროვინციაში მასწავლებელმა  6 კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. 

ინციდენტის შედეგად, კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. პოლიციმ შემთხვევის ადგილი გადაკეტა. თავდამსხმელი ამ დროისთვის დაპატიმრებულია. მკვლელობის მოტივის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.  

ექსკლუზივი- საზარელი შემთხვევა ვარკეთილში, ქმარმა ცოლი მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 10:17

საზარელი შემთხვევა ვარკეთილში ,წუხელ ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა , შემდეგ კი თავი მოიკლა. შემთხვევა ვარკეთილის მასივში მოკლული ქალის დის სახლში მოხდა. გარდაცვლილებს ორი შვილი ყავთ 12 და 8 წლის გოგონები, ისინი შვილებთან ერთად შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ვარკეთილში ნაქირავებ ბინაში ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ,თუმცა ოჯახში კონფლიქტი მოუვიდათ და ბინაც დატოვეს , რის შედეგაც მოკლული ქალის დის ოჯახში გადავიდნენ საცხოვრებლად. "ნიუსდეი" იმ ბინის მეპატრონეს ესაუბრა , სადაც ოჯახი ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა, მისი განცხადებით გარდაცვლილი კაცი ხშირად სვამდა შემდეგ კი მეუღლეს სცემდა, როგორც ბინის მეპატრონემ "ნიუსდეის " განუცხადა კაცი სიმთვრალეში ეჭვიანობდა და შემდეგ მეუღლეს შეურაწყოფას აყენებდა, გარდაცვლილ ქალს კი დადებით პიროვნებად ახასიათებს." ჩვენთან ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ, ბინა იქირავეს , არ გავდნენ ცუდ ხალხს, კაცი ხშირად სვამდა შემთვევამდე რამდენიმე დღით ადრე კი ძალიან დიდი ჩხუბი მოუვიდათ, მას შემდეგ ბინა დაცალეს და წავიდნენ , ძალიან კარგი ქალი იყო "- განაცხადა "ნიუსდეისთან " საუბარში ბინის მეპატრონემ. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ , ქალბატონის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ხოლო მამაკაცზე - 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 იანვარი 2016 12:54

სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. თვითმხილველები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. მეოზობლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ოჯახთან ერთად კახეთში ცხოვრობდა და თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა. 

მათივე მტკიცებით, ის თბილისში შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოვიდა, მანამდე კი უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი მისი მეუღლის საცხოვრებელს კითხულობდა. 

მომხდარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1980 წელს დაბადებული მამაკაცი.  ის სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.  

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე 

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული,ბრალს აღარ აღიარებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 10:15

გავრცელებული ინფორმაციით, ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და ამ დროისთვის ის ბრალს არ აღიარებს. 
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც გამომძიებელი აცხადებდა, რომ დაკავებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული კომენტარი საიტიდან ჩაიხსნა. მაგდა პ.-ის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს. ვიდეომასალის კორექტირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
დიღმის მასივში ახალგაზრდა მამაკაცისა და არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობისთვის შსს-მ 1990 წელს დაბადებული მაგდა პ. დააკავა. "გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის დღეს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პ.-მ. გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

საზარელი შემთხვევა კახეთში

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 11:03

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს და კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე , 1951 წელს დაბადებული პიროვნბა განზრახ მკვლელობის ბრალდებით თელავში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით მოკლა 1990 წელს დაბადებული პიროვნება, ხოლო მისმა შვილმა – ასევე დანის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა 1988 წელს დაბადებულ თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცველების მიერ დაკავებულის შვილი  მომხდარიდან რამდენიმე საათში , ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსმა ხეზე ჩამოხრჩვალი იპოვა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი – დანები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით) და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური