მიწისძვრა თბილისში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 ივლისი 2016 14:06

რამდნეიმე წუთის წინ თბილისში მიწისძვრა დაფიქსირდა. მიჭისძვრის ბიძგები საკმაოდ საგრძნობი იყო,  მიწისძვრის ეპიცენტრი ჯერ-ჯერობით უცნობია.ბიძგები იგრძნობოდა თბილისში. 

მიწისძვრა საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 18 მაისი 2016 17:45

საქართველოში დღეს მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ახალციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით 16 კმ-ში, სოფელ აწყურიდან 3 კმ-ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

სასწრაფოდ - საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 20 აპრილი 2016 16:29

საქართველოში 2,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თეთრიწყაროდან 14 კილომეტრში, სოფელ გოხნართან დაფიქსირდა. წინაწარი ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

ინდონეზიის სანაპიროებთან ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 02 მარტი 2016 17:28

ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა ინდონეზიის სანაპიროებთან. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით,  ინდონეზიის სანაპიროებთან 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 
გავრცელებული ცნობით, მთავრობამ ცუნამის საფრთხე გამოაცხადა. 
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

ტაივანში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი 94-მდე გაიზარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 16:00

ტაივანში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლითა რიცხვა 94-ს მიაღწია. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 30 დაკარგულს.

6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ტაივანში 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრას ნგრევაც მოჰყვა

გარდაცვლილთა უმრავლესობა 17 სართულიან საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, რომელიც მიწისძვრამ შაბათს მთლიანად დაანგრია.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო გამოძიება შენობის კონსტრუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სამაშველო სამუშაოები შენობის ნანგრევებში ამ დრომდე გრძელდება.

ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 11:35

ტაივანში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა, 100-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. 
6 თებერვალს მომხდარი 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ტაივანის მუნიციპალიტეტი დაზარალდა. ტაივანის მერის ცნობით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, მაშველები ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ადამიანები არიან. 
ტაივანი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. 1999 წელს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 2 500-მდე ადამიანი დაიღუპა.

მიწიძვრა ესპანეთში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 13:38

ესპანეთის სანაპიროებთან 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ "როიტერი" აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. 
გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მალაგადან 162 კილომეტრში 33 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. 
დაშავებულების და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

მიწისძვრა ჩინეთში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2016 13:34

 ძლიერი მიწისძვრა მოხდა ჩინეთში. მიწისქვეშა ბიძგებმა 6.4 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი კი მენიუანის პროვინციაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ძლიერმა ბიძგებმა 40-მდე შენობის ნგრევა გამოიწვია. მიწისძვრას განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა, თუმცა შედარებით სუსტი.რეგიონში პოლიცია და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. 

ქვემო ქართლში მიწისძვრა დაფიქსირდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 18:28

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით,საქართველოში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, მიწისქვეშა ბიძგები ქვემო ქართლში დაფიქსირდა.მიწისძვრა ქალაქი დმანისის დასავლეთით 20 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან მოხდა.არსებული ინფორმაციით მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

მიწისძვრა ინდოეთში-არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 10:45

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. მიწისქვეშა ბიძგებმა რამდენიმე სახლი და სავაჭრო ცენტრი დაანგრია. მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,7 შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ იმპხალიდან 29 კილომეტრში მდებარეობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის დაახლოებით ერთ წუთს გრძელდებოდა. მიწისქვეშა ბიძგები კალკუტაშიც, ეპიცენტრიდან 600 კილომეტრში იგრძნობოდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური