მიხეილ ჯანელიძე ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 17:49

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას განხილული იქნა საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობათა დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

აღინიშნა ბოლო წლების განმავლობაში სატრანსპორტო, ტურიზმის, ენერგეტიკის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა.

მხარეებმა დაადასტურეს საქართველოს და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიცირებაზე მზაობა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აქტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულების დიდ მნიშვნელობაზე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის.

მინისტრებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და განიხილეს ის მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

შეხვედრის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და სომხეთის ისტორიულ მეგობრობას და კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.

ვიზიტის ფარგლებში, ედვარდ ნალბანდიანი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

მიხეილ ჯანელიძის გადაწყვეტილება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 13:05

არჩილ გეგეშიძე აშშ-ში საქართველოს ელჩად მუშაობას გააგრძელებს. ასეთია მიხეილ ჯანელიძის გადაწყვეტილება. მინისტრის განმარტებით, გეგეშიძემ საკუთარ განცხადებებზე განმარტებები გააკეთა. 

თავად ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკითხი ამოწურულია და მან საგარეო უწყებას ყველა საჭირო არგუმენტი წარუდგინა. შეგახსენებთ, არჩილ გეგეშიძემ მმართველ გუნდში პრორუსული პოლიტიკოსების არსებობაზე განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. 

მიხეილ ჯანელიძე ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 ივლისი 2016 16:34

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბათუმში ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მეორე პრეზიდენტს კარლჰაინც კოპფის შეხვდა.შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და ავსტრიის ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას და ყურადღება დაეთმო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა 2016 წლის აგვისტოში თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ურთიერთობებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ავსტრიის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს ავსტრიული მხარის მიერ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. 
ხაზი გაესვა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ჩათვლით, ახალ იმპულსებს შესძენს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ეკონომიკური კავშირების შემდგომი გააქტიურების კუთხით. ამასთან, გამოითქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, განვითარების, სამართალდაცვით, კულტურისა და განათლების სფეროებში კიდევ უფრო განმტკიცდება. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს. მხარეებმა განიხილეს 2017 წელს ავსტრიის ეუთო-ს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და ავსტრიული მხარის სამომავლო როლი რეგიონული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.ბათუმის კონფერენციის ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტმა შეხვედრები ასევე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან. 15 ივლისს დაგეგმილია კარლჰაინც კოპფის სტუმრობა საქართველოში წარმოდგენილ ავსტრიულ კომპანიებთან.კარლჰაინც კოპფი ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობის მიღების მიზნით, 14-15 ივლისს საქართველოში ვიზიტით იმყოფება. 
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდეგ, ეს ავსტრიელი მაღალჩინოსნის უკვე რიგით მესამე ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში.

თბილისში სტარტი აიღო მედიის თავისუფლების საკითხებში ორგანიზებულმა სამხრეთ კავკასიის მე-13 მედია-კონფერენციამ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 17:28

თბილისში დღეს მუშაობა დაიწყო ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მიერ მედიის თავისუფლების საკითხებში ორგანიზებულმა სამხრეთ კავკასიის მე-13 მედია-კონფერენციამ თემაზე: თავისუფალი მედიის გამოწვევების სხვადასხვაობა და გამოხატვის თავისუფლება.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ეუთო-ს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი და საქართველოს საგარეო სქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
კონფერენციაში მონაწილეობს აზრბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის 70-ზე მეტი ჟურნალისტი, ოფიციალური პირი, მედია ექსპერტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი.
წლების განმავლობაში სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენცია გადაიქცა უნიკალურ ფორუმად, სადაც შეიძლება მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა და აზერბაიჯანელ, ქართველ და სომეხ ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობის განხილვა.
კონფერენციის პირველ დღეს მონაწილეებმა გააანალიზეს ინტერნეტ მედიის უსაფრთხოების საკითხები, საინფორმაციო კონტენტების რეგულირების საკითხები კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში, თვითრეგულირებისა და პროპაგანდის მექანიზმები. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე შეაფასეს ის შესაძლებლობები, რასაც თვით-რეგულირების დამოუკიდებელი ორგანოები იძლევა მასმედიის სფეროში პლურალიზმის სტიმულირებისთვის, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და განიხილეს სამხრეთ კავკასიაში მედიის თავისუფლების სფეროში არსებული ვითარება. 

კონფერენციის დასასრულს მონაწილეები შეიმუშავებენ და მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას. ეუთოს მიერ ორგანიზებული სამხრეთ კავკასიის მე-13 საერთაშორისო მედია-კონფერენცია თემაზე: თავისუფალი მედიის გამოწვევების სხვადასხვაობა და გამოხატვის თავისუფლება თავის მუშაობას 7 ივლისს დაასრულებს.

ავთანდილ ოთინაშვილი

მიხეილ ჯანელიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს დარკო პაიოვიჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 11:36

გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან დარკო პაიოვიჩთან, რომელიც საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში სტუმრობს.

მიხეილ ჯანელიძემ მონტენეგროს მიულოცა ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური მიწვევის მიღება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს ალიანსის ღია კარის პოლიტიკის სანდოობას და დამატებით სტიმულს აძლევს საქართველოს ნატოსთან დაახლოებისკენ მიმართული ძალისხმევის გასაძლიერებლად. დარკო პაიოვიჩის განცხადებით, ნატოში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს, მონტენეგროს სახით, ეყოლება კიდევ ერთი მტკიცე მხარდამჭერი ალიანსში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საერთო მიზანი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების კარგ საფუძველს ქმნის. ხაზი გაესვა ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის არსებულ პოტენციალს და მისი გამოყენების აუცილებლობას.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა დარკო პაიოვიჩს მონტენეგროს მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოსა და მონტენეგროში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის გააქტიურდება თანამშრომლობა და გაიზრდება მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა.

მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის დამოუკიდებლობის 240 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 ივლისი 2016 10:44

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის  შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 240 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.
 
მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ.
 
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა. „ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის უმთავრესი მხარდამჭერია და რა წარმატებებსაც მივაღწიეთ ძალიან ბევრ სფეროში, იყო ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით. დღესაც გრძელდება ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორული მხარდაჭერა უამრავ სფეროში, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ეს ყველაფერი ქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს და მივულოცო დამოუკიდებლობის 240 წლის იუბილე,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
საზეიმო მიღება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა. 

მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთში ევროკავშირში შექმნილი ვითარება განიხილა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 28 ივნისი 2016 11:40

ევროკავშირში შექმნილი ვითარება განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონეთში გამართულ შეხვედრებზე. მიხეილ ჯანელიძე რესპუბლიკის სენატის მარშალსა და სეიმის ვიცე მარშალს შეხვდა.

პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა საქართველოს ევრო ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებული იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში.

შეხვედრებზე საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრეს. მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის დელეგაცია არჩევნების პროცესზე დამკვირვებლებად მოიწვია.

“ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება საუკეთესო პასუხი იქნება რუსეთის იმპერიული ამბიციების მიმართ. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვარშავის სამიტი იყოს ნატოს წევრობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ჩვენთვის ვარშავის სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები ნატოში გაწევრიანების პროცესში, პოლიტიკური მხარდაჭერა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება იქნება”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის სტანისლავ კარჩევსკის თქმით, საქართველოს ადგილი ევროპულ დიდ ოჯახშია.

"მიუხედავად ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა, დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ დიდ ოჯახშია. პოლონეთი უჭერდა და მხარს დაუჭერს საქართველოს ამ მისწრაფებებს“- აღნიშნა სტანისლავ კარჩევსკიმ.

მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთში ევროკავშირში შექმნილი ვითარება განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 28 ივნისი 2016 10:01

ევროკავშირში შექმნილი ვითარება განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონეთში გამართულ შეხვედრებზე. მიხეილ ჯანელიძე რესპუბლიკის სენატის მარშალსა და სეიმის ვიცე მარშალს შეხვდა.

პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა საქართველოს ევრო ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებული იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში.

შეხვედრებზე საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრეს. მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის დელეგაცია არჩევნების პროცესზე დამკვირვებლებად მოიწვია.

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის სტანისლავ კარჩევსკის თქმით, საქართველოს ადგილი ევროპულ დიდ ოჯახშია.

 

მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ლიხტენშტეინს ეწვია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 23 ივნისი 2016 09:37

მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ლიხტენშტეინს ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიხტენშტეინის სამთავორში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების დეტალებზე ისაუბრა.ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან შეთანხმებას ხელი პრემიერმინისტრმა შვეიცარიაში მიმდინარე წელს უნდა მოაწეროს.მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები სამთავროს მმართველ პრინც ალოისისთან და თავის კოლეგასთან გამართა. 

მიხეილ ჯანელიძე ლიხტენშტაინსა და ბრიუსელს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 22 ივნისი 2016 11:45

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, ოფიციალური ვიზიტით 22-23 ივნისს, ლიხტენშტაინის სამთავრობოსა და ბრიუსელს ეწვევა.  ლიხტენშტაინის საგრაფოში მინისტრი შეხვედრებს გამართავს ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრთან აურელია ფრიკთან, ასევე ლიხტენშტაინის სამთავროს მმართველთან პრინც ალიოსთან. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი ლიხტენშტაინში. 23 ივნისს მინისტრი ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მისი შეხვედრები ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში. მინისტრი შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე -პრეზიდენტს ფედერიკა მოგერინის. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ შეთანხმებას. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური