საფრანგეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 17:05

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჟან-მარკ ერომ დაიკავა. აღნიშნულ თანამდებობაზე ჟან-მარკი ქვეყნის პრეზიდენტმა გუშინ წარადგინა.საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მისნიტრმა, ლორან ფაბიუსმა გადადგომის შესაებ განცხადება გუშინ გააკეთა. 

ფაბიუსმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ მისი მინისტრობის პერიოდში მსოფლიო ლიდერები საფრანგეთის პოზიციას სირიის საკითხზე არ იზიარებდა. კერძოდ, ოფიციალური პარიზი 2013 წელს სირიის კონფლიქტში აშშ-ის არმიასთან ერთად სამხედრო ინტერვენციას ითხოვდა. 

რაც შეეხება ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-მარკ ერო 2012-2014 წლებში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი სოციალისტების საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობდა.

პარლამენტში,საგარეო საქმეთა მინისტრი მოაგილეებთან ერთად იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 15:20

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მოადგილეებთან ერთად პარლამენტში იმყოფება. ისინი საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაში მონაწილეობენ დავით ზალკალიანი, გიგი გიგიაძე, დავით დონდუა, ხათუნა თოთლაძე, ზვიად გონაძე, დავით ჯალაღანია. 
შეხვედრა დახურულია. აუდიენციის დაწყებამდე მედიისთვის კომენტარები არ გაკეთებულა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2015 16:35

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, მოლდოვის ეროვნული პოლიციის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოლდოვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ გამეზარდაშვილი მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ოლეგ ბალანს შეხვდა და ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის მილოცვა გადასცა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციისკენ ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებას და განიხილეს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოსა და მოლდოვის მიღწევები.

მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგებს ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები გააცნო და გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა ასევე განიხილეს მიგრაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის საკითხები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო ინტერესთა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა, საქართველოს შს მინისტრის სახელით, მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრი ოლეგ ბალანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 11:25

დიდი იმედი მაქვს, რომ მალე საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ვიზის გარეშე ივლიან, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდიმ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას განუცხადა.
მისივე მოსაზრებით, საქართველომ დაიმსახურა ის, რომ მისმა მოქალაქეებმა ევროკავშირში ვიზების გარეშე იმოგზაურონ. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა პირობას აკმაყოფილებს და ამის შესახებ ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯერ კიდევ გასული კვირის დასაწყისში შეიტყვეს.
"საქართველო ამას იმსახურებს. ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაც არის, პოლიტიკური ნებაც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ვიზის გარეშე ივლიან. ისინი იგრძნობენ ევროპის ნამდვილ სიახლოვეს და რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ისინი ევროპის სრულ მხარდაჭერასაც იგრძნობენ", - აღნიშნა მარინა კალიურანდიმ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, რომელიც შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტის დროს ჩაიწერა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში ესტონეთი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მაქსიმალურ დახმარებას უწევს, უზიარებს რა საკუთარ გამოცდილებას, რომელიც მათ 90-იანი წლებიდან მოყოლებული მიიღეს. ის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ყველაზე მთავარია, თავად ქვეყნებს ჰქონდეთ არჩევანის უფლება და საკუთარი მიზნების განხორციელების ნება.
"ერებს უნდა ჰქონდეთ იმის უფლება, გადაწყვიტონ, თუ რომელ ორგანიზაციებში გაწევრიანდნენ და ვიდრე საქართველო ევროპის კავშირთან მეტი სიახლოვის, მეტი ინტეგრაციის გზას ადგას, მას ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება... მხარს ვუჭერთ საქართველოს, მხარს ვუჭერთ უკრაინას, მხარს ვუჭერთ მოლდოვას და ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებს ატარებს და ევროპაში უფრო მჭიდრო ინტეგრაცია სურს. ვიდრე ისინი ამ გზაზე დგანან, ჩვენც მათთან ერთად ვიქნებით. ვიდგებით მათ გვერდზე, როგორც ევროკავშირის წევრები და როგორც ნატო-ს წევრები", - აღნიშნავს მარინა კალიურანდი.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს შემდგომი გაფართოების აუცილებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დღის წესრიგში მუდმივად დგას. ესტონეთი ნატო-ს მიერ გამოცხადებული ღია კარის პოლიტიკას ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს და თვლის, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს გაწევრიანების უფლება იმ ალიანსში, თუ კავშირში, რომელიც მის ინტერესებს და მიზნებს ემსახურება.

ევროკავშირის ექსპერტები გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 ნოემბერი 2015 13:25

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის ექსპერტები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეს თეიმურაზ მურღულიას შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები საქართველოში კატასტროფების რისკების მართვის კუთხით არსებულ სიტუაციას შეისწავლიან, რის შემდეგაც შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ. ასევე მოხდება რისკების შეფასების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, ანთროპოგენური და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შეფასება.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტები გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადრეული შეტყობინების სისტემებთან დაკავშირებულ ლაბორატორიულ კვლევებს გაეცნენ.

ევროკავშირის ექსპერტები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის - 112 მუშაობას ადგილზე გაეცნობიან.

საქართველოს პრემიერ მინისტრი ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთში მიიწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 29 ნოემბერი 2015 11:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პერსონალური მიწვევით, პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერ-მინისტრის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთს დღეს ეწვევა. საქართველოს მთავრობის მეთაური პატივს მიაგებს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. 
30 ნოემბერს, ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვა, ასევე დაესწრება ოფიციალურ სადილს, რომელიც კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების პატივსაცემად გაიმართება. 
კონფერენციაზე, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქი 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე უმასპინძლებს, ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, COP21-ის თავმჯდომარემ, ლორან ფაბიუსმა ერთობლივად მიიწვიეს. 

"დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი უმრავლესობაში არც კულუარულად, არც ღიად არ განიხილება“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 13:56
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საკრებულოს უმრავლესობაში დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. ც„მინდა გითხრათ ძალიან მკაფიოდ, ქალაქის მერის დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი უმრავლესობაში არც კულუარულად, არც ღიად არ განიხილება“, - აცხადებს ტყემალაძე.

საქართველოს დღეს საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 10:09

დღეს საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბერნარდ კუშნერი ეწვევა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კუშნერი პროფესიით ექიმია და იგი საქართველოს საკონსულტაციო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. ვიზიტის ფარგლებში მისი მონაწილეობით განიხილება ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგია.

„ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ხვალ და ზეგ განვიხილოთ, როგორც ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგია და საკითხები, ასევე სამეცნიერო საზოგადოებას და სტუდენტებს ექნებათ საშუალება, რომ მას შეხვდნენ და კითხვები დაუსვან“, - განაცხადა დავიტ სერგეენკომ. 

ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 16:21

ბრიუსელში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ პარიზში მომხდარი ტერაქტების სერია ცივილიზაციაზე განხორციელებულ თავდასხმად შეაფასა. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არსებულ ვითარებაში დაზვერვის ინფორმაციის გაცვლასა და კოორდინირებულ მოქმედებებს ყველაზე მიზანშეწონილად მიიჩნევენ. 

მინისტრები თვლიან, რომ ტერორიზმს ერთიანი ძალისხმევით უნდა დაუპირისპიდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 18:57

13 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამერიკული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან ნიკოლას ბერლინერთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა, მათ შორის მოკლედ ისაუბრეს ქ. ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში, მ.წ. 12 ნოემბერს გამართული დემოკრატიისა და მმართველობის, ასევე მ.წ. 13 ნოემბერს დაგეგმილი ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის თაობაზე.

საუბრისას მხარეებმა აგრეთვე აღნიშნეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და აშშ-ს შორის მიმდინარე ინტენსიური თანამშრომლობა და მისი შემდგომი განმტკიცების პერსპექტივები.

აგრეთვე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის გლობალური კლიმატის სწრაფ ცვლილებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ ამ და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე.
 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური