საქართველოს საზღვართან 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 ივნისი 2017 12:15

დღეს გამთენიისას მიწისძრვრა მოხდა აზერბაიჯანში, საქართველოს სასაზღვრო ზოლიდან 74 კილომეტრში.

მიწისძვრის სიმძლავრე 4.5 მაგნიტუდა იყო.

ძლიერი მიწისძვრა ჩილეში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 11:12

ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა ჩილეში. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოსთან ახლოს, საზღვაო ქალაქ ვალპარაისოს სანაპირო ზოლიდან 35 კილომეტრში, 10 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.  ბიძგების სიმძლავრემ  7.1 მაგნიტუდა შეაგინა. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ცუნამის შესაძლო საფრთხის გამო, ვალპარაისოდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა, რომელიც მალევე გააუქმა. 

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 მარტი 2017 09:56

გამთენიისას  წალკაში, სოფელ ფარავანში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე პირველ შემთხვევაში 3,7 მაგნიტუდას, მეორე შემთხვევაში 3 მაგნიტუდას, მესამე შემთხვევაში კი 2,9 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრა საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 13 მარტი 2017 12:23
4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საქართველოში. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჯავის დასავლეთით 11კმ-ში, სოფელ აბანოდან ორ კილომეტრში, 6 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრა 06:25 საათზე მოხდა. მოსახლეობის ან ინფრასტრუქტურისათვის მიყენებული რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დღეს დილით, საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 13 მარტი 2017 13:00
დღეს დილით, საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავდემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჯავის დასავლეთით 11კმ-ში, სოფელ აბანოდან ორ კილომეტრში, 6 კილომეტრის სიღრმეში იყო.

წუხელ საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 23 იანვარი 2017 10:46

წუხელ საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. 3.2 მაგნიტუდის  ბიძგები ბაღდათიდან დაახლოებით 8 კილომეტრში იგრძნობოდა.  მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

მიწისძვრა საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 10:13

მიწისძვრა საქართველოში ორ რეგიონში. წუხელ გორში ბიძგები 3:24 საათზე დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე სამი მაგნიტუდის იყოს.

მეორე მიწისძვრა კი, ზუსტად ორ წუთში 3:26 საათზე, ყაზბეგიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 31 კილომეტრში, სოფელ გველეთში მოხდა.

ბიძგების სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდას შეადგენდა.

ძლიერი მიწისძვრა ახალ ზელანდიაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 10:37

ძლიერი მიწისძვრა  ახალ ზელანდიაში.  ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალ ზელანდიაში  მიწისძვრა ორჯერ მოხდა. განმეორებითი ბიძგები 6,3 მაგნიტუდას შეადგენდა. 

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.  მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა,  დაზარალებული რეგიონების მოსახლეობამ ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა. 

ძლიერი მიწისძვრა ოკლაჰომის შტატში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 ნოემბერი 2016 12:57

ძლიერი მიწისძვრა ოკლაჰომის შტატში - 5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ყველაზე მეტად რეგიონის ცენტრალურ ნაწილში იგრძნობოდა, ეპიცენტრი კი ოკლაჰომა სითიდან 80 კილომეტრის დაშორებით იყო.სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაზიანდა შენობები, რის გამოც რამდენიმე ქალაქში სასწავლო პროცესი შეწყდა.ოკლაჰომაში ძლიერი მიწისძვრა სექტემბერშიც მოხდა. გასულ კვირას კი, გეოლოგების ცნობით, შტატში 19 ბიძგი დაფიქსირდა.

რაჭაში მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 17:06

რაჭაში,  ონიდან 6 კილომეტრში 3.1 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  მიწისქვეშა ბიძგები ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 12:52 საათზე დაფიქსირდა.  არსებული ინფორმაციით,  მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია

განმეორებითი ბიზგები მოსალოდნელი არ არის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური