საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 18:57

13 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამერიკული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან ნიკოლას ბერლინერთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა, მათ შორის მოკლედ ისაუბრეს ქ. ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში, მ.წ. 12 ნოემბერს გამართული დემოკრატიისა და მმართველობის, ასევე მ.წ. 13 ნოემბერს დაგეგმილი ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის თაობაზე.

საუბრისას მხარეებმა აგრეთვე აღნიშნეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და აშშ-ს შორის მიმდინარე ინტენსიური თანამშრომლობა და მისი შემდგომი განმტკიცების პერსპექტივები.

აგრეთვე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის გლობალური კლიმატის სწრაფ ცვლილებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ ამ და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე.
 

პოლონეთის მინისტრთა კაბინეტი გადადგა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 11:24

პოლონეთის მინისტრთა კაბინეტი გადადგა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ევა კოპაჩმა ქვედა პალატის სხდომაზე განაცხადა და გადაწყვეტილებას ქვეყნის კონსტიტუციური ნორმების შესაბამისი უწოდა. მისივე თქმით, სეიმის წევრები პატივს სცემენ მოსახლეობის არჩევანს და არჩევნების შედეგებს. კოპაჩმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იაროსლავ კაჩინსკის გამარჯვებულ პარტიას, კანონი და სამართლიანობა, წარმატება უსურვა. ევა კოპაჩმა მინისტრთა ახალი კაბინეტის მთავარ მიზნას უმუშევრობასთან ბრძოლა, ფინანსური სტაბილურობა და ეკონიმიკური ზრდა დაასახელა. 

ჯანდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 14:19

ჯანდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩინეთშია. დავით სერგეენკო მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც სოციალური დაცვის სისტემებს ეხება. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ჩინელ კოლეგებს შეხვდება. 

მხარეები განიხილავენ ჯანდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებს. გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც. 

„რუსთავი 2-ის“ საქმეზე - მინისტრები მხარეებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 16:10

„რუსთავი ორის“ საქმესთან დაკავშირებით, მინისტრები მხარეებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ და გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას დროებითი საბჭო, რომელიც სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. 

მთავრობა დღეს „ფრიდომ ჰაუსის“ ვიცეპრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც კრიტიკულ მოსაზრებებზე ცენზურის დაწესების მცდელობაზე და სახელმწიფოსთვის უკან გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. 

მინისტრები აცხადებენ, რომ ეს არის კერძო დავა და სასამართლოს გადაწყვეტილებებში ხელისუფლება ვერ ჩაერევა.

სოზარ სუბარი მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 13:58

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
მინისტრმა და დეპუტატმა მოისმინეს იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები, კითხვები ძირითადად გრძელვადიანი განსახლებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საკითხებს ეხებოდა. მინისტრმა დევნილებს გააცნო ის პროექტები, რომლებსაც სამინისტრო ამ მიმართულებით ახორციელებს და პრობლემების დროულად მოგვარებას დაპირდა.

იხილეთ ფოტოგალერია

ვისაც გადატრიალების სურვილი აქვს, შეუძლია თავის საწოლში გადატრიალდეს - სოზარ სუბარი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 10:07

დევნილთა მინისტრის თქმით, სახელმწიფო გადატრიალების არანაირი საფრთხე არ არსებობს.

ამის შესახებ სოზარ სუბარმა 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ არსებობს ეჭვი, რომ ქვეყანაში შესაძლოა მსგავსი რაღაც მოხდეს, გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

“არანაირი საფრთხე სახელმწიფო გადატრიალებისა არ არსებობს. თუმცა როცა ჩნდება გარკვეული ინფორმაცია, მას გადამოწმება სჭირდება. თუ ეჭვი არსებობს, გამოძიება ვალდებულია დაიწყოს გამოძიება, რათა დაადასტუროს არსებობს ეს საფრთხე თუ არა. რაც შეეხება გადატრიალებას, მე შემიძლია ერთადერთი გავიმეორე ედუარდ შევარდნაძის სიტყვები - ყველას ვისაც გადატრიალების სურვილი აქვს, შეუძლია თავის საწოლში გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს, სხვა გადატრიალება ამ ქვეყანაში არ მოხდება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სომეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 17:36

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრ, კარენ ჩშმარიტიანს შეხვდნენ. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიმდინარე საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე კარენ ჩშმარიტიანმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ძალიან კმაყოფილია ფორუმის მიმდინარეობით, რომელიც, მისი აზრით, ძალიან სწორ დროს და სწორ ადგილას ჩატარდა. როგორც სომხეთის მინისტრმა აღინიშნა, ჩინეთის მთავრობის თანაორგანიზებულობა შედეგის მომტანი იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის.

"MAP-ი არის ის ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო უნდა მოელოდეს"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 10:07

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიო მესიჯები გააჟღერა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მართლაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მადლობა გადაგვიხადა ჩვენი კონტრიბუციისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს შტაბბინაში, ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ  ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ ვისაუბრეთ დეკემბრის მინისტერიალის მომზადების პროცესზე, იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რათა მოხდეს აზრის კონსოლიდაცია საქართველოს შესახებ, თუ როგორ უნდა აღინიშნოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ნატო-ს გზაზე და რა თქმა უნდა, ვარშავის სამიტისთვის მომზადების პროცესზე. განვიხილეთ ასევე უსაფრთხოების სიტუაცია რეგიონში. გენერალურმა მდივანმა აღგვითქვა მაქსიმალური დახმარება იმისთვის, რომ საქართველომ მოახდინოს ნატო-ს წევრ ქვეყნებში აზრის კონსოლიდაცია საქართველოს პროგრესის აღნიშვნის კუთხით. თუ რა სახით იქნება ეს პროგრესი აღნიშნული, იქნება ეს MAP-ი თუ სხვა, ამას რა თქმა უნდა, დრო გვაჩენებს. ჩვენი მოვალეობაა, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, MAP-ი არის ის ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო უნდა მოელოდეს, თუმცა საბოლოო მიზანი არის ნატოს წევრობა და ეს არის ყველაზე მთვარი. რასაც ჩვენ ხაზი გავუსვით არის, რომ საქართველოს მთავრობისთვის ნატოს წევრობა რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად პოლიტიკურ დღის წესრიგში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 
მისივე თქმით, რთული იქნება ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის კონსოლიდაციის მიღწევა, თუმცა საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესი მაქსიმალურად აისახოს და ვარშავის სამიტზე მიღებული შედეგი იყოს გაცილებით უფრო მეტი, რაც დღეს გვაქვს. 

შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის პოლიციის უფროსს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 18:00

შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მოწვევით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის პოლიციის უფროსი ვლადიმერ გასპარიანი ეწვია. შს მინისტრმა და სომხეთის პოლიციის უფროსმა სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და ვლადიმერ გასპარიანმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ბოლო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს. საქართველოს შს მინისტრმა და სომხეთის პოლიციის უფროსმა სხვადასხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზე, ამ კუთხით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

აღნიშნული ვიზიტი 2014 წლის დეკემბერს ქალაქ ერევანში განხორციელებული შეხვედრის საპასუხოდ გაიმართა.

 

"ნარუშილოვკები" გაუქმდა- შს მინისტრის საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 16:06

ე.წ. "ნარუშილოვკებთან" დაკავშირებით 2009 წლის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა და აღნიშნული საშვები ჩამორთმევას და განადგურებას ექვემდებარება.

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

"მივიღე გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის თანახმად 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები ძალადაკარგულად გამოცხადდა. შესაბამისად, ჩემი დავალებით აღნიშნული საშვები მფლობელებს ჩამოერთმევა და განადგურდება. ახალი საიდუმლო ბრძანება რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოაწესრიგებს საშვების გაცემის, გამოყენების, კონტროლის და მათი ჩამორთმევის წესს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ “ნარუშილოვკა” სპეციალური საშვია რომლის მქონე პირის შემთხვევაში არც პოლიციას და არც სხვა დანაყოფს არაქვს უფლება მის მქონე პირს ჰკითხოს სახელი ან გვარი, გაუჩხრიკოს მანქანა და ან საერთოდ გაჩეროს.

 

სკანდალური ვიდომასალებში საპატრულო პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა გაავრცელა, კადრების მიხედვით ჩანს რომ “ნარუშილოვკები” მაღალჩინოსნებმა ნათესავებსა და მეგობრებს დაურიგეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური