მიწისძვრა საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 14:43

საქართველოში 2,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილო -აღმოსავლეთით – 6 კილომეტრში, სოფელ ჭიაურაში იყო. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

ორი ძლიერი მიწისძვრა ჩილეში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 08 ნოემბერი 2015 11:58

ჩილეში ორი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიძლიერემ 6,8 მაგნიტუდა შეადგინა. ცუნამის საშიშროება არ არსებობს. 

ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კოკიმბოსთან 108 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მეორე კი ჩილეს სამხრეთ- დასავლეთით,  97 კილომეტრის სიღრმეში. 

ჯერჯერობით ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება. 

"თალიბანმა" ავღანეთში მიწისძვრით დაზარალებულ რაიონზე კონტროლი დაამყარა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 17:13

რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" ავღანეთში, მიწისძვრით დაზარალებულ ერთ-ერთ რაიონზე კონტროლი დაამყარა. "ფრანს პრესის" ცნობით, თალიბებმა ტაჯიკეთის საზღვართან მდებარე , პროვინცია ტახარის ადმინისტრაციული ცენტრი დარქანდი ჩაიგდეს ხელში. 
ადგილობრივი სამართალდამცავთა განცხადებით, ძალოვნებმა ექსტრემისტებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა თითქმის 6-საათიანი დაპირისპირების შემდეგ ქალაქის დატოვება მოუწიათ.

ჩინეთი ემზადება ავღანეთსა და პაკისტანს ექსტრემალური დახმარება აღმოუჩინოს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 16:03

ჩინეთი აქტიურ მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს ავღანეთისა და პაკისტანისათვის ექსტრემალური დახმარების აღმოჩენის თაობაზე. როგორც ცნობილია ეს ქვეყნები მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ლუ კანის თქმით, ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოება მზად არის ამ ქვეყნებს დახმარების სახით 100 ათასი აშშ დოლარი გამოუყოს. „ჩინეთის მთავრობამ თანადგომა გამოუცხადა ავღანეთისა და პაკისტანის მოსახლეობას და აღუთქვა, რომ მომავალშიც გააგრძელებს ამ ქვეყნებისათვის დახმარების გაწევას“, - აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ ძლიერ მიწისძვრას ადგილი ჰქონდა 26 ოქტომბერს, რომლის სიმძლავრეც 7,8 ბალს შეადგენდა. ოფიციალური მონაცემებით, ავღანეთში დაღუპულია 115 ადამიანი, დაშავებულია - 538. პაკისტანში დაღუპულთა რიცხვი 248 ადამიანს აღწევს, ხოლო დაშავებულია 1665 ადამიანი.

პაკისტანსა და ავღანეთში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი 360 მდე გაიზარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 11:05

ავღანეთსა და პაკისტანში, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 360 ადამიანი დაიღუპა. როგორც "ბიბისი" წერს, ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს. 
სტიქიური უბედურების შედეგად პაკისტანში 4 000-ზე, ავღანეთში კი 7 600-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაინგრა. ვრცელდება ინფორმაცია ათასობით დაშავებულზე.
7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს, ავღანეთის ჩრდილოეთში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ჰინდუქუშის მთიან რეგიონში, 212 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. 

ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი 100-მდე გაიზარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 17:51

ავღანეთის ჩრდილოეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, მიწისძვრას ავღანეთში 24, ხოლო პაკისტანში მინიმუმ 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ასობით ადამიანი. დაკარგულად ითვლება ათობით მოსახლე, რაც მსხვერპლის გაზრდის ვარაუდს იძლევა.

გავრცელებული ინფორმაციიღ, ავღანეთში, ტახარის პროვინციაში 12 გოგონა დაიღუპა. გოგონები მიწისძვრის დროს სკოლის შენობის დატოვებას ცდილობდნენ და ჭყლეტას ემსხვერპლნენ.

აშშ-ის გეოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ავღანეთის ჩრდილოეთით, ჰინდუქუშის რეგიონში მოხდა. ეპიცენტრი დედაქალაქ ქაბულიდან 256 კილოემტრში, ქალაქ ჟარმიდან 45 კილომეტრში 212 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ბიძგები იმდენად ძლიერი ამოჩნდა, რომ როგორც ავღანეთში, ასევე მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში ნგრევა გამოიწვია.

ავღანეთში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა არიან დაშავებულებიც

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 15:53

ვღანეთის ჩრდილოეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება, ბიძგებმა როგორც ავღანეთში, ასევე მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში ნგრევა გამოიწვია, რამაც ავღანეთში 20, ხოლო პაკისტანში 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია 100-მდე ადამიანი.

აშშ-ის გეოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ავღანეთის ჩრდილოეთით, ჰინდუქუშის რეგიონში მოხდა. ეპიცენტრი დედაქალაქ ქაბულიდან 256 კილოემტრში, ქალაქ ჟარმიდან 45 კილომეტრში 212 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში იგრძნობოდა.

ძლიერი მიწისძვრა ავღანეთში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 14:14

ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა სამხრეთ აზიაში. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ჟარმიდან 45 კილომეტრში მდებარეობს.
მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში იგრძნობოდა. 
ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება.

ჩილეში მიწისძვრა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 13:15

ჩილეში მიწისძვრა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,5 მაგნიტუდას მიაღწია მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ რეგიონში 8,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრს ამჯერადაც იგივე ტერიტორია წარმოადგენდა -ჩილეს ცენტრალური სანაპირო ზოლი. მოსახლეობა დაზიანებული და დანგრეული ქუჩების დასუფთავებას და აღდგენას ცდილობს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა კოკიმბოს პორტში. მიუხედავად მიწისქვეშა ბიძგების გამეორებისა, გავრცელებული ცნობით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„სტიქია არავის ემორჩილება, თუმცა ჩვენ გვინდა ვუთხრათ მოსახლეობას, რომ ხელისუფლება ყველაფერს იღონებს ხალხის დასახმარებლად. ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ ქუჩაში დარჩენილ მოქალაქეებს და დავაბრუნებთ მათ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში,“-განაცხადა პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა. ამჯერად კი ჩილეში ყველაზე რთულ პრობლემად დაავადებათა პრევენცია ითვლება. დაავადებების თავიდან აცილების მიზნით კლინიკებში შესაბამისი ვაქცინაციები მზადდება.

ძლიერი მიწისძვრა აზერბაიჯანში, მიწისქვეშა ბიძგები კახეთის რეგიონშიც იგრძნობოდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 04 სექტემბერი 2015 09:57

დღეს თბილისის დროით 8:50 აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრიდან 56 კილომეტრში 5,8 ბალის ზოგიერთ რაიონში კი 7  მაგნიტუდის სიმძლავრის  მიწისძვრა მოხდა. 
მიწისძვრის ეპიცენტრი – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო. 

მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში, განსაკუთრებით  კახეთის რეგიონში იგრძნობოდა. მიწისმიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური