მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 02 ივნისი 2018 00:48

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ზაზა სარალიძესთან დაკავშირებით, ფეისბუქის გვერდზე მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

„სარალიძეს ჯერ რუსეთიდან მოვლენილი გახარია დაემუქრა და შემდეგ სუსმა დაუპირა გატაცება.

გახარია, ხელები შორს გამწარებული მამისგან,თორემ ამ შენ წერილს ქართველი ხალხი შენვე შეგაჭმევს“ - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

მიხიელ სააკაშვილი კიევში დააკავეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 თებერვალი 2018 17:55

მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციაც უკრაინული მედია ავრცელებს.

 

გავრცელებული ცნობით, სააკაშვილი, თავისი პარტიის მიმდებარე ტერიტორიიდან, უცნობმა , ნიღბიანმა პირებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მის დასაკავებლად სამი თეთრი ავტომობილი იყო მისული.

დავით საყვარელიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 09 დეკემბერი 2017 00:49

უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე აქვეყნებს. 
„დააკავეს მიხეილი! მიყავთ უსაფრთხოების სამსახურში ასკოლდოვზე“, - წერს საყვარელიძე.

"თუ მოვინდომებთ, საქართველოშიც იგივეს გავაკეთებთ, რაც დღეს უკრაინელებმა გააკეთეს"- სააკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017 00:08

მიხეილ სააკაშვილის თქმით ის დარწმუნებულია, რომ მონდომების შემთხვევაში ოლიგარქიას საქართველოშიც დაამარცხებენ. აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა:

„უკრაინა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ ჩემი გული ეკუთვნის საქართველოში ჩემს მომხრეებს. როგორც აქ არის მორყეული ეს ოლიგარქიული სისტემა, თან აქ ერთი ოლიგარქი კი არაა, შვიდია. ივანიშვილი საერთოდ არავინ არაა. თუ მოვინდომებთ, ერთად დავდგებით და იგივეს გავაკეთებთ რაც დღეს უკრაინელებმმა გააკეთეს, მაგათ დიდი დრო არ უწერიათ. სადამდე უნდა დაგვამცირონ, გვაპამპულაონ და ვყავდეთ ჩოქმბჯენში? ის დროა ჩვენ დავაყენოთ ჩოქმბჯენში“- განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ დღეს დილით მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას გულისხმობს. რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერები პოლიციას მისი საპატრულო მიკროვტობუსით გადაყვანის საშულებას არ აძლევდნენ, მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილი მიკროავტობუსიდან ძალის გამოყენებით დაიხსნეს.

"ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც..." – სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილზე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 19:33

"ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც..." – სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი მიხეილ სააკაშვილზე.

დაკავებული სააკაშვილი ცუდად გახდა, ადგილზე ექიმი მიიყვანეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 14:16

პოლიციის მიკროვატობუსი, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ისევ მის სახლთან ახლოს მდებარე ქუჩაზეა გაჩერებული. უკრაინული მედიის ცნობით სააკაშვილს ექიმის დახმარება დასჭრდა. მასთან ექიმი მივიდა, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით ჩაფხუტი ეხურა. ექიმის თქმით სააკაშვილმა ძლიერი სტრესი განიცადა, თუმცა სამედიცინო ჩარევა არ დასჭირდა.

მიკროავტობუსს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი მხარდამჭერები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 12:50

მიკროავტობუსს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი მხარდამჭერები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. სააკაშვილის მხარდამჭერებს ბლოკირებული აქვთ ქუჩა და ისინი აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

ადგილზე მობილიზებულია უკრაინის პოლიცია და სპეცრაზმის წარმომადგენლები. სამართალდამცველებსა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დღეს საკუთარ სახლში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმმა შენობიდან გამოიყვანა, თუმცა მისი მისი გადაყვანა შესაბამის უწყებაში ვერ ხერხდება. 

მის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა. 

"მე ახლა აქ ხალხის გადაწყვეტილების წყალობით ვიმყოფები" - მიხეილ სააკაშვილი კიევშია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017 15:19

მიხეილ სააკაშვილი უკვე კიევშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს რეზიდენციასთან, მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. „ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მისი თქმით, კიევიდან ის დღეს ცენტრალურ უკრაინაში გაემგზავრება და დედაქალაქში 17 ოქტომბერს დაბრუნდება. 

„მე ახლა აქ ხალხის გადაწყვეტილების წყალობით ვიმყოფები. როგორც იცით, პრეზიდენტ პოროშენკოს მსოფლიოს რამდენიმე ლიდერმა ჩემს საკითხზე სალაპარაკოდ დაურეკა და ის ყველას ერთი და იგივეს პასუხობს. ამბობს, რომ მიკვირს, რატომ არ მიდის სააკაშვილი სასამართლოშიო. მას სურს, რომ მე სასამართლოს მივმართო და მოქალაქეობის საკითხი იქ გავარკვიო. მათ ჯერ ხელი მოაწერეს გაურკვევლ განკარგულებას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ მაძლევდნენ, გამოაქვეყნეს ჩემი ანკეტა, მაგრამ არ წარადგინეს არანაირი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე შევძლებ, სასამართლოს მივმართო.

"წარმოიდგინეთ, როგორ მოექცევიან რიგით მოქალაქეებს, როდესაც მე ზურგს მიმაგრებენ სახალხო დეპუტატები და ამ საკითხით მთელი მსოფლიო ინტერესდება. ამის მიუხედავად, ასე მოქმედებენ, ამიტომ ვიბრძვი. აქ ჩამოვედი, რომ ადვოკატების საშუალებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეს დოკუმენტები გადავცე. მე დღესვე მივემგზავრები კიევიდან ცენტრალურ უკრაინაში და გავაგრძელებ ქვეყანაში მოგზაურობას და ხალხთან შეხვედრებს. 17 ოქტომბერს კი ისევ აქ შევიკრიბებით უკრაინელი ხალხის უფლებების დასაცავად," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სამწუხარო წარსული

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017 15:42

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქვეყნის ძალიან სამწუხარო წარსულია“. 

კვირიკაშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხზე მედიასთან მცირე კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა. 

„ჩვენი ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსული, ძალიან სამწუხარო წარსული და ისიც ძალიან სამწუხაროა, რასაც ვუყურებთ. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, სჯობს ამაზე იმ ინსტიტუტებმა გააკეთონ კომენტარი, რომელსაც ეს ხელეწიფებათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

თეა წულუკიანი სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017 13:31

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი აღნიშნულზე კომენტარს აკეთებს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ 1 სექტემბერს მიმართა და ამჟამად საქართველო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება.

"ჩვენი მხრიდან ყველაფერია სამართლებრივად გაკეთებული, რათა უკრაინის პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს ჰქონდეთ დოკუმენტაცია როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმალურადაც. პროცედურები დავიცავით და ველოდებით უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. თუ რას გადაწყვეტს უკრაინული სასამართლო, წინასწარ ვერავინ განჭვრეტს. თავად საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა ამოწურულია და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ერთადერთი, ვისთვისაც საინტერესოა სააკაშვილი, არის საქართველოს მთავარი პროკურატურა.

 

 

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური