საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 12:12

საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ბატონი ჟან-ივ ლე დრიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს 2016 წლის 10 – 12 სექტემბერს. ეს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში. ამის შესახებ საფრანგეთის საელჩო იტყობინება.
შაბათს, პირველ შეხვედრას იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბატონ ლევან იზორიასთან გამართავს, შემდეგ კი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
კვირას, 11 სეატემბერს, მას საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს. შეხვედრის შემდეგ იგი დაესწრება ოფიციალურ ვახშამს საქართველოს თავდაცვის მინისტრს, სამინისტროს მაღალჩინოსნებსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად.
12 სექტემბერს, ბატონი ლე დრიანი გაემგზავრება საჩხერეში სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილის აღსანიშნავად, რომელიც ფრანგული მხარის მიერ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით იქნა დაარსებული.
საჩხერიდან დაბრუნების შემდეგ, მას საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. ამ შეხვედრის შემდეგ, ბატონი ლე დრიანი გადასცემს მედლებს იმ ქართველ სამხედროებს რომლებიც ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგი სამხედროების გვერდით მსახურობდნენ.

ჩაიცვით მანტია და დაწერეთ გადაწყვეტილებები, - თინა ხიდაშელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 13:12

"ჩაიცვით მანტია და დაწერეთ გადაწყვეტილებები, იმ გადაწყვეტილებებში თქვით ის სიმართლე, რომელიც გგონიათ, რომ ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს, დემოკრატიულ პროგრესს, ინსტიტუციურ განვითარებას წაადგება. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ის, რასაც ჩვენ მოსამართლეების მხრიდან ვხედავთ,' -აღნიშნული განცხადება ტავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გააკეთა.

ყოფილი მინისტრის თქმით,   საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს არ შეუწყობს.

ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა ორი კვირაში უნდა წარადგინოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 14:56

თავდაცვისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი  მინისტრები  პრემიერ-მინისტრმა ორი კვირის განმავლობაში უნდა წარადგინოს.  დღეიდან მინისტრების მოვალეობას მოადგილეები,  დავით ებრალიძე და    ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებენ.

დავით ზალკალიანი მდგრადი განვითარების შესახებ მინისტრთა შეხვედრაში მონაწილეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 17:45

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტრთა შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) ეგიდით 2016 წლის 18-20 ივლისს, ქ. ნიუ-იორკში იმართება. 2016 წლის 18 ივლისს, მინისტრის პირველი მოადგილე სიტყვით გამოვიდა HLPF-ის გენერალურ დებატებზე.
 
აღსანიშნავია, რომ HLPF გლობალურ დონეზე მდგრადი განვითარების დღის წესრიგის (Agenda 2030 for Sustainable Development) განხორციელების შეფასებისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ განხილვების ცენტრალურ პლატფორმას წარმოადგენს. მიმდინარე წლის HLPF-ის მთავარი თემაა - „Ensuring that no one is left behind“, რომელიც, ამავდროულად, მდგრადი განვითარების ახალი დღის წესრიგის  ფუძემდებლური პრინციპია.
 
თავის გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა  მოსახლეობის ყველა ჯგუფის დაცვის მნიშვნელობაზე და ისაუბრა უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევის შესახებ.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მდგრადი განვითარების გეგმების შესრულების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საჭიროებებზე, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების მუდმივ დარღვევებზე, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვებზე. ამ კუთხით, დავით ზალკალიანმა, ასევე ყურადღება გაამახვილა სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე.

ზურაბ პატარაძემ ახალი მინისტრები თანამშრომლებს წარუდგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 13:07

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეწვია და სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი, ლაშა კომახიძე წარუდგინა.

ლაშა კომახიძე სოფლის მეურნეობის მიმართულებით წლების განმავლობაში მუშაობდა. მან განათლება უნგრეთში მიიღო. დაამთავრა ბუდაპეშტის ეკონომიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტი. 2008 წლიდან მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის მიმართულებით და რეგიონის მასშტაბით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბიზნესისა და დასაქმების, პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით არსებულ პროექტებს.

ლაშა კომახიძის სახელს უკავშირდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა სასოფლო ექსტენციის მოდელის შექმნა აჭარაში. იგი ჩართული იყო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაში, რის შედეგადაც შეიქმნა 77 კოოპერატივი 7 მლნ. ევროზე მეტი დაფინანსებით, ხოლო 350-ზე მეტ ფერმერს შემოსავალი უშუალოდ 60-70 %-ით გაეზარდა.

ასევე ახალ მინისტრს უკავშირდება აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში შეტანილი წვლილი, რომელიც განაპირობებს 2016-2020 წლების ევროკავშირის მრავალმილიონიან საგრანტო პოლიტიკას ჩვენს რეგიონში.

დღესვე ზურაბ პატარაძემ ფინანსთა მინისტრი წარუდგინა სამინისტროს თანამშრომლებს. უწყებას დღეიდან რამაზ ბოლქვაძე ჩაიბარებს. მან განათლება მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომისტის სპეციალობით.

მრავალი წელია წარმატებულად მუშაობს ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1998 წლიდან მუშაობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. იყო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი, ამავე უწყების ცენტრალური სახაზინო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ცენტრალური სახაზინო სამსახურის საგადასახადო დავალებათა განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

აჭარის სახაზინო სამსახურის უფროსად მუშაობის დროს მისი მონაწილეობით დაინერგა ინოვაციური პროგრამა, რომელმაც სახაზინო სამსახურის მუშაობა უფრო მარტივი და მოქნილი გახდა, ეს პროგრამა ბიუჯეტის აღსრულების პროცესზეც დადებითად აისახა. კერძოდ, დაიწყო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტური განხორციელება.

„მე წარმატებებს ვუსურვებ მინისტრებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ისინი თავს გაართმევენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. მე ყოველთვის დავრჩები მათი გულშემატკივრი“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ წარდგენისას.

სასიამოვნო მოულოდნელობა იყო თანამშრომლებისთვის რეგიონის ხელმძღვანელის მიერ თითოეულ კაბინეტში შესვლა და ყოველი თანამშრომლის ინდივიდუალურად გაცნობა. ის ასევე პერსონალურად გაესაუბრა დეპარტამენტების უფროსებს.

,, ჩვენთვის მნიშვნელოვანია აქ მომუშავე თითოეული ადამიანი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენს უწყებებში მუშაობენ პროფესიონალები. იმედს გამოვთქვამ, რომ ერთად, ერთიანი თანამშრომლობით და გვერდში დგომით შევძლებთ კიდევ უფრო ეფექტური მუშაობის გაგრძელებას რეგიონის განვითარებისათვის სამომავლო გეგმების განსახორციელებლად’’ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას.

შს მინისტრის მოადგილე მოლდოვის რესპუბლიკის შს მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 17:32

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკაში იმყოფება.

მერაბ მალანია მოლდოვის რესპუბლიკის შს მინისტრ ალექსანდრე ჟიზდანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ უწყებას შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს სამინისტროს დელეგაცია მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კარაბინიერების ძალების დეპარტამენტისა და მისი დაცვის სამსახურის საქმიანობას გაეცნო.

" არ გეტყვით," - გარემოს დაცვის მინისტრი ჟურნალიტებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 12:45

გარემოს დაცვის მინისტრმა ჟურნალისტს კითხვაზე  როდის დატოვებენ  თანამდებობებს რესპუბლიკელი მინისტრები მოკლედ უპასუხა: "არ გაძლევთ კომენტარს, არ გეტყვით," - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.  

მინისტრი სპორტული ორგანიზაციების პრეზიდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 24 მაისი 2016 15:13

24 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. მინისტრი შეხვედრის მონაწილეებს უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მოდელი გააცნო, რომლის მართვაზეც სამინისტრო 1 ივნისიდან ოფიციალურად  გადადის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფედერაციებში ვებ-გვერდების არქონის პრობლემას, რაც თავის მხრივ საზოგადოებისთვის ინორმაციის დროულად და ხარისხიანად მიწოდების პრობლემას აჩენს.
ამასთან, სპორტული ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან სპორტული სტატისტიკის წარმოებაზე იზრუნონ და სამინისტროს შესაბამის სამსახურს წარუდგინონ, რაც უახლოეს მომავალში გახდება სავალდებულო და დარეგულირებული ჯერ მინისტრის ბრძანებით, ხოლო შემდგომში სპორტის შესახებ საქართველოს კანონით. შეხვედაზე სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს რეკომენდაცია მიეცათ, რათა იზრუნონ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რადგან არაკვალიფიცირებული და შესაბამისი სერთიფიკატის არმქონე მწვრთნელები მომავალში ვეღარ იმუშავებენ.

ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა;
    1 ივნისიდან მოხდება პროგრამის სავალდებულოდ ამოქმედება;
    მინისტრის N180 ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად ფედერაციას ევალება ღონისძიების დაწყებამდე მინიმუმ 15 დღით ადრე მიმართოს სამინისტროს შესაბამისი ღონისძიების დაფინანსების მოთხოვნით;
    ღონისძიების ფინანსური და ტექნიკური ანგარიშის წარმოდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 20 დღისა, რომლის შემდგომ სამინისტროს აქვს 20 დღიანი განხილვის ვადა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილ ანგარიშში დაფიქსირდება ხარვეზი, ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ფედერაციას ეძლევა დამატებით 10 დღე;
    ანგარიში სამინისტროში ოფიციალურად შემოდის დასკანერებული ელექტრონულად და პარალელურად დედნის სახით;
    დასკანერებული ფაილები, რომელიც აიტვირთება პროგრამაში, უნდა იყოს DJVU-ფორმატში;
    ფედერაციას ევალება განაცხადის დედნების შენახვა და მაქსიმუმ 1 თვეში ერთხელ სამინისტროში წარმოდგენა.

ფედერაციების ოფიციალური ვებ-გვერდები;

    ოფიციალური ვებ-გვერდები აღიარებული 73 სპორტული ორგანიზაციიდან მხოლო 43.9%-ს აქვს, დანარჩენ 56.1%-ს საერთოდ არ გააჩნია ოფიციალური ვებ-გვერდი;
    არსებული 56.1%-დან მხოლოდ 12% აახლებს ინფორმაციას მინიმუმ თვეში ერთხელ და მეტნაკლებად ამომწურავადაა წარმოდგენილი ინფორმაცია, ხოლო დანარჩენ 88% შემთხვევაში წელიწადში მაქსიმუმ 2-ჯერ ხდება ინფორმაციის განახლება და ძირითადი ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი;

    ამ მიმართულებით სამინისტრო შეიმუშავებს ერთიან მოდელს და ყველა ორგანიზაციას დაევალება შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე მოამზადონ და ადმინისტრირება გაუწიონ ოფიციალურ ვებ-გვერდებს.

სპორტულ სტატისტიკის წარმოება და სამინისტროში წარდგენა

    სპორტული სტატისტიკის წარმოება და სამინისტროს შესაბამისი სამსახურისთვის წარდგენა უახლოეს მომავალში გახდება სავალდებულო, რაც დარეგულირებული ჯერ მინისტრის ბრძანებით, ხოლო შემდგომში სპორტის შესახებ საქართველოს კანონით;
    ამ სფეროს დარეგულირებისათვის სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, მუშაობს სპეციალური ვებ-გვერდის შემუშავებაზე, სადაც თავს მოიყრის ყველა ეს ინფორმაცია და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს ინტერნეტის მეშვეობით საშუალება ექნება ონლაინ რეჟიმში მიიღოს ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია სპორტის სხვადასხვა მიმართულებით.

შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიაში შეხვედრებს მართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 აპრილი 2016 13:18

გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი ქალაქ მაინცში რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა. 

გიორგი მღებრიშვილმა და როგერ ლევენცმა ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც თანამშრომლობის ძირითად სფეროებს განსაზღვრავს და პოლიციელთა შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს. 

გიორგი მღებრიშვილი ქალაქ ჰანში პოლიციის უმაღლეს სკოლას ეწვია. შეხვედრაზე პოლიციის უმაღლეს სკოლასა და შსს-ს აკადემიას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

საქართველოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 12:16

თბილისს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი სტუმრობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს ელჩი ბრიტანეთში და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დახვდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და მთარობის სხვა წევრებთან. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ორ დღეში დასრულდება.

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური