5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით თბილისში საერთაშორისო მოდის კვირეული Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015 ჩატარდება

გამოქვეყნებულია თბილისი Fashion week
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 15:00

"მიმდინარე წელს ჩვენ უკვე მეორედ ვატარებთ საერთაშორისო მოდის კვირეულს Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015-ს და ვცდილობთ, რომ ამ პროექტის ხარისხი მაქსიმალურად მაღალ დონეზე ავწიოთ", ამის შესახებ დღეს სასტუმრო Courtyard Marriot -ში, გამართულ პრეს-კონფერენციაზე კვირეულის ხელმძღვანელმა სოფო ჭყონიამ განაცხადა.

პრეს-კონფერენცია მიეძღვნა 5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით თბილისში საერთაშორისო მოდის კვირეულის Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015-ის ჩატარების საკითხებს.

როგორც ჭყონიამ აღნიშნა, დიზაინერები ყოველთვის ცდილობენ ისეთი აქტუალური და თანამედროვე კოლექციების შექმნას, რომელიც საინტერესო იქნება მსოფლიოსთვის. „აქედან გამომდინარე კვირეულზე  ყოველთვის ვეპატიჟებით ისეთ სტუმრებს, რომლებიც შეძლებენ პოპულარიზაცია გაუწიონ პერსპექტიულ ქართველ დიზაინერებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამჟამად ჩვენი კვირეული ტარდება ძალაინ საინტერესო ლოკაციაზე. ეს არის ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სადაც უჩვეულო გარემოა შექმნილი, თუმცა  უნდა ავღნიშნო, რომ დიზაინერების კოლექციებიც სრულად შეესაბამება ამ გარემოს“, - დასძინა კვირეულის ხელმძღვანელმა სოფო ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ  5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015-ს პირველად უმასპინძლებს. მოდის კვირეულის დევიზია ”ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად”. ქართული მოდის მსოფლიო ასპარეზზე გატანის მიზნით, შემოდგომის ყველაზე მოდურ სანახაობაზე დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და უბრალოდ მაღალი მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან სწორედ თბილისში მოიყრიან თავს. Mercedes‐Benz Fashion Week – ეს მოდისა და ძვირფასი ავტომობილების სამყაროს გაერთიანებაა. რა გვეუბნება ადამიანზე უფრო მეტს, ვიდრე თავად შეუძლია მოყვეს? მხოლოდ ორი რამ - მისი სამოსი და ავტომობილი. სწორედ ამიტომ თვლიან კვირეულის ორგანიზატორები, რომ ეს კავშირი თვალსაჩინოა. აქ გამართული საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები ხელს უწყობს დიზაინერების წარმოჩენას და მომავალში მათი წარმატების გარანტი ხდება. Mercedes‐Benz Fashion Week-ის ფარგლებში გაიმართება ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენება და წარმოდგენილი იქნება Mercedes‐Benz-ის ახალი მოდელები. ამ აქციის მთავარი იდეაც ხომ სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ტრადიციების, მოდური ტენდენციებისა და აღქმის ჩვენებაა. ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოდიან მოდის კრიტიკოსები და წამყვანი ჟურნალისტები, რომლებიც დეტალურად გააშუქებენ თბილისში გამართულ ჩვენებებს. „მომა“ ასევე 5 დიზაინერის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას უმასპინძლებს, მოეწყობა შოუ-რუმებიც. ”MercedesBenz Fashion week Tbilisi 2015 სხვა მხრივაც გამორჩეული იქნება. ჩვენ ამ კვირეულის განმავლობაში ახალი სტანდარტების დანერგვას ვცდილობთ: ნაჩვენები იქნება სპეციალურად ამ კვირეულისთვის შექმნილი კოლექციები, აქცენტი შოუს ნაცვლად თავად მოდაზე, სტილსა და დიზაინერებზე გაკეთდება. გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, რომელთა ვინაობასაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ, მაგრამ ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც ქართული მოდა მსოფლიოს უნდა გააცნოს და მათი კოლექციების რეალიზება მაღალი მოდის საერთაშორისო პლატფორმაზე მოახდინოს,” - ამბობს კვირეულის ხელმძღვანელი სოფო ჭყონია.

20 წელია რაც Mercedes‐Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ბერლინი, მოსკოვი, სტამბული, მილანი, ლონდონი, ნიუ-იორკი და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება ანალოგიური მოდის კვირეულები. მსოფლიოს 50 ქვეყანაში ის ხელს უწყობს დიზაინერების აღმოჩენას და აცნობს მათ მსოფლიოს. მოდის კვირეულის მიზანია, დამყარდეს კავშირები დიზაინერებსა და მოდის სამყაროში ცნობილ და გავლენიან ფიგურებს შორის.

მოდის კვირეულის მთავარი პარტნიორია „Mersedes-Benz“. კვირეულის პარტნიორები არიან „კოკა-კოლა“, “ფერერო როშე”, „სამსუნგი“ და “თბილისი მოლი“. ”თბილისი მოლში” წლის ბოლომდე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების Showroom.

ჟურნალისტებს გთხოვთ, აკრედიტაცია გაიაროთ მითითებულ ვებ-გვერდზე:

http://sofiatchkonia.com/

 

ლუი ვიტონის უცნაური კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 13:03

პარიზის მაღალი მოდის კვირეული ლუი ვიტონის მოდის სახლის ჩვენებით დაიხურა. ფრანგული მოდის სახლმა 2016 წლის გაზაფხული–ზაფხულისთვის მოდის მიმდევრებს ფუტურისტული კოლექცია წარუდგინა, რომელშიც ტყავისგან შეკერილი სამოსი ჭარბობდა.

კოსტიუმების უმეტესობა ლითონის დეტალებით იყო გაფორმებული. დიზაინერმა ნიკოლა გესკიერმა, რომელიც ლუი ვიტონის მოდის სახლს 2013 წელს შეუერთდა, არჩევანი ძირითადად ღია ფერის ქსოვილებსა და სპორტულ სტილზე გააკეთა.

პარიზის მოდის კვირეული-საგაზაფხულო კოლექცია

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 12:39

პარიზის მოდის კვირეულზე სენ–ლორანის მოდის სახლმა ახალი საგაზაფხულო კოლექცია წარადგინა. 50-ამდე კოსტუმი სახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა დიზაინერმა ჰაიდი სლიმანმა შექმნა.

მოდელიორმა აბრეშუმის კაბებს თვლებით გაწყობილი დიადემები შეუხამა. კოსტუმების დიდი ნაწილი სპორტული სტილის იყო.

ჩვენებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ფრანგული კინოს ვარსკვლავი კეტრინ დენევი.

შოუს დაესწრო ივ სენ ლორანის ყოფილი პარტნიორი პიერ ბერჟიც.

თბილისი მოდის კვირეულს მასპინძლობს

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 15:55

8 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი მოდის კვირეულის მეთორმტე სეზონის მასპინძელია. 20 -მდე ქართველი დიზაინერი ჩვენებების პარალელურად 4 დღის განმავლობაში გამოფენები, პრეზენტაციები და საგანმანათლებლო შეხვედრებია დაგეგმილი.

კვირეულის ფარგლებში, ღონისძიების გასაშუქებლად თბილისში საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები ჩამოდიან.

ცნობილი მოდური გამოცემების ჟურნალისტებთან ერთად, ქართველი დიზაინერების ახალ კოლექციებს ცნობილი ფოტოგრაფებიც შეაფასებენ.

თბილისის მოდის კვირეულის მასპინძელი უკვე მეორედ გართობის და დასვენების ცენტრი მეტრო იქნება.

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური