მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის ირანის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 20 ივლისი 2017 19:40

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებისთვის, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-141-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი). ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს:

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის იანვარსა და თებერვალში, ჰ.ქ-მ ახალციხეში, 16 წელს მიუღწეველ ხუთ ბიჭს, რომლებსაც მობილური ტელეფონის ნომრები მოტყუებით გამოართვა, უკავშირდებოდა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ სხვადასხვა სახის სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა.

სამართალდამცველებმა ჰ.ქ. ბრალდებულის სახით 2017 წლის 8 მარტს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ჰ.ქ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ქართველი ახალგაზრდები გაათავისუფლეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 16 მაისი 2015 13:01

სოფელ აძვის განაპირას დაკავებული ორი ქართველი ახალგაზრდა უკვე გათავისუფლებულია. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იტყობინება.

15 წლის ლაშა თანაშვილი და 18 წლის ლევან კოკორიანი ერგნეთის საგუშაგოს ტერიტორიაზე სამართალდამცველებს ოსურმა მხარემ გადასცა.

როგორც გათავისუფლებულები ყვებიან, მოზარდები გუშინ დილით სოფელ აძვის ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. დაკითხვის შემდეგ კი უპირობოდ გააათავისუფლეს.

დღეს დილიდან ოსურ მხარესთან მოლაპარაკებებს შსს-ს ანალიტიკური სამსახური აწარმოებდა.

გათავისუფლების შემდეგ მოზარდები მცირე ხნით დაკითხვაზე შსს-ს პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოში იმყოფებოდნენ, საიდანაც ისინი საკუთარ ოჯახებში მიიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გორის რაიონის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს რუსმა ოკუპანტებმა 15 და 18 წლის მოზარდები დააკავეს. მათთან ერთად მყოფმა ბაბუამ საბედნიეროდ ოკუპანტებისგან თავის დაღწევა მოახერხა. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური