აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ახალ პარლამენტში 70 ადგილს მიიღებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 11 თებერვალი 2020 19:21

აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები ყველა 125 საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგების შესახებ. ცესკო-ს მონაცემებით,  აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ახალ პარლამენტში 70 ადგილს მიიღებს.

როგორც ცნობილია აზერბაიჯანში კვირას ჩატარდა დემოკრატიული და სამართლიანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მასში მონაწილეთა აქტივობამ 47,81% შეადგინა. 4823 საარჩევნო უბნიდან ოქმების 87% დამუშავების შედეგად, მმართველმა პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობს, რესპუბლიკის პარლამენტში 125 ადგილიდან 65-მდე მიიღო.

ორშაბათს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოჩნდა ყველა 125 საარჩევნო უბნის მონაცემები. ამ მონაცემების თანახმად, ახალ პარლამენტში მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანი“ მანდატების რაოდენობა გაიზარდა, და ახლა ის დაახლოებით 70 ადგილია.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში კვირას დასრულდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, არჩევნებმა თავისუფალ გარემოში და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა. რაიმე სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ლიდერობს.

ავთანდილ ოთინაშვილი

გიორგი მარგველაშვილი მზადაა, ხვალ მმართველ პარტიას შეხვდეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 14:19

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის კონკრეტულ თარიღს ასახელებს და მმართველ პარტიას პრეზიდენტთან შესახვედრად 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში იწვევს.

„სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება მარტივი სიტუაციების გართულება და ასეა ახლაც.

თითქმის კვირაზე მეტია საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის ასეთი შეხვედრისათვის. პრეზიდენტი ყოველთვის ღიაა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებზე საკომუნიკაციოდ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის, ცხადია, „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ კვლავ ადგილი აქვს სპეკულაციას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომუნიკაციაც იყო.

სწორედ, ამ სპეკულაციების დასასრულებლად მინდა, ძალიან ღიად განვაცხადო და ღიად მოვიწვიო „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

პრეზიდენტი მზადაა მათ 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდეს,“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

მმართველი პარტია ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე პატრიარქის მოწვევას გეგმავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 ნოემბერი 2016 10:30

მმართველი პარტია ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოწვევას გეგმავს. ასევე დაგეგმილია სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირების, მთავრობის წევრების, სახელმწიფო ორგანოთა ხელმძღვანელების, დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მოწვევა. 

“ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც პირველი სხდომის გამართვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ-საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა, სხდომაზე მოსაწვევ პირებზეც იყო საუბარი. 
პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იყვნენ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური