იტალიაში კვლავ ძლიერი, 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 11:56

რამდენიმე წუთის წინ იტალიაში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. "როიტერსის" ცნობით ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.


როგორც „როიტერსი“აშშ-ის გეოლოგიური სამსახურზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯადან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 68 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა 24 აგვისტოსმოხდა, რასაც 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ცენტრალურ ნაწილში ორი მიწისძვრა მოხდა სამი დღის წინაც, რომელსაც მსხვერპლიარმოჰყოლია, თუმცა დაინგრა შენობები.

 

იტალიაში, მიწისძვრით დაშავებულებს შორის საქართვლოს მოქალაქეები არ არიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი 2016 11:17

ბოლო მონაცემებით იტალიაში, მიწისძვრით დაშავებულებს შორის საქართვლოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

ცენტრალურ იტალიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის. როგორც CNN იუწყება, დაზიანდა ძველი ეკლესიები და სხვა შენობები.

პირველი, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაჩერატის პროვინციაში, ვისოსთან (Visso) ახლოს მოხდა. მას ორი საათის შემდეგ 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა, რა დროსაც, ორი ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა იტალიის დედაქალაქშიც.

იაპონიაში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 21 ოქტომბერი 2016 12:39

იაპონიის დასავლეთით მდებარე ქალაქ ტოტორიში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, სტიქია ადგილობრივი დროით 14:10 საათზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა პერიოდული ბიძგები 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.მიწისძვრის ეპიცენტრი, ტოტორი, დასავლეთ ტოკიოდან, დაახლოებით, 700 კილომეტრში მდებარეობს. სააგენტოს მტკიცებით, ამ დროისათვის, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.დაშავებულთა შესახებ ან დაზიანებულ შენობებზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, სტიქიის შედეგად, დაახლოებით, 40 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა, ბოლოს, 5 წლის წინ მოხდა. სტიქიის სიმძლავრე 9.0 მაგნიტუდა იყო, რამაც ცუნამი გამოიწვია და ელექტროსადგურ ფუკუშიმას დაზიანების გამო, 15 ათასი ადამიანი დაიღუპა. 

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 13:05

რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი  ქალაქდმანისის ჩრდილოეთით 9კმ-ში, სოფელ კიროვისში იყო, სადაც  3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 247-ს მიაღწია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2016 11:24

იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 247-ს მიაღწია. 
ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი იტყობინება.

 

ნანგრევებში ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულებს.

მიწისძვრა იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯასთან 24 აგვისტოს, ღამის 3:30 საათისთვის მოხდა.

6.2 მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგებმა ქალაქებს ანატრიჩესა და პესკარა დელ-ტრონტოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

ქვეყნის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრამ ძლიერი ნგრევა გამოიწვია. ქალაქების ნაწილი ელექრტოენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქ ამატრიჩე დაზარალდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამატრისის თითქმის ნახევარი დანგრეულია.

ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. თვითმხილველთა თქმით, ბიძგები რომშიც იგრძნობოდა.

ბოლო ინფორმაცია იტალიაში მომხდარ მიწისძვრაზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2016 11:30

დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში - ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯასთან ძლიერი მიწისძვრა ღამის 3:30 საათისთვის მოხდა. 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგებმა რამდენიმე ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.ამ დროისთვის დადასტურებულია 6 ადამიანის დაღუპვის ფაქტი, თუმცა, არ არის გამორიცხული, მსხვერპლი გაიზარდოს, რადგან ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. მიმდინარებს სამაშველო ოპერაცია.ქალაქების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მიწისძვრას მოგვიანებით რამდენიმე ძლიერი აფთერშოკიც მოჰყვა. ბიძგები რომშიც იგრძნობოდა.იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

იტალიაში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2016 10:08

ცენტრალურ იტალიაში მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამახურის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა.

ყველაზე მეტად ქალაქ ამატრისი დაზარალდა. როგორც ქალაქის მერმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, ამატრისის ცენტრში დაინგრა რამდენიმე შენობა, ნანგრევებში ხალხია მოყოლილი. დაღუპულია სულ მცირე ორი ადამიანი. მიწისძვრის გამო ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ბიძგები რომშიც იგრძნობოდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 03:30 საათზე მოხდა.

2009 წელს იტალიის აკილას რეგიონში მომხდარი 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს საქართველოში განმეორებითი მიწისძვრა დაფიქსირდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 ივლისი 2016 11:32

დღეს 07:17 საათზე საქართველოში განმეორებითი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3.4 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი იყო თბილისიდან 59 კილომეტრის მოშორებით, დმანისის რაიონიდან დასავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ მამიშლარში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში. 4.8 მთელი მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა.ბიძგები დაახლოებით 14 საათზე და 14 წუთზე მოხდა, თბილისიდან 51 კილომეტრში, ქალაქ დმანისის ჩრდილო-დასავლეთით დაფიქსირდა

4,8 მთელი მაგნიტუდის ბიძგები - ეპიცენტრი სოფელი სოღუთლო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 ივლისი 2016 14:21

რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა თბილისში. 4.8 მთელი მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა.ბიძგები დაახლოებით 14 საათზე და 14 წუთზე მოხდა, თბილისიდან 51 კილომეტრში, ქალაქ დმანისის ჩრდილო-დასავლეთით დაფიქსირდა. ეპიცენტრი სავარაუდოდ, სოფელი სოღუთლო იყო. 

მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.

 

მიწისძვრა 14:15 წუთზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 ივლისი 2016 14:08

საქართველოში 14:15 წუთზე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისში იყო. სეისმოლოგების ინფორმაციით მიწისქვეშა ბიძგები 4.5  სიმძლავრეს შეადგენდა 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური