მიხეილ ჯანელიძე IDFI-ის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 18:06

დღევანდელი ფორუმი მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვისაც, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ საერთაშორისო ფორუმზე – “საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებებზე, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, ასევე საქართველოს ეკონომიკურ და დემოკრატიული განვითარებაზე ისაუბრა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, ისტორიული ხელმოწერით, საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობის თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ამბიციური პროცესი დაიწყო.
ჯანელიძემ განსაკუთრებული ყურადღება ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობას დაუთმო და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გაწევრიანების გზაზე გადადგა. მინისტრის განცხადებით, საქართველო წარმატებით ახორციელებს „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება.
ამასთანავე, რეფორმები საქართველოს სამხედრო, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის, კარგი მმართველობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების სექტორებში სწორედ ალიანსთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება, რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების უმთავრეს მიზანთან აახლოებს, ეს კი ქვეყანას სტაბილურობას, განვითარებასა და კეთილდღეობას მოუტანს.
„რეფორმების გატარების და დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითია. ჩვენ უნდა გავაღრმავოთ მიღწეული პროგრესი და გავაგრძელოთ სვლა ამ გზაზე“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით: “საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები”, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ეგიდით, ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2016 13:45

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელს კრისტიან ვიგენინს შეხვდა. 

ვიგენინიმ ეუთო-ს სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა და ქართულ მხარეს აღუთქვა, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს ჟენევის მოლაპარაკების პროცესში აქტიურ და კონსტრუქციულ საქმიანობას.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ხაზი გაესვა ჟენევის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს დაგეგმილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ორგანიზების საკითხი თბილისში.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. 

შეხვედრაზე მინისტრმა დაადასტურა არჩევნების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო დამკვირვებლების მიღების მზადყოფნა. 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოში ბოლო წლების მანძილზე არჩევნების ჩატარების კუთხით მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან ერთად დამკვირვებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 15:20

18 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს მუდმივ კოორდინატორსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, ნილს სკოტს და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, ოლივიე ბიურკის შეხვდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იტყობინება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, შომბი შარპი და საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და გაერო-ს განვითარების პროგრამას შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრეს საქათველოში მდგრადი განვითარების საკითხებზე, განიხილეს რეგიონული განვითარების და თანამშრომლობის საკითხები საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრაზე, მხარეებმა დაუდასტურეს ერთმანეთს აღნიშნული მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა.

 

მიხეილ ჯანელიძე საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 16:31
14 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  ბეტინა კადენბახს შეხვდა.
 
 საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველო-გერმანიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ გერმანიის საქმიანი წრეების ინტერესის გაზრდას და ქვეყანაში გერმანული ინვესტიციების მოზიდვას. ამ კონტექსტში მინისტრი მიესალმა გერმანიის ფედერალური მთავრობის ძალისხმევას, კონკრეტული პროექტების მეშვეობით ხელი შეუწყოს ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას და ცალკეულ სფეროებში გერმანული მხარის გამოცდილების გაზიარებას. 
 
მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვა რწმენა, რომ გერმანია შემდგომშიც აქტიურად და ეფექტიანად დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით რეალიზაციას.
 
ბეტინა კადენბახმა კიდევ ერთხელ გამოხატა გერმანიის მთავრობის მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით. ამასთან, ელჩმა კვლავ დაადასტურა ბერლინის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების კურსის, დასავლეთთან ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
 
შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის აღნიშვნისა და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის საკითხებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ცვლილებები არ იგეგმება

გამოქვეყნებულია ახალი ამბები
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 17:54

მიხეილ ჯანელიძე ამ ეტაპზე უწყებაში ცვლილებებს არ გეგმავს.საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. "ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ იგეგმება", - განაცხადა ჯანელიძემ. მიხეილ ჯანელიძემ ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მის დაგვიანებას ეხებოდა მისი განმარტებით მან ტექნიკური მიზეზების გამო დააგვიანა.



საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 12:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2015 წლის 21სექტემბრის N385 ბრძანების საფუძველზე, მიხეილ ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, მიხეილჯანელიძეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას ასევე აქვს საგარეო საქმეთასამინისტროში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, 2003-2004 წლებში, მიხეილ ჯანელიძე სამინისტროს საგარეო პოლიტიკის ანალიზისა და კველვისცენტრში საქმიანობდა.

 

გვერდი 11/ 11-დან

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური