საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, ყველა საელჩოში პროგრამა „საქართველო გელოდებათ“ დაინერგება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 ნოემბერი 2016 13:13

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დაინერგება ინიციატივა „საქართველო გელოდებათ“. 
 აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეები და დიასპორის წარმომადგენლები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას და შესაბამის დახმარებას საქართველოში არსებულ შესაძლებლობებზე - ქვეყნის ეკონომიკაზე, საჯარო და კერძო სექტორზე, საინვესტიციო გარემოზე და ა.შ. აღნიშნული ინიციატივა საზღვარგარეთ საქართველოს ყველა საელჩოს დონეზე განხორციელდება და ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტებში დიასპორის ჩართულობას და მათ რეინტეგრაციას. 

სამინისტროს ცნობით, დიასპორის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე „ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიურ ჩართულობას დიასპორასთან კომუნიკაციის და მათთვის დახმარების აღმოჩენის საკითხში. მისივე ინფორმაციით, საელჩოებში და საკონსულო დაწესებულებებში დიასპორის წარმომადგენლებისთვის ამოქმედდება სპეციალური „ცხელი ხაზი“. 

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ის სირთულეები, რომელთან გამკლავებაც თქვენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში გიწევთ. უკლებლივ ყველა საელჩოსა და გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეებისთვის და დიასპორის წარმომადგენლებისთვის იმოქმედებს „ცხელი ხაზი“, რომლის დახმარებითაც მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ მყისიერად აცნობონ სამინისტროს თავის პრობლემებზე, ასევე, ოპერატიულად მოხერხდეს მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის მექანიზმების მოძიება“, - განაცხადა მინისტრმა. 

მიხეილ ჯანელიძე არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 11:05

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ეუთო-ს საპარლამენტოს ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც საქართველოში საგარეო უწყების მოწვევით იმყოფებიან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების პროცესზე. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა მინისტრს გააცნეს თავიანთი პირველადი შეფასებები და აღნიშნეს, რომ არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და დაცული იყო საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირდა, რომ აღნიშნული არჩევნები არის დიდი ნაბიჯი დემოკრატიის კონსოლიდირების პროცესში.

მიხეილ ჯანელიძე მინისტრი ბრიუსელს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 11:31

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 3-5 ოქტომბერს ბრიუსელს ეწვევა, სადაც რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა ევროპული პოლიტიკის ცენტრისა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს ეძღვნება  (Policy Dialogue: What next for the eastern Partnership?), ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, კენტის უნივერსიტეტისა და ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის თემაზე ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში (Brussels Conference on Afghanistan, Partnership for Prosperity and Peace) რომელსაც ევროკავშირის, გაეროს, აშშ-ს და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტში. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 22:18

საქართველოს მთავრობის სახელით მინდა დავგმო ყველა განცხადება, რომელიც მიმართულია ერებსა და სახელმწიფოებს შორის შუღლის გაღვივებისკენ. თურქეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მტკიცედ იცავს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ურთიერთობები ვითარდება ურთიერთპატივისცემისა და კეთილმეზობლური პრინციპების დაცვით და არ არსებობს არცერთი ნიშანი იმისა, რომ ამ ურთიერთობებს რაიმე უქმნიდეს საფრთხეს.

მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეისწავლოს ყოველი განცხადება, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და მოახდინოს მყისიერი რეაგირება.

მიხეილ ჯანელიძე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 10:39

აშშ/ნიუ-იორკი- გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორების წარმატებული თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით.  დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის დაფუძნება, რომლის პირველი სხდომაც მიმდინარე წლის ივლისში თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, ანკარაში გაიმართა.

მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად შეუწყონ ხელი ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თურქი ხალხისა და თურქეთის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მხარდაჭერისთვის. მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც თურქეთის ხელისუფლების გამოკვეთილი მხარდაჭერა საქართველოს ევრო- ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 16:48

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესა და ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შორის.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. საუბარი შეეხო ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზებს, აღინიშნა, რომ ალიანსი მზად არის გააძლიეროს ჩართულობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი განვითარებისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში მისი პირადი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას.

ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდგომ მიხეილ ჯანელიძემ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

სადილის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე. დეტალურად იქნა განხილული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და მასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრი და საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები.

საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკისადმი ურყევი მხარდაჭერა. საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ უფრო ეფექტურად ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე ალიანსში მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგში. აღინიშნა, რომ საქართველო არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის. 

მიხეილ ჯანელიძე შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 15:29

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  მიხეილ ჯანელიძემ შეხვდა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან კრისტა მარკვალდერთან, რომელიც საქართველოში 2016 წლის 6-7 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოს და შვეიცარიის კონფედერაციას შორის  აქტიური  თანამშრომლობა,  როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობას, საქართველოს რეგიონებსა და შვეიცარიის კანტონებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო, პარტნიორულ ურთიერთობებს, ასევე, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას.

„ჩვენ ახალ დონეზე გადავიყვანეთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ქვეყნებს შორის მოქმედებს საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას, იყოს  სანდო პარტნიორი ინვესტიციების და საკუთრების დაცვის სფეროში შვეიცარიის მხრიდან შემოდის მნიშვნელოვანი ინვესტიციები სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროში და ბევრი სხვა მიმართულებით.  ასევე ვავითარებთ ექსპორტს შვეიცარიის ბაზარზე“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.    
        
კრისტა მარკვალდერმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) გაფორმებული ხელშეკრულება საგრძნობლად შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას, როგორც შვეიცარიასთან, ისე ხელშეკრულების სხვა მხარეებთან.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე,  საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე. მიხეილ ჯანელიძემ მადლიერება გამოხატა შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორობისთვის. 

მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს ქვეყნების მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 09:46

ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალზე, სადაც განხილვის ერთ-ერთი საკითხი რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგონრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
საქართველოს საგარეო საქმთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქ.პოტსდამში ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის მოწვევით გაიმართა.
 
არაფორმალური მინისტერიალის მონაწილეებმა ეუთო-ს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ასევე შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის მიმართვაში ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს როგორიც არის თავისუფალი გადაადგილება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, საკუთრების უფლების ხელყოფა და ა.შ.
 
თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით  დარეგულირების შესახებ და აღნიშნა ნდობის აღდგენის პროცესში ეუთო-ს და საერთაშორისო ინსტიტუტების აქტიური როლის მნიშვნელობა.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესზე და  ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ამ პროცესში ეუთო-ს ცალკეული ინსტიტუტების აქტიურ ჩართულობას.
 
ეუთო-ს მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ორგანიზაციის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები, ასევე ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.
 
არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან.

საპარლამენტო არჩევნებს რეკორდული რაოდენობის მონიტორი დააკვირდება - მიხეილ ჯანელიძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 12:08

ეუთოს სადამკვირვებლო მისია საქართველოშია. დელეგაციის წევრებმა პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართეს, სადაც წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა იმუშავებს.26 კაციანი დელეგაცია 15 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება.„წელს ამ არჩევნებს დააკვირდება რეკორდული რაოდენობის მონიტორი ეუთოს მისიის ფარგლებში. ეს არის მისია, რომელიც მოწვეულია საქართველოს მთავრობის მიერ და ჩვენი მიზანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი და ასევე არჩევნები გაიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 17:59
15 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბეტინა კადენბახთან (Bettina Cadenbach). შეხვედრისას პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო პარტნიორობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, განვითარების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად და წარმატებით დასრულების საკითხს, ასევე 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღნიშვნისა და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის თემებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბეტინა კადენბახს ელჩად მუშაობის პერიოდში, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური