მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 17:25

4 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ  სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელმარ მამედიაროვთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა უკიდურესი შეშფოთება უკანასკნელ დღეებში მთიან-ყარაბაღში დაშორიშორების ხაზზე სიტუაციის ესკალაციის გამო, რასაც, სამწუხაროდ, მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და მშვიდობის უზრუნველყოფა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით შესაძლებელი იქნება სიტუაციის დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფად.

დაგემილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბარი მის სომეხ კოლეგასთან.

მიხეილ ჯანელიძე ლატვიელ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 აპრილი 2016 09:57

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ქ. რიგას სტუმრობს . ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ლატვიელ კოლეგას შეხვდა.მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა განიხილეს . მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა თავის კოლეგას ლატვიის მტკიცე პოზიციისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ასევე განსაკუთრებით აღნიშნა პირადად ედგარს რინკევიჩსის როლი საერთაშორისო არენაზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერის საქმეში.  

რინკევიჩსმა დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი და ხაზი გაუსვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას. მან იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ახლო მომავალში, მიმდინარე წლის შუა პერიოდისთვის იქნება მიღებული. 

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე  მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს მიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 18:01

„საქართველო  ლატვიას განიხილავს, როგორც  მნიშვნელოვან პლატფორმას ევროპაში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით და ასევე როგორც კარიბჭეს, რომელიც საქართველოს არა მხოლოდ  აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებთან, არამედ მთელ ევროპასთან დააკავშირებს“ - ეს განცხადება საქართველოს საგარეო  საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულმა  პოლიტიკურმა პარტნიორობამ ხელშესახები შედეგები ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებშიც გამოიღოს.  
 მიხეილ ჯანელიძემ ლატვიელ ბიზნესმენებსა და სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება და ბიზნეს-გარემო გააცნო. მისი თქმით, საქართველოს  დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო,  ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკა გააჩნია, რაც  უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებითი სტიმულია.  „თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩამოხვიდეთ საქართველოში და დაიწყოთ აქ კონკრეტული პროექტების განხორციელება, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თქვენს ინტერსებსაც ემსახურება“ - განუცხადა მან ლატვიელ ბიზნესმენებს.
 საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს, როგორც ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი დერეფნის ისტორიულ როლზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში, მან „ახალი აბრეშუმის გზის“, „აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზისა“ და „ანაკლიის ღრმაწყლოვანი  პორტის“ მშენებლობის პროექტებზე ისაუბრა.
 გამოსვლის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ ლატვიის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოში მიიწვია და მათ საქართველოსთან მჭიდრო კავშირების განვითარება უსურვა.
 

მიხეილ ჯანელიძემ უნგრეთში ვიზიტი დაასრულა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 11:03

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დასრულდა. 

მიხეილ ჯანელიძემ ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრები უნგრეთის ვიცეპრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა. 

შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გამოიხატა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ასევე, აღინიშნა, რომ უნგრეთი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას მხარს უჭერს. 

შეხვედრებზე საუბარი, ასევე,   სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეეხო.

ბუდაპეშტი ცდილობს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოკლე დროში აამოქმედდოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 15:10

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთის ვიცე-პრემიერს ჟოლტ შემიენთანს შეხვედრა .


შეხვედრაზე  კიდევ ერთხელ გამოიხატა უნგრეთის მხარდაჭერა  საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. უნგრეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბუდაპეშტი მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას იმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო  ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს და ქვეყანამ უახლოეს თვეებში მიიღოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. 

ჟოლტ შემიენმა შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვა ბუდაპეშტის მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით და აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი. მან კიდევ ერთხელ გააჟღერა უნგრეთის პოზიცია, რომელიც ნატო-ს გაფართოებას ემხრობა.

მხარეებმა  ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს . 

მიხელ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ვიცე-პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.   

მიხეილ ჯანელიძე უნგრეთს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 მარტი 2016 12:42

29-30 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით  უნგრეთს ეწვევა.

დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრები უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, უნგრეთის პრემიერ მინისტრის მოადგილესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

შეხვედრებზე განიხილავენ საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს.

უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უნგრეთის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

მიხეილ ჯანელიძე ასევე ეწვევა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტს, სადაც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „საქართველოს ევროპული გზა“.

„დონორების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს დიდ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 16:18

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო დონორთა ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმში „საერთაშორისო თანამშრომლობა განვითარებისთვის“.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მიხეილ ჯანელიაძემ ისაუბრა გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნებისა და 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ამოქმედების მნიშვნელობაზე.
„ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულებები და შესაბამისად მიზანმიმართულად უნდა შევასრულოთ 2030 წლის დღის წესრიგის ამოცანები, უზრუნველვყოთ მათი მაქსიმალური საზოგადოებრივი მხარდაჭერა და მოსახლეობის ჩართულობა.“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ყველა დონორი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში. ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს მთავრობასთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა ინფორმაცია სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში გატარებული რეფორმების შემდგომი განვითარების გეგმების შესახებ. 

მიხეილ ჯანელიძე გალის შეხვედრების ფორმატის აღდგენაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 14:59

 "ასე თუ ისე უზრუნველყოფს გარკვეულწილად სტაბილურობას"მიხეილ ჯანელიძე გალის ინციდენტების პრევენეციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების აღდგენას მიესალმება . მინისტრის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ეს ფორმატი ეფექტურად იმუშავებს.

ჟენევის დისკუსიებზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე შეთანხმდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 13:38

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იური ვარდანიანს უმასპინძლა. 

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს. კმაყოფილებით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის არსებული დინამიკა, რაც ორი ქვეყნის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სომხეთის რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება თავის სომეხ კოლეგას ედვარდ ნალბანდიანს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს.

მიხეილ ჯანელიძე ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 16:40

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აქსელ ვეხთან .შეხვედრას ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი გუნთერ ციმერიც ესწრებოდა.მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა , რომ ორ ქვეყანას შორის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა მჭიდრო ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, განვითარებისა და სხვა სფეროებში.  ხაზი გაესვა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების არსებულ დინამიკას და მისი შემდგომი გაგრძელების მნიშვნელობას. მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ავსტრიულ მხარეს საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ავსტრიის დიპლომატიური მისია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.   
 მიხეილ ჯანელიძემ ამადლობა გადაუხადა ელჩ აქსელ ვეხს ავსტრიის რესპუბლიკის მიერ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისათვის. მინისტრმა ახლო მომავალში ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.   



ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური